ჩერნოგორიულ ბარში 18 ივნისს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოასპარეზენი ჩაებნენ
ჩერნოგორიულ ბარში 18 ივნისს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოასპარეზენი ჩაებნენ.

ჩვენი ნაკრების მონაგარი ორი ბრინჯაოა, რომლებიც ალექსანდრე კილაძემ (42) და რამაზ ზოიძემ (58) მოიპოვეს.

ამავე სინჯის მედლისთვის კიდევ ორმა ჩვენებურმა - ტარიელ გაფრინდაშვილმა (69) და ვაჟა ომარაშვილმა (85) - იჭიდავა, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ.

18 ივნისს საასპარეზოდ მეხუთე ქართველიც გავიდა - გიორგი პასიკაშვილი (50), მაგრამ ადრევე გავარდა.

სამწუხაროდ, ჭიდაობის საერთაშორისო თუ ევროპული ფედერაციები კვლავაც ვერ ახერხებენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მოთხოვნებს და 21-ე საუკუნეში, ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრების საინფორმაციო უზრუნველყოფა, პრაქტიკულად, არ არსებობს.

პირდაპირ რეპორტაჟზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი და წილისყრის ოქმებიც კი არსად დევს.

ამიტომ ინფორმაციების მოპოვება შეუძლებელია. რომ არა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, რომელსაც ჩერნოგორიაში დავუკავშირდით, ამდენსაც ვერ გავიგებდით.

საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, თითქოს ჩერნოგორიულ ფედერაციას ტელერეპორტაჟიც კი უნდა შემოეთავაზებინა, მაგრამ ის საიტი...

ან საერთოდ გათიშულია, ან არანაირი ინფორმაცია არ დევს არათუ ამ ტურნირის შესახებ, თვით იქაურ ჭიდაობაზეც კი. ამიტომ ჩვენებურთა გამოსვლაზე ამ მწირი ინფორმაციის გარდა, ვერაფერს გეტყვით.

არადა, ფრიად საინტერესოა, ვისთან წააგეს გაფრინდაშვილმა და პასიკაშვილმა, რომლებიც გუნდის გამოკვეთილი ლიდერები არიან.

ასევე საინტერესოა, ვისთან დამარცხდა ამომავალი ტალანტი ზოიძე, რომელიც აქამდე, ძირითადად, ბერძნულ-რომაულში გამოდიოდა და ჭაბუკებში ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონობაც მოასწრო, ახლა კი ისევ "თავისუფალს" დაუბრუნდა, სადაც დაიწყო ვარჯიში.

იმედია, მომდევნო დღეებში ორგანიზატორები ვითარებას ცოტათი მაინც გამოასწორებენ.

19 ივნისს ასპარეზობები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება, ჩვენებიდან კი მედლის მოპოვებას შმაგი თოდუა (46), რამაზან მალაკოევი (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), გიორგი გიორგობიანი (76) და გივი მაჭარაშვილი (100) შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
ქართველი მოჭიდავეების 15 მედალი და გუნდური პირველი ადგილი კიევის ტურნირზე
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
ფალავანთა კლუბში "თავისუფალთა" ნაკრების ახალი წევრი გამოვლინდება
9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა
ფალავანთა კლუბში "თავისუფლებში" ახალი წონის ჩემპიონი გამოვლინდა
საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები, გოგოები და კილაძის დუბლი
საქართველოს მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ