მედუზებმა რეკორდი ჩაშალეს
ავსტრალიელმა მოცურავემ ჰლოი მაკარდელმა შეწყვიტა 160-კილომეტრიანი გაცურვა კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სპორტსმენმა გამოსვლა მედუზების ნაკბენებისა და ძლიერი დინების გამო მიატოვა. ამის შესახებ წერს ESPN.

მაკარდელი ფლორიდის სრუტის გაცურვას 60 საათში აპირებდა, რითაც მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება სურდა ღია წყალში გაცურვის ხანგრძლივობის მიხედვით. 28 წლის მოცურავემ უარი განაცხადა სპეციალურ კოსტუმზე, რომელიც ორგანიზმს გაციებისგან იცავს, აგრეთვე, ის არ მოუთავსებიათ სპეციალურ გალიაში ზვიგენებისგან თავის დასაცავად.

მაკარდელი ენერგიის შენარჩუნებას ენერგეტიკული სასმელის მეშვეობით აპირებდა, რომელიც ყოველ ერთ საათში უნდა მიეღო.

12 ივნისს, საღამოს ავსტრალიელმა სტარტი კუბის დედაქალაქ ჰავანას პლაჟიდან აიღო და მაიამიმდე მიღწევის იმედი ჰქონდა. მაგრამ, სტარტიდან 11 საათის შემდეგ, ის იძულებული გახდა თანხმლებ ნავზე ასულიყო. მოცურავემ ვერ გაუძლო იმ ტკივილებს, რომელიც მედუზების ნაკბენებით იყო გამოწვეული. მაკარდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღდგენისთვის მას მინიმუმ 24 საათი დასჭირდება.

აქამდე, ფლორიდის სრუტის გადაცურვა მხოლოდ ერთმა ქალმა მოცურავემ შეძლო. 1997 წელს, ეს გააკეთა ავსტრალიელმა სიუზენ მარონიმ, მაგრამ მაშინ მან ამისთვის ზვიგენებისგან დამცავი გალია გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა