ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუში გასული სეზონი გავიხსენეთ და მის უახლოეს მიზნებსაც შევეხეთ
ლადო დვალიშვილი გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სეზონი ვარშავის "პოლონიაში" დაიწყო, ზამთარში კი უფრო ძლიერმა მეორე დედაქალაქურმა კლუბმა - "ლეგიამ" გადაიბირა.

ლადომ იქაც შეძლო თავისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენა.

დვალიშვილი "ლეგიას" შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა და მალე თავის კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას დაიწყებს.

პოლონეთის ექსტრაკლასას საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ქართველმა თავდამსხმელმა 12 გოლით სერბ თანაგუნდელ დანიელ ლიუბოჟასთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყო.

"ლელო" ლადოს პოლონეთში შეეხმიანა. ინტერვიუში გასული სეზონიც გავიხსენეთ და მის უახლოეს მიზნებსაც შევეხეთ.

- დასვენებისთვის მცირე პერიოდი გქონდა...

- დიახ, მაგრამ ამაზე არ ვიწუწუნებ. თბილისში ჩემს ოჯახთან ერთად ექვსიოდე დღე გავატარე, რის შემდეგაც პოლონეთში დავბრუნდი. დასვენებას ფეხბურთელობის შემდეგაც მოვასწრებ, ახლა მთლიანად ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული.

- "ლეგია" მომავალი სეზონისთვის სად მოემზადება?

- რამდენიმე დღე ვარშავაში ვივარჯიშებთ, რის შემდეგაც ავსტრიაში გადავინაცვლებთ.

- უკვე მესამე ქვეყნის ჩემპიონი ხარ...

- ეს შესანიშნავი განცდაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია. ვარ საქართველოს ჩემპიონი, ისრაელში საჩემპიონო ტიტული ორჯერ მოვიპოვე, ახლა კი წარმატებას პოლონეთში მივაღწიე.

სეზონი საკმაოდ მძიმე და რთული იყო, ჩემპიონობა იოლად ნამდვილად არ მოსულა, თუმცა "ლეგია" აშკარად პოლონეთის საუკეთესო კლუბია და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლა. მოხარული ვარ, რომ ამაში საკუთარი წვლილი მეც შევიტანე.

- უკმაყოფილო, ალბათ, არც პირადი მონაგარით ხარ...

- ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მეტიც შემეძლო. საქმე ის არის, რომ ფილტვებზე პრობლემა შემექმნა და ორი მატჩი ანტიბიოტიკებით ჩავატარე, რამაც შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მომცა. ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი კი ექიმების გადაწყვეტილებით გამოვტოვე.

რომ არა ეს გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები, შესაძლოა, ექსტრაკლასას საუკეთესო ბომბარდირიც გავმხდარიყავი.

ყველაფრის მიუხედავად, გასული სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პოლონეთში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქაურობას ალღო ძალიან მალე ავუღე და ჩემთვის სრულიად მისაღებია ის ფეხბურთი, რასაც "ლეგია" თამაშობს.

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ "ლეგია" გაძლიერებას თუ აპირებს? განსაკუთრებით საინტერესო ის არის, შენს პოზიციაზე თუ გეგმავენ ვინმეს დამატებას...

- ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცი, მაგრამ ახალი ფეხბურთელები შეკრებაზე შემოგვიერთდებიან. ალბათ, "ლეგია" თავდამსხმელითაც გაძლიერდება, მაგრამ კონკურენციისთვის მზად ვარ.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებ?

- შანსი ნამდვილად გვაქვს და მის გამოყენებას შევეცდებით. ჰაიფას "მაქაბის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ვითამაშე და ყველაფერს ვიღონებ საიმისოდ, რომ ეს განუმეორებელი შეგრძნება კვლავ განვიცადო.

ვფიქრობ, "ლეგია" ამ წარმატებისთვის მომწიფებულია. ევროსარბიელთან ერთად, არც საშინაო ასპარეზი გვავიწყდება. ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- ევროტურნირებისთვის ემზადებიან ქართული კლუბებიც. როგორ ფიქრობ, როგორია მათი შანსები?

- მიმაჩნია, რომ თბილისის "დინამოს" შეუძლია წარმატების მიღწევა. ვფიქრობ, "დინამოს" ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის ძალა შესწევს.

- რას ურჩევდი იმ ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს?

- შემთხვევით ვისარგებლებ და მათ ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. ამ გუნდმა მთელი საქართველო გაახარა და მეც უზომოდ ბედნიერი ვარ. ბიჭებს ევროპის ჩემპიონობას ვუსურვებ. მათ ვურჩევდი, ძალიან ბევრი იშრომონ და ყველა ვარჯიშსა თუ თამაშში ახალი საფეხბურთო ნიუანსები ისწავლონ.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებს როგორ შეაფასებ?

- ამ შეკითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ - დროა, შევუტიოთ და უკეთ ვითამაშოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: შთამბეჭდავი ლადო დვალიშვილი

ლადო დვალიშვილი: მშვენიერი იქნება, კოლექციას პოლონურ ოქროსაც თუ შევმატებ

ლადო დვალიშვილმა დაბადების დღე გოლით აღნიშნა [VIDEO]

ლადო დვალიშვილი დუბლით პოლონეთის თასის გმირი გახდა [VIDEO]

ლადო დვალიშვილს გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყო [VIDEO]

ლადო დვალიშვილის მორიგი გოლი "ლეგიას" მაისურით [VIDEO]

ლადო დვალიშვილი "სუპერმენს" შეადარეს - "ლეგიასთან" ადაპტაცია არ გამჭირვებია

PARFIUMER
კი უნდა შეუტიოთ ჩვენი თავდასხმის პატრონმა, აგერ ტაიტი უტევს და.. :D საღოლ თქვენ...
zaza
?, მართლაც ხომ კითხვის ნისანი ხარ. რა ვალი, რის ვალი, საქმეზე ილაპარაკო ის აჯობებს ჯიგარ. გეტყობა ფეხბურთის გარტყმაში არა ხარ.

შენ გინდა შეუტიე და გინდა დაცვაში დადექი 3 წელია გოლი არ გაგიტანია,რამე ვალი ხო არ აქ შენი ქეცბაიას?
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია