კონფედერაციათა თასი. A ჯგუფი. I ტური
მართალია, ისე დამაჯერებლად ვერა, როგორც ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა, მაგრამ იტალიამაც მოიგო და პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა.

"სელესაოს" და "სკუადრა აძურას" 3-3 ქულა აქვთ, მომდევნო ტურში მეტოქეებს გაცვლიან და თუ იქაც მოიგეს, ნახევარფინალურ საგზურებს ნაადრევად გაინაღდებენ...

მიმოხილვა

მატჩი იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად მეტყველებს. ჩეზარე პრანდელის შეგირდები დროის უდიდეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ და ბუნებრივია, მომენტებიც მეტოქეზე მეტი შექმნეს.

იტალიელთა თავკაცმა 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია, ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად მარიო ბალოტელი გაამწესა და მოედნის სიღრმიდან კლაუდიო მარკიზიოსა და ემანუელე ჯაკერინის ტანდემი დაახმარა... თუმცა ყველაზე მეტად ბალოტელის მაინც ანდრეა პირლო ეხმარებოდა, რომელმაც პირველ ტაიმში დიდებულად გაიტანა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ გაისარჯა.

პირლომ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ "ცხრიანში" გაიტანა, 1:0. ეს 27-ე წუთზე მოხდა, დაახლოებით 7-8 წუთში კი აპენინელებმა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს...

ანდრეა ბარცალიმ საკუთარ საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი მეტოქეს ჩააბარა და შემდეგ აკრძალული ხერხით შეაჩერა - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად "ჩიჩარიტომ" აქცია, 1:1...

მეორე ტაიმში იტალიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა - თამაში მთლიანად მექსიკელთა ნახევარზე გადავიდა, რამაც შედეგი 78-ე წუთზე გამოიღო: იტალიელთა სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი მარიო ბალოტელიმდე მივიდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სამ მცველს აჯობა და ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლი ბალოტელიმ კვლავაც კუნთების დემონსტრირებით აღნიშნა, მაისურის გახდისთვის კი ყვითელი ბარათი მიიღო.

დარჩენილ წუთებში იტალიელებმა ბურთი დაიჭირეს და მექსიკელებს შანსი, პრაქტიკულად, არც მისცემიათ. "სკუადრა აძურამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.

საუკეთესო ფეხბურთელი

დიდი სამუშაო შეასრულა მარიო ბალოტელიმ და რომ არა ერთი ფეხბურთელი, ის უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა... თუმცა, ის ერთი ფეხბურთელი არსებობს და მისი სახელი ანდრეა პირლოა.

"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების საყრდენმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების შერჩევისას პასპორტში ყურება არაა გამართლებული. წლებთან ერთად, პირლოს საშემსრულებლო ოსტატობა ემატება, მისი თამაში კი ნამდვილი ხელოვნებაა.

ანდრეამ მთელი შეხვედრის განმავლობაში უდირიჟორა გუნდს და ის გოლიც დაიმსახურა, რომელიც პირველი ტაიმის შუაწელს გაიტანა. თანაც, რა გოლი - დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი ცხრიანში ჩაჭედა. ბრავო, პირლო...

ჩეზარე პრანდელი (იტალია):

"საწყის წუთებში შეგირდებს მღელვარება შევატყვე, თუმცა შემდეგ გაიხსნენ და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. გამოჩნდა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ, ყველაფერი რიგზეა, რამაც მეტად გამახარა. საოცრად ითამაშა ანდრეა პირლომ, მისმა გარჯამ "მარაკანაზე" შეკრებილი 80 ათასამდე ქომაგი აღაფრთოვანა. მარიო ბალოტელი? - "ბასტა", კუნთების დემონსტრირება მას სასტიკად აეკრძალება".

კონფედერაციათა თასი 2013. A ჯგუფი. I ტური

იტალია-მექსიკა 2:1

გოლები: 1:0 პირლო (27), 1:1 ერნანდესი (34-პენ.), 2:1 ბალოტელი (78).

იტალია (4-3-2-1): ბუფონი - აბატე, ბარცალი, კიელინი, დე შილიო - პირლო, დე როსი, მონტოლივო - მარკიზიო (68. ჩერჩი), ჯაკერინი (88. აკვილანი) - ბალოტელი (86. ჯილარდინო).

მექსიკა (4-2-3-1): კორონა - ფლორესი, როდრიგესი, მორენო, სალსიდო - ზავალა (86. ხიმენესი), ტორადო - აკინო (53. მაიერი), დოს სანტოსი, გუარდადო - ერნანდესი.

გაფრთხილება: მორენო, დოს სანტოსი - ბარცალი, დე როსი, ბალოტელი.

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-8(8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 77 000

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3

2. იტალია 1 1 0 0 2-1 3

3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0

4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ჯიჯი ბუფონი შეიძლება იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
ბუფონი: კარიერის დასრულებას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გადავიფიქრებ
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"პერესი მადრიდელი მეფეა..." - ანტონიო კასანო
ჩიჩარიტოს კარიერის აშშ-ში გაგრძელება სურს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად
ხავიმ თავისი აზრით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფავორიტი დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
"ბებერი ქალბატონი" ახალი შეტევით
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს