ახალგაზრდული მუნდიალის დაწყებამდე
თურქეთში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც მიუხედავად პარალელურად მიმდინარე კონფედერაციათა თასისა, თავის წილ ყურადღებას დაიმსახურებს. ტურნირის დაწყებამდე ერთად გადავხედოთ რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკურ ინფორმაციას...

83 - სხვადასხვა ნაკრებს აქვს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები. 1977 წლიდან მოყოლებული, 18 გათამაშებაში 80-მა გუნდმა ითამაშა, წლევანდელ მუნდიალზე კი დებიუტი კუბას, სალვადორს და საბერძნეთს ექნებათ.

მონაწილეთაგან მხოლოდ სამს, პორტუგალიას (1989, 1991), განას (2009) და ესპანეთს (1999) აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოგებული. ასევე, თურქეთი 2013 იქნება ზედიზედ მესამე მუნდიალი, სადაც წინა ტურნირის გამარჯვებული არ ითამაშებს - 2011 წლის ტრიუმფატორი ბრაზილია ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. "სელესაოს" გარდა, ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა არგენტინაც, რაც ნიშნავს იმას, რომ 18 ტურნირიდან 11-ის მომგები გუნდები (არგენტინა 6-გზის ჩემპიონია, ბრაზილია - 5-გზის) ამ მუნდიალს დააკლდებიან.

40 - თურქეთში 40 ფეხბურთელს ექნება შანსი, რომ ფიფას მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალურ ეტაპზე მინიმუმ მეორედ ითამაშოს. აქედან 14 მოთამაშე მეორედ უშუალოდ 20-წლამდელთა მუნდიალზე იასპარეზებს. ახალი ზელანდიის და ნიგერიის რიგებში სამი ისეთი ფეხბურთელია, ვინც 2011 წელს კოლუმბიაში გამართულ ტურნირზე მონაწილეობდა. ნიგერიელთა სამივე ფეხბურთელმა წინა ტურნირზე გოლები გაიტანა, ედაფე ეგბედიმ და ოლარენვაჯუ კაიოდემ სამ-სამი გოლი შეაგდეს.

ახალი ზელანდიის ნაკრებს სულ 7 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც ფიფას ტურნირზე მინიმუმ მეორედ ითამაშებს. ასეთივე შედეგი აქვთ მექსიკას და ურუგვაის. ზელანდიელები ტიმ პეინი და კამერონ ჰოუვისონი 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილეები არიან.

226 - მალის ნაკრების საშუალო ასაკია თვეების მიხედვით. 18 წელი და ათი თვე - სწორედ ასეთია აფრიკელთა საშუალო ასაკი და ამ მაჩვენებლით ეს გუნდი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ნაკრებია. საერთოდ, ტურნირის სამი ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები დასავლეთ აფრიკას წარმოადგენს - მალის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებზე ნიგერია (19 წელი) და განა (19 წელი და 2 თვე) იმყოფებიან.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ავსტრალიის ნაკრებში ირიცხება - დანიელ დე სილვა 16 წლის მარტში გახდა. თურქეთში გამგზავრებული 503 ფეხბურთელიდან 16 წლის კიდევ ოთხი მოთამაშეა და ეს სია 1 ივლისს შემცირდება, რადგან ერაყელი ბურჰან ჯუმააჰი ამ დღეს 17 წლის ხდება.

15 - მოქმედი ჩემპიონის, ბრაზილიის გამოკლების შემდეგ, ტურნირის ყველაზე გამოცდილი გუნდები ესპანეთი და ავსტრალია არიან - ეს გუნდები ახალგაზრდულ მუნდიალზე მეთხუთმეტედ ითამაშებენ. ასევე, ესპანეთი, სამხრეთ კორეასთან ერთად, ლიდერობს ზედიზედ მონაწილეობის მხრივ - ეს ტურნირი მათთვის მე-6 იქნება. ბრაზილიას კი მართლაც საოცარი სერია შეუწყდა - "სელესაო" ზედიზედ 16 მუნდიალზე მონაწილეობდა.

არგენტინის და მოქმედი ჩემპიონის ფინალურ ეტაპზე ვერმოხვედრის შემდეგ ესპანეთს ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. პირინეელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - 144 (საშუალოდ 2,1) და კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ (23) შეძლეს. ასევე, ესპანეთი ზედიზედ ხუთი ტურნირია, აუცილებლად გადის მეორე ეტაპზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე