ქართველების ფრანგულმა გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, ყველაზე ქართულმა ფრანგულმა გუნდმა "მონპელიემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" შინ იოლად გაუსწორდა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს" - 35:9. მონპელიელებს ორი წამყვანი მორაგბე, მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე აკლდათ (ორივე ტრავმირებულია). მიუხედავად ამისა, ყველა რგოლში დაჯაბნა, ოთხი ლელო გაუტანა და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნა. თუმცა ასევე პრემიით მოიგო გათამაშების ლიდერმა "ტულუზმაც" და ჩვენებურთა გუნდს ისევ ერთი ქულით უსწრებს.

ჟღენტი და ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, "მონპელიეს" შერკინების ბურჯი 59-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა კი მოედანი ოთხი წუთით ადრე დატოვა. მის ნაცვლად თამაშში კაკოვინი ჩაერთო. შველიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთიდან ჩაერთო.

მთელი თავგადასავალი გადახდა ჩხაიძეს. "ბინგომ", რომელიც თადარიგში იყო, დასისხლიანებული მესამეხაზელი საკიუსა მატადიგო მე-2 წუთზე დროებით შეცვალა და არბიტრმა მე-12 წუთზე მოედნიდან ათი წუთით გააძევა, უკან დაბრუნებული კი მატადიგომ სამ წუთში შეცვალა. ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, ჩხაიძე თამაშს 75-ე წუთიდან, ამჯერად ფულენსე უედრაოგოს ნაცვლად დაუბრუნდა. ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.

ევროთასების ორგანიზატორებმა კი გუშინ სადისციპლიონო კომიტეტის სხდომაზე "მონპელიე" 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი "ემლინ ჩელენჯ ტროფის" გათამაშებაზე წარდგენილი გუნდის განაცხადი გახდა, სადაც მონპელიელთა თავკაცებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ რამდენიე წამყვანი მოთამაშე, ძირითადად, საფრანგეთის ნაკრების წევრები არ შეიყვანეს. ევროპული ალაფას მიმართ გამოჩენილი უდიერი დამოკიდებულება კი კლუბს, როგორც უკვე ვთქვით, 5 ათასი ევრო დაუჯდა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრდ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანთან" - 29:20. ტულონელებს ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი აკლდათ, თუმცა მისი ფუნქიცის შესრულებას ბრწყინვალედ გაართვა თავი არგენტინელმა ფელიპე კონტეპომიმ, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (19 ქულა).

ქუბრიაშვილი ძირითად შემადენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა შეყლაშვილის აუტსაიდერმა "აჟენმა" შინ სენსაციურად მოუგო გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, პარიზულ "მეტრო რასინგს" - 21:20. ჩვენებურის გუნდს გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე მგეზავმა ვალენტინ კურანმა საჯარიმოთი მოუტანა. მის ანგარიშზე შვიდი საჯარიმოა (21 ქულა). შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

ქვეყნის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად დამარცხდა დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელთან" - 14:22. "ზირაქა" ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" ფრეს გამოჰკრა ხელი სტუმრად ბასკურ "ბიარიცთან" - 17:17. მასპინძლებს ჩვიდმეტივე ქულა დიმიტრი იაშვილმა მოუტანა (ერთი ლელო და ოთხი საჯარიმო). ფეიქრიშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. გიორგაძე განაცხადში არ იყო.

ახლა ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშებაში დიდი შესვენება გამოცხადდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთი თვის თავზე, 4 დეკემბრიდან განახლდება.

საფრანგეთი. I დივიზიონი

XII ტური

პერპინიანი-ტულონი 20:29, აჟენი-მეტრო რასინგი 21:20, ბიარიცი-კასტრი 17:17, სტად ფრანსე-ბაიონი 20:24, ლა როშელი-კლერმონი 22:14, მონპელიე-ბრივი 35:9, ბურგუენი-ტულუზი 11:35

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 42 ქულა, 2. მონპელიე - 41, 3. მეტრო რასინგი - 35, 4. ბიარიცი - 33, 5. ტულონი - 32, 6. კასტრი - 31, 7. კლერმონი - 30, 8. ბაიონი - 28, 9. პერპინიანი - 28, 10. სტად ფრანსე - 28, 11. ლა როშელი - 19, 12. ბრივი - 19, 13. აჟენი - 15, 14. ბურგუენი - 10.

XIII ტური

კასტრი-პერპინიანი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე, ბურგუენი-ბიარიცი, ბაიონი-ლა როშელი, ტულონი-მონპელიე, ბრივი-აჟენი, კლერმონი-ტულუზი

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება