კონფედერაციათა თასი. A ჯგუფი. I ტური
კონფედერაციათა თასის მე-9 გათამაშება მასპინძლების და იაპონიის ნაკრების მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქ ბრაზილიაში, მანე გარინჩას სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.

68 000-მდე გულშემატკივარმა, რომელმაც სტადიონი თითქმის ბოლომდე გაავსო, საკუთარი ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება იხილა.

შეხვედრის მესამე წუთზე მარსელომ საჯარიმოსკენ ჩააწოდა, სადაც ბურთს ფრედი დახვდა და მან თავით ნეიმარს დაუგდო - "ბარსელონას" ახალწვეულმა კი კარისკენ გაგზავნა და საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

კონფედერაციის თასის ისტორიაში ეს მესამე ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას კონფედერაციათა თასზე ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაში წაგებული არ ჰქონდა (17 მოგება და 2 ფრე). ეს სასიამოვნო ტრადიცია ამჯერადაც გაგრძელდა, თუმცა მეორე ბურთი "სელესაომ" მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა - დანი ალვეშმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებისკენ გაგზავნა, სადაც მას პაულინიო დახვდა და ნეიმარზე არანაკლებ ლამაზი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

საინტერესოა, რომ ნეიმარმა და პაულინიომ იაპონიის ნაკრებს გოლები უკანასკნელ შეხვედრაშიც გაუტანეს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართა. მაშინ ბრაზილიამ 4:0 მოიგო - ნეიმარმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ კი თავი პაულინიომ და კაკამ გამოიჩინეს.

მიუხედავად საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისა, იაპონელებს საკმაოდ უჭირდათ და ჟულიო სეზარის შეწუხებას ძალიან იშვიათად თუ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს. მესამე ბურთი ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - ოსკარმა მეკარესთან პირისპირ ჟო გაიყვანა, ვინც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ნეიმარი, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო და74-ე წუთზე ლუკას მოურათი შეცვალეს, კმაყოფილი იყო:

"ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მსურს და მინდა, რომ გუნდმა ერთი ორგანიზმივით იმოქმედოს. ტრავმა სერიოზული არაა და მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნები".

ბრაზილიამ ამ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, დაუმარცხებელი სერია კი 9-მდე გაზარდა.

მომდევნო ტურში ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი იმ მექსიკას ხვდება, რომელმაც მათ ბოლო მარცხი აგემა (2005 წელს). იაპონიის ნაკრების მეტოქე კი იტალია იქნება.

მატჩის შემდეგ

ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია):

"დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ გუნდი ნელ-ნელა უმატებს. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა, ამის შემდეგ კი დრო რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გაუმჯობესებას დავუთმე. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღე მოვუმატებთ და თამაშს მხოლოდ და მხოლოდ გავაუმჯობესებთ. ნეიმარი? ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის, შესაძლოა, ახლა ფორმაში არ იყოს, მაგრამ ნეიმარი ნამდვილი ვარსკვლავია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. დღეს ჩვენი თავგანწირვა, ცივსისხლიანობა და ფიზიური მომზადება მომეწონა".

ალბერტო ძაკერონი (იაპონია):

"ახლა ანალიზისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ის ვერ აჩვენა, რაც ამ მატჩისთვის მოვამზადეთ. პირველი მატჩის და მეტოქის ფაქტორმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა. მათ საკუთარი კედლებით მაქსიმალურად ისარგებლეს, ჩვენ კი ისე კარგად ნამდვილად ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო".

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ნეიმარი (ბრაზილია)

"ბარსელონას" ახალწვეული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრაზილიის ნაკრებს, მთლიანობაში, მიუხედავად სამი გოლისა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მაგრამ ეს ტურნირის პირველი მატჩი იყო და დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია; თანაც, სკოლარიმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი თანდათან მოუმატებს. ვნახოთ...

ნეიმარმა კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი პირველი გოლით შეიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი და ამავე დროს, მნიშვნელოვანი გამოდგა. ფორვარდმა "სელესაოს" რიგებში 21-ე გოლი (35-ე შეხვედრაში) გაიტანა.

74-ე წუთზე, როდესაც მის ნაცვლად მოედანზე ლუკას მოურა გამოდიოდა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა "სანტოსის" ყოფილი ფეხბურთელი ოვაციებით გააცილეს. არადა, "სანტოსის" მაისურით თავისი უკანასკნელი მატჩი ("ფლამენგოს" წინააღმდეგ) ნეიმარმა სწორედ ამ არენაზე ჩაატარა და მაშინ მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა 21 წლის ფორვარდს 90 წუთის განმავლობაში უსტვენდა.

კონფედერაციათა თასი. A ჯგუფი. I ტური

ბრაზილია-იაპონია 3:0

გოლები: 1:0 ნეიმარი (3), 2:0 პაულინიო (48), 3:0 ჟო (90+3)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი (75. ერნანესი), ოსკარი, ნეიმარი (74. ლუკას მოურა) - ფრედი (81. ჟო)

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - უჩიდა, იოშიდა, კონო, ნაგატომო - ჰასებე, ენდო (78. ჰოსოგაი) - ჰონდა (88. ინუი), კაგავა, კიოტაკე (51. მაედა) - ოკაზაკი

გაფრთხილება: ჰასებე

კუთხური: 4-0; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-10 (9-6); ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 67 423

იხილეთ ვიდეო

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3

2. იტალია 1 1 0 0 2-1 3

3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0

4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
ემირატების ნაკრებს ალბერტო ძაკერონი ჩაიბარებს
ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
კვირა ციფრებში: სერიები, წითლები და ჰეთ თრიქები
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა
სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები
ვალვერდე პაულინიოს მისი ნებართვის გარეშე გაყიდვის გამო უკმაყოფილოა
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ VS ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ - ᓒᓐᓭᓠᓘᓡ ᓟᓔᓡᓢᓔᓑᓘᓡ ᓔᓜᓐ?
ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
პაულინიოს შეიძლება მარჯვენა ფეხი ჰქონდეს მოტეხილი
ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓣᓙᓕᓔ ᓝᓗᓮᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓒᓐᓓᓐᓓᓒᓐ
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ VS ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ: ᓐᓣᓢᓡᓐᓘᓓᓔᓠᓗᓐ ᓡᓐᓛᓙᓕᓓᓠᓝ-ᓡᓐᓡᓘᓪᓝᓪᓮᓚᓝ ᓓᓣᓔᓚᓘ
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
ᓠᓝᓑᓔᓠᓢᓝ ᓛᓐᓜᓩᓘᓜᓘᓛ ᓘᓢᓐᓚᓘᓘᓡ ᓔᓠᓝᓕᓜᓣᓚᓘ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓬᓕᓠᓗᓜᓐᓖᓔ ᓗᓐᓜᓮᓛᓝᓑᓐ ᓗᓥᓕᓐ
პაულინიოს ტრავმა სერიოზული არაა და შეიძლება "ბეტისთან" ითამაშოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
ᓛᓝᓣᓠᓘᓜᓘᓝᓡ ᓡᓐᓧᓕᓐᓠᓔᓚᓘ ᓙᓐᓪᓘ ᓐᓜᓣ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓝᓛᓐᓜᓘ ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓣᓠᓐᓓ
პაულინიო" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
"ბარსელონა" პაულინიოს 50 მილიონ ევროდ გაყიდის
რონალდინიოს ტიტული უნდა
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს