კასანო - "პარმაში", ბელფოდილი - "ინტერში"
ვწერდით, რომ შესაძლოა, ანტონიო კასანომ კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს, სანაცვლოდ კი გენუური გუნდიდან "ინტერში" ლუკა ანტონელი გადაბარგდესო.

თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და უახლესი ინფორმაციით, კასანო გაცილებით უფრო ახლოა "პარმასთან", ვიდრე "ჯენოასთან". დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნერაძურის" 30 წლის შემტევი, დიდი ალბათობით, ემილიურ გუნდში იასპარეზებს. მაინც რა ხდება და რა გარიგება მზადდება? - ამაზე ქვემოთ...

მორატი ბერლუსკონის კვალზე

ძველი ამბავია, რომ "მილანის" მესვეურებმა აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთეს და "როსონერიში" სრულიად ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი... "შავ-წითელთა" ბანაკში წამყვან როლებში არიან 22 წლის მარიო ბალოტელი, 20 წლის სტეფან ელ შაარავი და თუნდაც 18 წლის მბაიე ნიანგი.

როგორც ჩანს, "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩათვალა, რომ სილვიო ბერლუსკონის და კომპანიის მიერ არჩეული გეზი სწორია და მის გამეორებას აპირებს...

მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ანტონიო კასანო კარიერას "პარმაში" გააგრძელებს, სანაცვლოდ კი "ინტერში" ისაკ ბელფოდილი გადაბარგდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ 21 წლისაა - გასულ სეზონში 33 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა. ამასთან, ისაკი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობს და ზოგადად, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

"პარმასთან" მიმდინარე მოლაპარაკებები მასიმო მორატიმ დაადასტურა და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა, რომელსაც კითხვა-პასუხის ფორმატით გთავაზობთ...

- მართალია, რომ ანტონიო კასანოს ისაკ ბელფოდილში ცვლით?

- ისაკ ბელფოდილის გადაბირება ჩვენს გეგმებშია და მიზანთან ახლოს ვართ. იქნება თუ არა ამ გარიგებაში ჩართული ანტონიო კასანო, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება ამ თემაზეც მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.

- ამბობენ, რომ კასანოსთან ერთად, "პარმას" 10 მილიონი ევრო ერგება. ასე ძვირად ფასობს ბელფოდილი?

- ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან თანხაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. ისე კი, ბელფოდილი მართლაც ძვირად ფასობს, რადგან მხოლოდ 21 წლისაა და უკვე შესანიშნავად ირჯება. რაღაცით ის ქარიმ ბენზემას მაგონებს და მჯერა, მასსავით წარმატებული იქნება. ჩვენ გუნდის გაახალგაზრდავება გვსურს და ამ გზაზე არც ფულის დახარჯვას მოვერიდებით. დიახ, გვჭირდება ბელფოდილი, მაურო იკარდი და მათი თაობის გამორჩეული მოთამაშეები. ბედნიერი ვიქნები, თუ "ინტერის" შეტევაში ბელფოდილი-იკარდის ტანდემს ვიხილავ.

- ამ ფონზე, ხავიერ ძანეტისთან და ვალტერ სამუელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ალოგიკურია...

- სამუელი და ძანეტი "ინტერის" ლეგენდები არიან და ახალგაზრდებმა სწორედ მათთან ურთიერთობით უნდა გაიღრმავონ ცოდნა. არ მითქვამს, რომ გუნდში ვეტერანების ადგილი არაა. უბრალოდ, აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს მალე გამოიღებს.

კასანო - საიუბილეო საჩუქარი

მასიმო მორატის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ლომბარდიულ-ემილიურ გარიგებას წინ ბევრი არაფერი უდგას. ანტონიო კასანოსა და ისაკ ბელფოდილის ბარტერი რომ მწიფდება, ამას "პარმას" გენერალური დირექტორის, პიეტრო ლეონარდის სიტყვებიც მოწმობს:

"მილანელებთან მოლაპარაკების დასკვნით სტადიაზე ვართ და შეთანხმების ალბათობა დიდია. ანტონიო კასანო უდიდესი ტალანტია და არც ასაკი აქვს ისეთი, რომ ხვალ-ზეგ კარიერის დასრულებაზე იფიქროს. "პარმას" 100 წლის იუბილე აქვს და კასანო ბრწყინვალე საჩუქარი იქნება. დარწმუნებული ვარ, ანტონიოსთან ერთად, ჩვენი გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძოლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანტონიო კასანომ "ინტერის" ვარჯიშზე ხელი მოიტეხა

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ანტონიო კასანო "პარმაში" მიდის
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
"პარმა" 5 მილიონ ევროდ გაიყიდება
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
"ინტერი" თასზე წინ მიიწევს
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
"პარმა" მჭედლიძეზე ტრანსფერის უფლებას 1,5 მილიონად შეიძენს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?