თურქეთის ქალაქ ჰატაიში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით გაიმართება

წლეულს 2-დან 25 დეკემბრამდე თურქეთის ქალაქ ჰატაიში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება ნოკაუტ-სისტემით, რომელშიც პლანეტის 64 საუკეთესო დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი მანდილოსანი იასპარეზებს. მათ შორის საქართველოს ოთხი წარმომადგენელი იქნება - ნანა ძაგნიძე (2551), ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2502), სოფიკო ხუხაშვილი (2430) და მაია ლომინეიშვილი (2347). მათთან ერთად ბრძოლაში ჩაებმებიან მსოფლიოს ამჟამინდელი რუსი ჩემპიონი და 2004 წლის ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2507), მსოფლიო კლასიფიკაციით ქალებში მეორეადგილოსანი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600), მესამე ადგილზე მყოფი ჰოუ იფანი (2591), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581), პია კრამლინგი (2526) და კატერინა ლახნო (უკრაინა, 2522), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548), მსოფლიოს ჩემპიონი ჟუ ჩენი (ყატარი, 2477), ევროპის ჩემპიონები - ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460) და ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2447).

მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა 6 რაუნდში გაირკვევა. თითოეულ ეტაპზე მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. თუ ეს გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, მაშინ მესამე დღეს ტაიბრეიკებში ბლიცპარტიები გაარკვევს მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას. ფინალისტები ოთხ პარტიაში გაარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ნალჩიკში კოსტენიუკმა გადამწყვეტ პაექრობაში 2,5:1,5 დაამარცხა 14 წლის ჰოუ იფანი.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 450 000 ამერიკული დოლარი. ჩემპიონი 60 ათასი დოლარით დაჯილდოვდება. ფულადი პრიზები გადაეცემათ, ასევე, რაუნდების მიხედვით გამარჯვებულებსაც: პირველ რაუნდში - 32-ს X 3750, მეორეში - 16-ს X 5500, მესამეში - 8-ს X 8000, მეოთხეში - 4-ს X 12.000, მეხუთეში - 2-ს X 20.000, მეექვსეში - ერთს X 30.000 დოლარი.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა