"ჰამბურგის" ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და სატრანსფერო აქტივობებს გეგმავენ. ჩრდილოგერმანულ კლუბს "შალკეს" მარჯვენა მცველის, რაფინიას...

"ჰამბურგის" ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და სატრანსფერო აქტივობებს გეგმავენ. ჩრდილოგერმანულ კლუბს "შალკეს" მარჯვენა მცველის, რაფინიას შეძენა უნდოდა და შეფები ამავე პოზიციაზე მოთამაშე გი დემელის გაშვებას გეგმავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრეს. გუნდის ახალი სპორტული დირექტორის, ექს-ფეხბურთელ ბასტიან რაინჰარდტის თქმით, რაფინიაში ფულის გადახდას, ჯობია, "ჰამბურგი" მომავალ სეზონშიც დემელს ენდოს.

ამრიგად, კოტ დივუარელი უკანახაზელი, რომელსაც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, "ჰამბურგში" რჩება. ამ უკანასკნელმა გასული სეზონი არცისე კარგად ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოსები და ახალი მწვრთნელი არმინ ფეე მას ნდობას უცხადებენ.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ HSV ახალგაზრდა შვედ თავდამსხმელ მარკუს ბერგს გაანათხოვრებს. 23 წლის ბერგი ჩრდილოგერმანულ კლუბში ერთი წლის წინ გადავიდა და "ჰამბურგმა" მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა, 10 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგრამ ბერგმა იმედები ვერ გაამართლა, 30 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდი შედეგია.

ბერგი, რომელმაც მსოფლიოს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, სავარაუდოდ, "პსვ ეინდჰოვენს" მიაშურებს. ამ ფეხბურთელით ინგლისური "ვესტ ბრომვიჩიცაა" დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგმა" აქამდე მხოლოდ ორი ახალი ფეხბურთელი გაიფორმა: მეკარე იაროსლავ დრობნი ("ჰერტადან") და 17 წლის ლენარდ სოვა ("პორტსმუთიდან").

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა