"ტოტენჰემის" თავკაცს ნაკრების სათავეში ინგლისელის ხილვა სურს
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ არ იცის, ჩაუდგება თუ არა სათავეში ინგლისის ნაკრებს ორი წლის შემდეგ, როდესაც გუნდის ამჟამინდელ თავკაცს ფაბიო კაპელოს კონტრაქტის ვადა ამოეწურება.

ამ თემაზე საუბარს წინ ინგლისურ პრესასა და საფეხბურთო წრეებში იტალიელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელის ვინაობაზე სჯა-ბაასი უსწრებდა. ასეთად კი ყველა უწინ რედნაპს მოიაზრებს, რომელიც "ბოლტონის" მთავარმა მწვრთნელმა ოუენ კოულმა ყველაზე შესაფერის კანდიდატურად დაუფარავად გამოაცხადა.

"კოულის გამონათქვამმა ძალიან გამახარა, თუმცა წინ კიდევ ორი ხანგრძლივი წელია. მწვრთნელის ბედი ისეთია, ერთ დღეს რომ ცაში აგიყვანენ, მეორე დღეს დაგასამარებენ. თუკი მომავალშიც წარმატებული ვიქნები, ჩემ კანდიდატურას კვლავაც განიხილავენ, მაგრამ თუკი სადმე შეცდომას დავუშვებ, უმალ ყველა დამივიწყებს. ასეთია ფეხბურთის სამყარო. არავინ იცის, რა ელოდება ექვსი კვირის შემდეგ და მითუმეტეს – ორი წლის შემდეგ. თანაც, გამორიცხული არაა, ამ პერიოდში ქვეყანაში ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტები გამოჩნდნენ", - განაცხადა რედნაპმა.

"ტოტენჰემის" თავკაცმა ისიც თქვა, რომ ორი წლის შემდეგ ინგლისის ნაკრების სათავეში, ის იქნება და თუ ვინმე სხვა, ყველა შემთხვევაში ინგლისელის ხილვა სურს.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა