16 ივნისს სომხურ დილიჟანში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების მეორე რაუნდი დაიწყო
სომხურ დილიჟანში 16 ივნისს დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების მეორე რაუნდი, რომელშიც 12 მანდილოსანი წრიული სისტემით შეხვდება ერთმანეთს. შეჯიბრებაში 2 ქართველი დიდოსტატიც თამაშობს.

2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ (2550) გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა - მონღოლი თუვშინთუგს ბათჩიმეგი (2316) 51-ე სვლაზე დაამარცხა.

მსგავსი წარმატების მიღწევა შეეძლო გრანპრის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ბელა ხოტენაშვილს (2531), რომელიც შავი ფიგურებით ეთამაშებოდა რუს ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას (2526).

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ცაიტნოტში 36-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და ბელას მოგების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა - პირიქით, თავადაც შეცდა და უპირატესობას მეტოქე დაეუფლა.

კოსინცევამ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა - ჩვენებურს 84-ე სვლაზე საათი გააჩერებინა.

დანარჩენი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა, 2499) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2593), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2475) - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531), ოლგა გირია (რუსეთი, 2436) - ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2511) და ინდოელები - ჰარიკა დრონავალი (2492) - მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ჰამფი კონერუ (2597).

17 ივნისს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება: ჩმილიტე - ხოტენაშვილი, მუზიჩუკი - კოსინცევა, სტეფანოვა - უშენინა, კონერუ - დანიელიანი, ძაგნიძე - დრონავალი, გირია - ბათჩიმეგი.

ტურნირზე 20 და 25 ივნისი დასვენების დღეებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
წარმატებები გოგონებს დღევანდელ ორთაბრძოლებში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა