28-30 ივნისს მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება
28-30 ივნისს მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პლანეტის 24 საუკეთესო გუნდს შორისაა. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ D ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი გუნდის მეტოქეებმა უკვე დაასახელეს საბრძოლო რაზმები. ცხადია, არა მარტო D ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტია ახალზელანდიური გუნდი, რომელიც მსოფლიოს სერიის ეტაპებზე ფიჯელებთან ერთად მუდამ პირველობისთვის იბრძვის.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ ტიტჯენსმა, რომელიც შარშან შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ტრავმების მოშუშების შემდეგ შემადგენლობაში დააბრუნა კაპიტანი დი ჯეი ფორბსი, სკოტ კერი და სემ დიქსონი.

"წლევანდელ სეზონში ყველამ ინტენსიურად იმუშავა. მოთამაშეებს საკმარისად დიდი მოტივაცია აქვთ საიმისოდ, რომ შვიდკაცა რაგბის უდიდეს ფორუმზე თავიანთ ქვეყანას წარმოადგენდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და, ცხადია, იქ ასპარეზობის სურვილი ბევრს აქვს.

ამის უფლებას კი მხოლოდ საუკეთესოები მიიღებენ. ოთხი წლის წინათ დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახლანდელი გუნდიდან მხოლოდ სამმა იასპარეზა. ესენია: დი ჯეი ფორბსი, ტომაზი კამა და ლოტე რაიკაბულა.

წლეულს მსოფლიოს სერიის ეტაპებზე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ. ამათგან მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ გუნდში რამდენიმე მოხვდა.

ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი სულ სხვა რამაა და მოსკოვში ნამდვილი გამოცდა ელით.

სამწუხაროა, მაგრამ 2001 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვერ ვახერხებთ. ძალიან გვინდა, ეს წარუმატებელი სერია დავასრულოთ.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე ბოლო დიდი ტურნირი გაიმართება. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ 2016 წლისთვის უძლეველი გუნდი ავაშენოთ" - თქვა ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელმა გორდონ ტიტჯენსმა.

კანადის ნაკრებს, რომელსაც წლევანდელ მსოფლიოს სერიაში ურიგოდ არ უთამაშია, ტრავმების გამო ოთხი წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენია: ჩონსი ოტული, ჯეფ ხესლერი, ტაილერ არდრონი და კონორ ტრაინორი.

"ნაკრებში შერჩეულ ყველა მოთამაშეს მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. მათ ნამდვილად დაიმსახურეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის პატივი.

თითოეული მათგანი თავდაუზოგავად შრომობდა, სეზონის განმავლობაში წარმატებებსაც ვაღწევდით და, ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე ასპარეზობა ჩვენი გუნდის მორაგბეებისთვის დიდი ჯილდოა" - თქვა კანადის შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ გარენტმა.

აღსანიშნავია, რომ კანადელთა გუნდში ეროვნული ნაკრების მოთამაშეების, ფილ მაკენზის, მეთ ევანსისა და დი ტი ეიჩ ფან დერ მერვეს კანდიდატურებიც განიხილებოდა, მაგრამ გარენტმა მათ ისევ მთელი წლის განმავლობაში შვიდკაცა რაგბის ტურნირებზე მოასპარეზე მორაგბეები არჩია.

ცხადია, გაამართლებს თუ არა მისი არჩევანი, მოსკოვში გამოჩნდება. ბრძოლა ჯგუფურ ეტაპზე, სავარაუდოდ, მეორე ადგილისთვის იქნება, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ახალმა ზელანდიამ პირველობა ვინმეს დაუთმოს.

კანადელებზე არანაკლებ საინტერესო გუნდი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. "არწივები" მთავარი მწვრთნელის, ალექს მაგლების ხელმძღვანელობით, სიეტლში 9 ივნისიდან ემზადებიან.

"კარგად დაბალანსებული გუნდი გვყავს. ერთნაირად შეგვიძლია ბრძოლაც, სირბილიც და ცრუ მოძრაობების კასკადის კეთებაც. მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას, რათა საქმეში ვიხილო ის, რაზეც რამდენიმე კვირაა, მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ" - თქვა ალექს მაგლებმა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიდი ხანია ემზადება. ჩვენმა მეშვიდკაცეებმა რამდენიმე ტურნირში იასპარეზეს და საწვრთნელ შეკრებას 19 ივნისიდან დაიწყებენ.

კანადა

ნანიაკ დელა, ტაისენ დე გუდი, ჯასტინ დაგლასი, შონ დუკი, მიკე ფუაილეფაუ, ლუკას ჰამონდი, კირან ჰირნი, ნათან ჰირაიამა, ჰარი ჯოუნზი, ფილ მაკი, ჯონ მუნლისი, ტეილორ პარისი.

ახალი ზელანდია

კურტ ბეკერი, ტომასი ცამა, სკოტ ქერი, სემ დიქსონი, დი ჯეი ფრობსი, ბრაის ჰიმი, ჯილის კაკა, ტიმ მიქელსომო, ვაისაკე ნაჰოლო, ლოტე რაიკაბულა, დევიდ რაიკუნა, შერვინ სტოუერსი.

აშშ

კარლინ იზლისი, ნიკ ედვარდსი, ენდრიუ დურუტალო, შალომ სუნიულა, ზაკ ტესტი, მეთ ჰავკინსი, ფოლან ნიუა, ჯეკ ჰალალილო, მაკა უნუფე, მაიკ პალეფაუ, კოლინ ჰოული, ბრეთ თომპსონი.

A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.

C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.

D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.

E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.

F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი.

28 ივნისი

საქართველო-აშშ

29 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკასთან წაგებით დაიწყეს
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-19 ადგილზე გავიდნენ
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"ᓨᓕᓘᓓᓙᓐᓪᓐ ᓑᓝᓠᓯᓦᓐᓚᓝᓡᓜᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓚᓘᓝᓜᓘᓡ ᓔᓢᓐᓞᓖᓔ ᓛᓔ-6 ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓔᓡ
"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში იასპარეზებს
"შვიდკაცა ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?