2012 წლის 2 დეკემბერს, ჰოლანდიის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრაში, გვერდით არბიტრს, 41 წლის რიხარდ ნიუვენჰუიზენს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორშაბათს ჰოლანდიის სასამართლომ საფეხბურთო არბიტრის, რიხარდ ნიუვენჰუიზენის სიკვდილში შვიდი პიროვნების ბრალი დაადასტურა.

თითოეული მათგანის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ყველაზე მკაცრად დაისაჯა ბედშავი არბიტრის ცემაში მონაწილე მოზარდის მამა. ის ციხეში 6 წელიწადს გაატარებს.

რაც შეეხებათ უშუალოდ არასრულწლოვან ფეხბურთელებს, სასამართლომ 5 მათგანს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 1 კი საზოგადოებისთვის სასარგებლო 30-დღიან გამასწორებელ სამუშაოებს შეასრულებს.

ტრაგედიის დეტალებს ზოგადად შეგახსენებთ: 2012 წლის 2 დეკემბერს ჰოლანდიის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრაში სამი შვილის მამა, 41 წლის რიხარდ ნიუვენჰუიზენი გვერდითა არბიტრად იყო მიწვეული. მისმა გადაწყვეტილებებმა მასპინძელი ფეხბურთელების განრისხება გამოიწვია, რის გამოც თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მან მიმალვა სცადა, მაგრამ ამაოდ. ფეხბურთელები მის ცემას მიწაზე დაცემის შემდეგაც აგრძელებდნენ.

სასწრაფო დახმარების მანქანით ნიუვენჰუიზენი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ თავის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ტრაგედიას ამძიმებს ისიც, რომ დაღუპულის შვილი იმ დღეს მოედანზე იყო და მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.

მიუხედავად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენისა, მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ ისინი უდანაშაულონი არიან, რასაც სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს დაადასტურებენ. მათი ადვოკატების თქმით, ნიუვენჰუიზენს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი სიკვდილი.

ადვოკატების მტკიცებას აბათილებს საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა, რომ სიკვდილი სწორედ მიყენებულმა ფიზიკურმა დაზიანებებმა გამოიწვია.

მოსამართლემ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი უკვე გამოაქვეყნა. აი, რას ვკითხულობთ მასში:

"უნდა გავითვალისწინოთ მომხდარი ტრაგედიის სერიოზულობა; ასევე, ის, რომ თავდასხმა ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე მოხდა, თანაც განსასჯელებმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისასაც კი იუარეს ბრალის აღიარება, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი შოკი გამოიწვია.

ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ქმედების ჩამდენთა წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქცია გამოგვეყენებინა.

ტრაგედიის მონაწილე ზრდასრული მამაკაცის საქციელი ყველაზე მკაცრად იმიტომ შეფასდა, რომ იმის მაგივრად, ახალგაზრდებისთვის მაგალითი მიეცა, თავადაც ჩაება ჩხუბში და დამდგარ შედეგში დიდი წვლილი დაიდო".

"რაც მოხდა, იმის დაჯერება დღემდე ძალიან გვიჭირს. ეს ბიჭები 15-16 წლისები არიან. იმ დღეს სტადიონზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ფეხბურთის საყურებლად.

ნიუვენჰუიზენი ბავშვთა ფეხბურთის მატჩებზე ხშირად მუშაობდა ხოლმე და ეს საქმე ძალიან უყვარდა", - განაცხადა შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Beqa
იმას არც თქვენ არ წერთ უცხოური მედიის მსგავსად ეგ მაროკოელმა ბავშვებმა რო ჩაიდინეს ხო?ეროვნული უმცირესობები ძალიან საშიში ხდება უკვე ყველა ქვეყანაში
kalandara
რა გასაკვირია 6 წელი. აგერ ნორვეგიაში კაცმა 77 ადამიანი ჩააწვინა მიწაში და 21 წელზე მეტი ვერ მისცეს. მართლა გავკარი ეგეთ დემოკრატიას, ლიბერალიზმს და ადამიანის უფლებებს.

კაცი ცემით მოკლეს და მაქსიმალური სასჯელი 6 წელი?მ.ოგ7ტ7ანთ მართლმსაჯულება
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა