"ლოტუსმა" ფული იშოვნა
მელბურნში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრალიის გრანპრი დაკარგავს იმ რბოლის სტატუსს, რომლითაც იხსნება სეზონი ფორმულა 1-ში. როგორც ირკვევა, 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ბაჰრეინის გრანპრით დაიწყება, ავსტრალიელები კი პილოტებს სეზონის მეორე რბოლაში უმასპინძლებენ. ეს მოხდება მარტის მესამე უქმეებზე, რითაც მელბურნში რბოლა კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი უნდა იყოს.

"ჩვენ გვირჩევნია შევინარჩუნოთ მარტის მესამე უქმეები. 2006 წელს, ჩვენი გრანპრი იმართებოდა აპრილის პირველ უქმეებზე და მაშინ, დასწრება ნორმალურ დონეზე იყო - 300 ათას ადამიანზე მეტი", - აცხადებს ავსტრალიის გრანპრის პრომოუტერი ენდრიუ უესტაკოტი.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, 2014 წლის სეზონში 21 რბოლის ჩატარებაა დაგეგმილი, აქედან ორი სადებიუტოა: რუსეთსა და ნიუ ჯერსიში. მაგრამ, ამასთან, არის გარკვეული ეჭვები კალენდარში კორეისა და ინდოეთის გრანპრის შენარჩუნების თაობაზე. კორეული რბოლის ორგანიზატორებთან 2016 წლის ბოლომდეა გაფორმებული კონტრაქტი, მაგრამ ეს გრანპრი კარგავს ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერას არასაკმარისი პოპულარობის გამო.

რაც შეეხება ინდოეთის გრანპრის, ამასწინ, გამოცემა Speed Week-მა დაწერა: "ჩვენ შევიტყვეთ, რომ ინდოეთის რბოლის ჩატარება 2013 წლისთვის ფინანსურად არის გამყარებული, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით 2014 წელზე. ინდური წყაროების ცნობით, რბოლის პრომოუტერი (კომპანია Jaypee Group) ახლოა გაკოტრებასთან".

"ლოტუსმა" ფული იშოვნა

კონსორციუმმა "ინფინიტი რეისინგმა" ფორმულა 1-ის საჯინიბოს - "ლოტუსის" აქციათა 35 პროცენტი შეიძინა, რითაც გუნდის თანამფლობელი გახდა. ამასთან, კომპანია Genii რჩება აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელად, ხოლო ჟერარ ლორპესი ინარჩუნებს პრეზიდენტისა და საჯინიბოს მფლობელის პოსტს, - იტყობინება ""ლოტუსის" ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ლოტუსის" ფინანსურმა დანაკარგმა 2012 წელს 86 მილიონი ევრო შეადგინა.

ბატონი ქალებს ელოდება

ბრიტანული "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი მზად არის წარმოიდგინოს, რომ ოდესღაც ფორმულა 1-ში ქალი პილოტებიც იასპარეზებენ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, მათ ჰქოდეთ შესაძლებლობა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ავტოსპორტში ვარჯიში.

"პრობლემა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ქალებს არ აქვთ საშუალება ადრეული ასაკიდან ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, - განაცხადა ბრიტანელმა პილოტმა. - ვფიქრობ, წლებთან ერთად სიტუაცია შეიცვლება, ქალები გამოჩნდებიან "მცირე" სარბოლო სერიებში, მაგრამ ეს ძალიან რთული სახეობაა. ის ვარჯიშის სპეციალურ მეთოდიკას მოითხოვს და აუცილებელი ფიზიკური ფორმის მისაღწევად დროა საჭიროა. მაგრამ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია".

უილიამსი 20 მილიონს კარგავს

ბრიტანულ "უილიამსს" სერიოზულ ფინანსური პრობლემები ელოდება, - იტყობინება Motorsport.

კომპანია იძულებულია შეაჩეროს სუპერკარების შემუშავების პროექტი, რამაც შეიძლება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის დანაკარგი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი კომპანია "იაგუარის" ბრალია, რომელმაც უარი თქვა პროექტში საკუთარ წილზე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "უილიამსის" სუპერკარის წარმოება 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტი საერთოდ არ იქნება რეალიზებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: "მერსედესს" უფლება ჰქონია

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?
ფორმულა 1: უსპონსორო ვერცხლისფერი "მაკლარენი"
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
"ლოტუსს" ხერესში ვერ ვნახავთ
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
ფელიპე მასას "ლოტუსის" და "მაკლარენის" შანსი აქვს
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]
"რედ ბული" ვეღარ დომინირებს
დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს