შესაძლოა, ზაქარიასთვის ესტონეთში გატარებული პირველი სეზონი ბოლოც გამოდგეს
ესტონეთის ჩემპიონატი დამთავრდა, გამარჯვებულის ტალინის "ფლორა" გახდა. ტალინელთა შემადგენლობაში ოქროს მედალი ქართველმა ფლეიმეიკერმა ზაქარია ბეგლარიშვილმაც მოიპოვა, რომელმაც 36 მატჩიდან 22 ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

ზაქარიასთან ერთად, თებერვალში ტალინელებმა კონტრაქტი ”გაგრას" ყოფილ ფორვარდ ლექსო აბაშიძესაც გაუფორმეს. ჩენთვის უცნობი მიზეზების გამო, ”ფლორამ" აბაშიძეს აპრილში კონტრაქტი ორმხრივი სურვილით გაუწყვიტა - ”სოკერვეის" ინფორმაციით, ლექსოს ტალინელთა ფორმა წლეულს ერთხელაც არ მოურგია.

შესაძლოა, ზაქარიასთვის ესტონეთში გატარებული პირველი სეზონი ბოლოც გამოდგეს, რადგან ჰოლანდიაში, არნემის ”ვიტესში"

გადასვლის შანსი გაუჩნდა.

ბეგლარიშვილს ტალინში გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გილოცავ ჩემპიონობას - როგორც ვიცით, ეს შენთვის პირველი ტიტულია.

- დიახ, პირველია და გახარებული ვარ. პრესტიჟულUლიგაში არ ვთამაშობ, მაგრამ ჩემპიონობა ყველა ქყვეყანაში სასიხარულოა... მთავარია, ჩემპიონის ტიტულით დავიწყე. იმედია, მერე უკეთესი ლიგის მედალსაც მოვიპოვებ.

- სეზონს წარმატებულად თვლი?

- მთლიანობაში ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, ჩემპიონი გავხდი, ხუთი გოლი გავიტანე, ესტონეთის თასზე _ სამი. ნახევარმცველისთვის ურიგო შედეგი არ ეთქმის.

- ჩემპიონატში 36 შეხვედრიდან, ძირითადში მხოლოდ 10-ჯერ ითამაშე.

- თავიდან თამაში არ მიწევდა, ახალი ჩასული გუნდს და ფეხბურთელებს ვეჩვეოდი. რაც უნდა კარგად იყო მომზადებული, ესტონური ფეხბურთი სხვა სტილისაა, ვიდრე ქართული და სხვაგვარ თამაშს შეჩვევა სჭირდებოდა. მერე უფრო და უფრო მენდობოდნენ და ბოლოს ათი შეხვედრა ჩავატარე ძირითადში. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ”ფლორას" შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- მომვალ წელს.

- კლუბის შეცვლას არ აპირებ?

- ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდში თამაში ნამდვილად მსურს.

- რადგან არ ამბობ, მაშინ კარტები გავხსნათ – ჩვენთვის ცნობილია, რომ მერაბ ჟორდანია შენს ”ვიტესში" გადაყვანაზე ფიქრობს.

- ჯერ ზუსტად არ ვიცი, შეიძლება გადავიდე.

- დანამდვილებით ვიცი, რომ "ფლორაშიც" რეკომენდაცია ჟორდანიამ გაგიწია და ალბათ, მასთან წასვლაც ლოგიკურიც იქნება.

- დიახ, ასეა. რეკომენდაციისთვის მისი მადლობელი ვარ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. გადასვლაზე საუბარი იყო.

- როდის?

- სექტმებერში, მაგრამ ის კი არ უთქვამს, რომ აუცილებლად წამიყვანდა – მთავარი იყო, ესტონეთში დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო. ”ვიტესში" მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წამიყვანს. ასე რომ, ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.

- სუსტ მხარედ ჯანის ნაკლებობას და არაათლეტურობას გითვლიდნენ, ახლა როგორაა საქმე?

- ცოტა უკეთ. ესტონელები კარგად მავარჯიშებენ, ჯანი მომემატა და ოდნავ უფრო ათლეტური გავხდი. თუმცა ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს. ნაკლის გამოსასწორებლად, თერთმეტი თვეა ჩემი დღის განრიგი ერთფეროვანი გახდა: ვარჯიში, თამაში, სახლი. ხშირად დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა. ჩემპიონატს, ესტონეთისა და ბალტიის თასიც დაემატა და ძალიან გადატვირთული გრაფიკი გამომივიდა. ტალინი ლამაზი ქალაქია, მომწონს მაგრამ აქ ქალაქის დასათვალიერებლად და გასართობად არ ჩამოვსულვარ. ძნელია, 20 წლის ბიჭისთვის, გარეთ რომ არ გახვალ და არ ერთობი, მაგრამ მოთმინება დამიფასდება... დამიჯერებთ, ესტონეთში ჩამოსვლის შემდეგ, ზედიზედ სამ დღეზე მეტი არც დამისვენია. თავიდან მაგრად ვიღლებოდი, მაგრამ მერე და მერე გრაფიკს შევეჩვიე, მომეწონა კიდეც. თუმცა, ახლა დასვენება მინდა.

- ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ გიწვევდნენ. მიზეზით თუ დაინტერესდი?

- ალბათ მწვრთნელი თვლიდა, რომ იმ დროს სათამაშოდ მზად არ ვიყავი და არც ვამტყუნებ. გარკვეულ ეტაპზე ასეც იყო და აღარ მიძახებდა. ესტონეთში ვთამაშობ, რომელიც ჩვენი კონკურენტი იყო და ვერ წარმოიდგენთ, ბიჭებმა როგორ გამახარეს. ნაკრების ყველა თამაშს ვუყურე, ვგულშემატკივრობდი და ამაყად ვიყავი, რადგან მატჩების უმრავლესობა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. ესტონელებიც აღიარებდნენ, რომ გაბელიამ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა.

- იქნებ იმიტომ არ გიწვევდა, რომ ესტონეთში ნავარჯიშებ ფეხბურთელს არ გენდობა? მაინც არასაფეხბურო ქვეყნად ითვლება.

- არ ვიცი, არა მგონია, ასე იყოს. ესტონეთის ნაკრებში ”ფლორას" რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის და სუსტი ნაკრები არ ყოფილა. აქ საკმაოდ კარგი დონის პიროველობაა, თამაშებიც დაძაბულია, გუნდებს ნორმალური პირობები აქვთ.

- ესტონურ კლუბების ინფრასტრუქტურასა და ბიუჯეტზე რას გვეტყვით?

- სტადიონები და მოედნები მაღალი დონისაა, მოვლილი და მოწესრიგებულია, სადაც ვარჯიში და თამაში გესიამოვნება. ”ფლორას" კი ესტონეთში საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს. ეროვნული ნაკრები ჩვენს ბაზაზე იკრიბება და მატჩებსაც აქ ატარებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე გუნდს საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს.

- უმაღლეს ლიგაში გაჭირვებული გუნდები თუ არის, სადაც ხელფასს დროულად ვერ არიგებდნენ და ფეხბურთელები გაფიცვებით იმუქრებიან?

- არა, ესტონეთში ასეთი ამბები არ ხდება. ფეხბურთელებს ნორმალური პირობები შეუქმნეს და ბოლო დროს პროგრესი ამიტომაც დაეტყოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა