იტალიის ნაკრების ჰავბეკმა, რომელმაც ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე მექსიკის ნაკრებს შთამბეჭდავი გოლი გაუტანა, ბრაზილიელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
იტალიის ნაკრების ჰავბეკმა ანდრეა პირლომ, რომელმაც ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე მექსიკის ნაკრებს შთამბეჭდავი გოლი გაუტანა, ბრაზილიელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"სკუადრა აძურამ" ტურნირი გამარჯვებით დაიწყო - 16 ივნისს მექსიკელებს ანგარიშით 2:1 სძლია. მატჩში პირველი გოლი სწორედ პირლომ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი საჯარიმოდან ჩაახვია.

აღსანიშნავია, რომ პირლოსთვის ეს შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურით საიუბილეო - მე-100 იყო.

თავად ანდრეამ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ დარტყმის შესრულებისას ესმოდა, როგორ სკანდირებდნენ ტრიბუნებზე გულშემატკივრები მის გვარს.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან მსიამოვნებს, რომ აქ ბრაზილიელ ჩემპიონებს მადარებენ. გულშემატკივრებმა უკვე შემარქვეს პირლინიო.

უბრალოდ, საოცრებაა, რომ მეასე მატჩი ვითამაშე და ის "მარაკანაზე" გატანილი გოლით აღვნიშნე. ეს ისაა, რაზეც მხოლოდ ბავშვობაში შეიძლებოდა მეოცნება.

საჯარიმოდან დარტყმა გამომივიდა. ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებისა და იმის გამო, რომ გულშემატკივარი გავაბედნიერე", - თქვა პირლომ.

იტალია-მექსიკის მატჩის გმირი მიიჩნევს, რომ მეტის გატანაც შეეძლო.

"წესით, დღეს მეტი უნდა გამეტანა, მაგრამ პირველ ჯერზე, როდესაც ბურთის "კედელში" გაძვრენა მოვინდომე, ჩემივე თანაგუნდელები გადამეღობნენ, მეორედ კი მცირედით ავაცილე.

ასეთ სიცხეში თამაში ჩვენთვის იოლი არ იყო, მაგრამ ტურნირზე პირველი მატჩი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და მიღწეული წარმატება თავდაჯერებულს გხდის", - აქვეყნებს იტალიელი ნახევარმცველის ნათქვამს Football Italia.

ასევე იხილეთ:

იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა