დრაფტი 2013: პირველი ნომერი უკრაინელი იქნება?
საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა "მაიამი ჰიტის" ცენტრმა კრის ბოშმა "სან ანტონიო სპურსთან" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის წინ. კალათბურთელის თქმით, მას არ სურს ტრიბუნებზე იხილოს ის გულშემატკივრები, რომლებიც მეექვსე მატჩის დასასრულს არ დაელოდნენ და სახლში წავიდნენ. ბოშის კომენტარი NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სერიის მეექვსე შეხვედრაში, რომელიც "მაიამის" მოედანზე გაიმართა, "ჰიტი" 28 წამით ადრე ხუთ ქულას აგებდა "სან ანტონიოსთან". სწორედ ამ დროს დაიწყეს ადგილობრივმა ფანებმა აქტიურად ტრიბუნების დატოვება.

თუმცა დარჩენილ დროში "მაიამიმ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, სადაც გამარჯვებას მიაღწია. დამატებითი დროის დანიშვნის შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილმა დარბაზში დაბრუნება სცადა. ამ მოგებით, "ჰიტმა" გაათანაბრა სერიაში ანგარიში.

ბოშმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები, რომლებმაც დროზე ადრე მიატოვეს თავიანთი ადგილები, არ უნდა მივიდნენ მეშვიდე მატჩის სანახავად. "ჩვენ აქ მხოლოდ იმათი ნახვა გვსურს, რომლებიც ტრიბუნებზე ბოლომდე დარჩებიან. ისინი არასოდეს ნებდებიან", - თქვა ბოშმა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდის ინფორმაციით, "მაიამის" გულშემატკივრები იმით არიან ცნობილნი, რომ ხშირად აგვიანებენ მატჩებზე, აგრეთვე ხშირად ტოვებენ ტრიბუნებს მატჩის დასრულებამდე.

სარეკორდო სეზონი: ყველაზე მეტი სამქულიანი

NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, 2012-13 წლების სეზონში კალათბურთელებმა რეკორდი დაამყარეს ზუსტი სამქულიანების რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ რეკორდი დამყარდა როგორც რეგულარული ჩემპიონატში, ასევე პლეი ოფის მატჩებში.

რეგულარულ ჩემპიონატში NBA-ის კალათბურთელებმა გამოიყენეს 17 603 სამქულიანი, რისთვისაც 49 067 ცდა გახდა საჭირო. ეს წინა რეკორდზე 1 251 ზუსტი ტყორცნით მეტია, რომელიც 2008-09 წლების სეზონში დამყარდა. მაშინ, ჯამში 44 622 შორეული ტყორცნა შესრულდა.

"მაიამისა" და სან ანტონიოს" ფინალური სერიის მეექვსე მატჩამდე, ზუსტი სამქულიანების რეკორდი დამყარდა პლეი ოფშიც. ამ სტადიაზე კალათბურთელებმა 3 414 ცდიდან 1 171 სამქულიანი გამოიყენეს. შარშანდელ პლეი ოფში, 2 983 შორეული ტყორცნიდან 994 მოთავსდა მიზანში.

დრაფტი 2013: პირველი ნომერი უკრაინელი იქნება?

ახლოვდება NBA-ის 2013 წლის დრაფტი და ქვეყნდება ათასგვარი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება გახდეს მომავალი დრაფტის პირველი ნომერი;

შეგახსენებთ, რომ პირველი ნომრის არჩევის უფლება "კლივლენდ კავალიერზს" გააჩნია. ერთი პირობა იწერებოდა იმის შესახებ, რომ ეს გუნდი ამ უფლების გაცვლას აპირებდა, მაგრამ, ახლა, ოკეანეისგაღმელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "კლივლენდი" გეგმავს ამ უფლებით სარგებლობას და დრაფტის ცერემონიაზე უპირატესობას მიანიჭებს უკრაინელ ცენტრს ალექსეი ლენს.

"კავალიერზი" უკვე დიდი ხანია ეძებს ძირითადის ცენტრს და ამ მომენტისთვის, აღნიშნული როლისთვის შესაფერის კანდიდატურად სწორედ უკრაინელი მიაჩნია.

ადრე, "კლივლენდის" პრიორიტეტად მიიჩნეოდა ცენტრი ნერლენს ნოელი, მაგრამ, როგორც ჩანს, "კავალიერზის" ბოსებმა უკან დაიხიეს, რადგან შიშობენ, რომ 19 წლის კალათბურთელს ქრონიკული პრობლემები დაეწყება მუხლებთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ამ სეზონის ბოლოს, ნოელს მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და არ არის გამორიცხული, მომავალში ტრავმის რეციდივთან გვქონდეს საქმე.

იმასაც გეტყვით, რომ ალექსეი ლენი NCAA-ის ჩემპიონატში მერილენდის უნივერსიტეტის რიგებში თამაშობდა და გასულ სეზონში, საშუალოდ, 11.9 ქულასა და 7.8 მოხსნას აგროვებდა.

სლოუნი იუტაში დაბრუნდა

"იუტა ჯაზის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. როგორც "ჯაზმენების" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ყოფილი სპეციალისტი "იუტაში" კონსულტანტის მოვალებობებს შეასრულებს. სლოუნმა უკვე გააფორმა კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი.

კერძოდ, იტყობინებიან, რომ სლოუნი დაეხმარება გუნდის მთავარ მწვრთნელს ტაი კორბინს, აგრეთვე, იმუშავებს ახალგაზრდა მოთამაშეებთან.

შეგახსენებთ, რომ სლოუნი "იუტას" 23 წლის განმავლობაში წვრთნიდა. ის 2011 წლის თებერვალში დაითხოვეს პოსტიდან. ცოტა ხნით ადრე, "იუტა ჯაზის" სამწვრთნელო შტაბში შევიდა კლუბის ლეგენდა კარლ მელოუნი, რომელმაც "ჯაზმენთა" მაისურით 18 სეზონი გაატარა.

თელ-ავივის "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა NBA-ის კლუბისგან "ბრუკლინ ნეტსისგან" მიიღო შეთავაზება. რუსეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს "ნეტსის" ახალი მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის ერთ-ერთი ასისტენტის როლს სთავაზობენ.

როგორც ისრაელის პრესა წერს, ბლატმა "ბრუკლინის" ხელმძღვანელობას ათი დღის განმავლობაში უნდა მისცეს საბოლოო პასუხი. ამერიკელს "მაკაბისთან" კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. ფინალი. VI მატჩი: ეს იყო დიდი სპექტაკლი

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერმა" მწვრთნელი გაუშვა