ბოლო რეპეტიცია კონფედერაციათა თასის წინ
ჰაიტის ნაკრები აღარ ხუმრობს - ჯერ ესპანეთს გაუჩინა ბევრი თავსატეხი, როდესაც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (2:1), იტალიას კი სულაც ფრე გაუგორა და დაგვანახვა, რომ ფეხბურთის თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ჰაიტელები ფლობდნენ და ფრე ალალად დაიმსახურეს.

ჩეზარე პრანდელიმ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომლებიც კონფედერაციათა თასზე სათადარიგოებად მოიაზრებიან. კარში ერთი ტაიმი სალვატორე სირიგუ იდგა, მეორეში კი ადგილი ფედერიკო მარკეტის დაუთმო. დაცვის ცენტრში დავიდე ასტორი და ლეონარდო ბონუჩი ვიხილეთ, მარცხნივ კი მატია დე შილიო. მოკლედ, ინაციო აბატემ, ანდრეა ბარცალიმ და ჯორჯო კიელინიმ დაისვენეს.

ნახევარდაცვის ბურჯები: რიკარდო მონტოლივო, დანიელე დე როსი და კლაუდიო მარკიზიო მხოლოდ ანტრაქტის შემდეგ ჩაერთვნენ თამაშში, ანდრეა პირლო თადარიგშივე დარჩა... მათი ადგილი ალესიო ჩერჩიმ, ალესანდრო დიამანტიმ, ალბერტო აკვილანიმ, ანტონიო კანდრევამ და ემანუელე ჯაკერინიმ დაიკავეს...

ეს უკანასკნელი ისტორიაშიც შევიდა, რადგან ანგარიში მე-19 წამზე გახსნა... ასე სწრაფად იტალიის ნაკრებს გოლი აქამდე არასდროს გაეტანა. "აძურას" მეორე გოლი კლაუდიო მარკიზიოს ანგარიშზეა, მაგრამ იქ ლომის წილი მარიო ბალოტელიმ დაიდო - სუპერმარიო ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და იქიდან უზუსტესი პასი გააკეთა...

მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 7-8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ჰაიტელები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ფრეს მიაღწიეს - ჯერ თერთმეტმეტრიანით გაქვითეს ერთი ბურთი, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მეორეც შეაგდეს.

გაშვებული გოლების ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე გადაბრალება არ იქნება სწორი და არც ცალკეული ეპიზოდების დეტალური აღწერა ივარგებს - მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ "აძურა" "იდგა", იტალიელებს ეზარებოდათ თამაში, ასე კი მონდომებული ჰაიტელების დამარცხება არ გამოვიდა.

ჩეზარე პრანდელი: "ჰაიტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში. ამ მატჩისგან რამდენიმე საგულისხმო ინფორმაცია მივიღე. ამიტომ სპარინგი ნაყოფიერი იყო და სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მექსიკასთან სულ სხვა იტალიას ვიხილავთ".

ემანუელე ჯაკერინი: "ბედნიერი ვარ, რომ უსწრაფესი გოლი გავიტანე და ისტორიაში შევედი. თუმცა, თვითონ თამაშით უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩვენმა ნაკრებმა შესაძლებლობების 20% თუ გამოავლინა. საერთოდ არ გვითამაშია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. იმედია, ეს ფრე გაგვაბრაზებს და იმ ცეცხლს დაანთებს თითოეულ ჩვენგანში, რომელიც კონფედერაციათა თასზე წარმატებით ასპარეზობაში დაგვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"სკუადრა აძურა" ბრაზილიაშია - ჯერ ჰაიტი, შემდეგ კონფედერაციათა თასი...

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
კლაუდიო მარკიზიო კარიერას ასრულებს
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
ევრო 2016. იტალიის ნაკრები: ეს მხოლოდ დასაწყისია!
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
"ჩუმად იყავი, სანამ "კვარაზე" უკეთეს ფეხბურთელს არ დავასახელებ" - ნახეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის არჩევანი [VIDEO]
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
ემანუელე ჯაკერინის იტალია არ ეთმობა, თუმცა...
4 შეიარაღებული პირი მარკიზიოს სახლში შეცვივდა და ფეხბურთელი მეუღლის თანდასწრებით დააყაჩაღა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: იტალიის ნაკრები პლეი ოფშია [VIDEO]
ბავშვს პირობა მივეცი... - კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
მარკიზიო თვითიზოლაციის წესის დამრღვევებს: თავს მძ....ად არ თვლით?
ემანუელე ჯაკერინი ჯანო ანანიძის კონკურენტი ხდება
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
შესაძლოა, მარკიზიომ ტურინის მერობაზე იყაროს კენჭი
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური: იტალიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]
კლაუდიო მარკიზიო "ზენიტში" გადავიდა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს