ჯეიმსი+უეიდი+ბოში = 85 ქულა
სერიის მესამე მატჩში კატასტროფული მარცხის შემდეგ, "მაიამის" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. კიდევ ერთი წაგება და 1:3-დან სერიის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა - "სან ანტონიოს" თავის ისტორიაში ასეთი უპირატესობა ხელიდან არასოდეს გაუშვია.

შეხვედრის დასაწყისი მოულოდნელი გამოვიდა: გრეგ პოპოვიჩმა პირველი შეცვლა 47 წამზე გააკეთა, როცა მიხვდა, რომ ტიაგო სპლიტერი აშკარად ზედმეტი იყო დაცვაში "ჰიტის" "პატარა" და მოძრავი ხუთეულის წინააღმდეგ. მოედანზე გერი ნილი გამოვიდა და მაშინვე ჩააგდო სამქულიანი - 10:3 მასპინძლების სასარგებლოდ. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ტონი პარკერი, რომლის თამაში მეოთხე მატჩში ეჭვქვეშ იყო. პირველ ხუთ წუთში მას უფრო მეტი ქულა ჰქონდა დაგროვილი, ვიდრე მეტოქის ყველა კალათბურთელს ერთად - ექვსი ხუთის წინააღმდეგ. თამაშის ამ მონაკვეთის ბოლოს, ფრანგმა შედეგიანი გადაცემა გაუკეთა დენი გრინს, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და ერიკ სპოელსტრა აიძულა ტაიმ-აუტი აეღო: სტუმრების გეგმებში არ შედიოდა მატჩის "მინუს ათით" დაწყება.

მაგრამ, როგორც კი პარკერი ორი წუთით სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, სტუმრებმა მაშინვე გაათანაბრეს ანგარიში. ლებრონ ჯეიმსმა დაიწყო იმის კეთება, რასაც მისგან ექსპერტები ითხოვდნენ - ჯიუტად ფარქვეშ შესვლა. თუმცა "ჰიტი" წინ ჯეიმსის საშუალო მანძილიდან ტყორცნით გავიდა - 23:21 სასტარტო მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე.

"სან ანტონიოს" რიგებში მხოლოდ პარკერის გამოყოფა შეიძლებოდა, მისი ვეტერანი პარტნიორები - ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი კი აშკარად ჩრდილში იმყოფებოდნენ. ტიმმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს გაიღვიძა და მისმა ორმა ზუსტმა სროლამ მასპინძელ ფანებს იმედი დაუბრუნა. რაც შეეხება ჯინობილის, მან ნაადრევი სამი პერსონალური მიიღო და დიდი ხნით დაჯდა სათადარიგოთა სკამზე. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და მასპინძლებისთვის ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან საკუთარ სამწამიანში ტექსასელები აშკარად აგებდნენ ბრძოლას ფლორიდელთა "დიდ ტრიოსთან".

მეორე ტაიმში გაგრძელდა "სპურსის" არადამაჯერებელი თამაში და სტუმრების უპირატესობა ნელა, მაგრამ მაინც იზრდებოდა. საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, მოქმედმა ჩემპიონმა იმ მომენტისთვის მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - "პლუს 11". ამის შემდეგ, "სან ანტონიოს" თამაშის შემოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ჯეიმსი და უეიდი პრაქტიკულად აღარ აცილებდნენ, დანკანისა და პარკერის (რომელმაც ბრწყინვალე პირველი ტაიმის შემდეგ, ჩააგდო მეორე ნახევარი) სახეებზე კი იმედგაცრუება საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გამოიხატა. გრეგ პოპოვიჩმა როტაციით სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა, ბოლო კი მოედანზე მასპინძლების ღრმა რეზერვისტებიც გამოჩდნენ დეჟუან ბლერისა და ნანდო დე კოლოს სახით.

"დიდი ტრიოს" გარდაცვალების შესახებ ჭორები აშკარად გადამეტებულია", - განაცხადა მატჩის შემდეგ "მაიამის" მფლობელმა მიკი არისონმა. და რთულია მას არ დაეთანხმო. ჯეიმსმა, უეიდმა და ბოშმა ერთად 85 (!) ქულა დააგროვეს - რვით ნაკლები, ვიდრე "სან ანტონიოს" ყველა მოთამაშემ. გარდა ამისა, ამ სამეულის ანგარიშზე მეტოქე გუნდზე ექვსით ნაკლები მოხსნა მოდიოდა.

სან ანტონიო-მაიამი 93:109

26:29, 23:20, 27:32, 17:28

ს-ა: დანკანი (20+5 მოხსნა), პარკერი (15+9 პასი), ნილი (13), ლეონარდი (12+7 მოხსნა), გრინი (10+4 პასი).

მ: ჯეიმსი (33+11 მოხსნა+4 პასი), უეიდი (32+6 მოხსნა+6 ჩაჭრა+4 პასი), ბოში (20+13 მოხსნა), ალენი (14).

სერია: 2-2

ლებრონმა ორს გაუსწრო

ფინალური სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ, "მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში საუკეთესო ათეულში შეაღწია. "სან ანტონიოს" წინააღმდეგ "მეფემ" 33 ქულა დააგროვა და მისმა საერთო მონაგარმა 3777 ქულა შეადგინა. ამით ლებრონმა ორ კალათბურთელს - ჰაკიმ ოლაჟუონსა (3755) და ჯონ ჰავლიჩეკს (3776) გაუსწრო და მეცხრე ადგილზე დამკვიდრდა.

TOP10

1. მაიკლ ჯორდანი 5 987

2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5 762

3. კობი ბრაიანტი 5 640

4. შაკილ ო'ნილი 5 250

5. კარლ მელოუნი 4 761

6. ტიმ დანკანი 4 543

7. ჯერი უესტი 4 457

8. ლარი ბერდი 3 897

9. ლებრონ ჯეიმსი 3 777

10. ჯონ ჰავლიჩეკი 3 776

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. ფინალი: სან ანტონიოში 16 ბომბი გაისროლეს

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
მშვიდი მკვლელი
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა