ჩვენი მეტოქე ინგლისის ნაკრები "ვილკოს" გარეშე სრულიად სხვა გუნდია

ნოემბრის ტესტები, რომელთაც ტრადიციულად, ევროპა მასპინძლობს, სამხრეთელი ბობოლების გამარჯვებით დაიწყო. ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა ევროპის საუკეთესო სარაგბო ქვეყნების ეროვნულ გუნდებთან მძიმე ბრძოლები გადაიტანეს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.

ჩვენთვის, ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის თამაში პლანეტის საუკეთესო გუნდთან ახალი ზელანდიის ნაკრებთან. თამაშმა გვიჩვენა, რომ მგეზავი ჯონი ვილკინსონი "პომებისთვის" ჯერაც შეუცვლელია და "ვილკოს" გარეშე ინგლისის ნაკრები სრულიად სხვა გუნდია.

ასეა თუ ისე, "ოლ ბლექსმა" პირველ ტაიმში მოპოვებული ჰანდიკაპი მეორეშიც შეინარჩუნა და "თვიქნემზე" თავის მატიანეში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა - 26:16.

თამაშის დასაწყისი თანაბარი ბრძოლით აღინიშნა. გუნდებმა თითო გაფუჭებული საჯარიმო გაცვალეს. ანგარიში კი მხოლოდ მე-17 წუთზე გაიხსნა. ახალზელანდიელებმა დერეფანი მეტოქის ორმოცმეტრიან ხაზთან მოიგეს და ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს. გარემარბმა ხოსე გეარმა ლელო ალამთან გაიტანა. "ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა გარდასხვა თითქმის გვერდითი ხაზიდან დაარტყა და გაიტანა - 7:0.

პირველ ლელოს ოთხ წუთში მეორეც მოჰყვა, რაც ძირითადად ახალზელანდიელი მორკინალების დამსხურება იყო. მათი ძალისხმევა მესამეხაზელმა კირან რიდმა დაასრულა, კარტერმა ესეც გარდასახა - 14:0.

მოვლენების ასე განვითარების შემდეგ ინგლისელებმა გონს მოსვლა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს. მანამდე კი, პირველი ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. ჯერ ინგლისელთა ახალგაზრდა მგეზავმა ტობი ფლუდმა გაიტანა, რაზეც კარტერმა ასევე საჯარიმოთი უპასუხა. 17:3 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ინგლისელებმა თამაშის ტემპს მოუმატეს. ტაიმის დასაწყისში ფლუდმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 6:17, რაზეც ორ წუთში პასუხი ისევ კარტერმა გასცა - 6:20.

54-ე წუთზე კი შეცვლაზე სამი წუთით ადრე შესულმა შერკინების კვაჭმა დილან ჰართლიმ გამოიჩინა თავი. "პომებმა" შეტევა საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან წამოიწყეს და ხელდახელ ბურთაობითა და მორკინალების ძალისხმევით ულამაზესი ლელო გაიტანეს. ფლუდმა გარდასახა და ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა - 13:20.

მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაესახათ. ტემპს კიდევ უმატეს, მაგრამ "ოლ ბელქსი" თავს შესანიშნავად იცავდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ინგლისელებმა ანგარიშის უფრო შემცირება ვერაფრით შეძლეს. მატჩის ბოლო ათი წუთი მათ მეტოქის ნახევარზე გაატარეს, თუმცა უშედეგოდ.

თამაშის ბოლომდე ფლუდის ერთ სჯარიმოს კარტერმა ორით უპასუხა და "ოლ ბლექსმა ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან ჰონკონგში განცდილი მარცხის შემდეგ ევროპული ტურნე გამარჯვებით დაიწყო.

ძალზე საინტერსო, უშეღავათო მატჩი გაიმართა დუბლინში, სადაც ირლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ "ბოკესთან" ორი ქულით დამარცხდა - 21:23. არადა, "სამყურებს" აშკარად არ გაუმართლათ. ბოლო წუთებზე შეცვლაზე შესულმა რონან ოგარამ გარდასხვა დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა.

თამაშის პირველი ნახევარი სამხრეთაფრიკელებმა შვიდი ქულით- 13:6 მოიგეს. იმის თქმა, რომ "ბოკე" საგრძნობ უპირატეობას ფლობდა, არ იქნებოდა სწორი. მსოფლიოს ჩემპიონებს ერთბაშად 13 წამყვანი მოთამაშე აკლდათ და, ცხადია, გუნდი თავის თავს არ ჰგავდა.

მიუხედავად ამისა, ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს. მგეზავმა მორნი სტეინმა მე-5 წუთზე საჯარიმო გაიტანა. 12 წუთში კი სრულიად უხიფათო სიტუაციაში ზურმუხტისფრებს გაემოეპარათ სამხრეთაფრიკელთა მესამეხზელის ჟუან სმითის მანევრი, რომელმაც " ლელომდე 40 მეტრი ირბინა, სტეინმა კი გარდასახა - 10:0.

ირლანდიელებმა ამის მერეღა გამოიღეს ხელი. მგეზავმა ჯონათან სექსტონმა პირველ ტაიმში ორ საჯარიმო გაიტანა და ანგარიში შვიდამდე შეამცირა. მეორე ნახევარში მის ნაცვლად გამოსულმა რონან ოგარამ მასპინძელთა თამაში უფრო ეფექტური გახადა. სწორედ მისი აქტიური და, რაც მთავარია, უნარიანი ქმედებების წყალობაა "სამყურების" გატანილი ორი ლელო.

მაგრამ მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა. დაცვაში კიდევ ერთი ბავშვური შეცდომა დაუშვეს და "ბოკეს" ფულბეკ ხიო ეპლონს ლელოს გატანის საშუალება მისცეს. 75-ე წუთზე ოგარას მიერ ვერგატანილი გარდასხვა კი, რომელზეც უკვე ვთქვით, გუნდს წაგებად დაუჯდა.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ ხუთ წუთში სამხრეთაფრიკელებმა მეტოქეს შეტევის ორგანიზების საშუალება აღარ მისცეს, ხელსაყრელი ანგარიში შეინარჩუნეს და თავიანთი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი კრიტიკოსთა კიდევ ერთი თავდასხმისგან იხსნეს - 23:21.

უელსელების წინააღმდეგობის დაძლევა კარდიფში, "მილენიუმზე" ავსტრალიის ნაკრებმა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო. მასპინძლებმა მეტოქეს მედგარი წინაარმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმი მხოლოდ ერთი ქულით - 6:7 დათმეს.

მეორე ნახევარში ავსტრალიელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა. მართალია, უელსელებმა ერთი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ "ვოლაბებმა" ორით უპასუხეს და მასპინძლებს მოგების შანსი არ დაუტოვეს - 25:16.

ინგლისი-ახალი ზელანდიაა 16:26

ინგლისი (15-9) ფოდენი, ეშტონი, თინდოლი, ჰეპი, კუეტო (არმითიჯი 68), ფლუდი, იანგზი (კერი 72). (1-8) შერიდანი (ვილსონი 58), თომპსონი (ჰართლი 51), კოლი, ლოუ, პელმერი (ეთვუდი 64), კროფტი, მუდი (ფური 66), ისთერი

ლ: ჰართლი. 3ს,გ: ფლუდი

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, როკოთოკო (ტოეავა 58), ვილიამსი, ნონუ, გეარი, კარტერი, მეთიუსონი (ელისი 51). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ, ფრენქსი (აფოა 71), თორნი, ვაითლოქი (ბორიჩი 68), კაინო, მაკქოუ, რიდი.

2ლ: გეარი, რიდი. 4ს,2გ: კარტერი

მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

ირლანდია-სამხრეთ აფრიკა 21:23

ირლანდია (15-9) კირნი (ეარლზი 74), ბოუი, ბ. ოდრისკოლი, დარსი, ფიცჯერალდი, სექსტონი (ოგარა 65), რედანი (სტრინჯერი 65). (1-8) ჰალი, ბესტი, ბაკლი (კურთი 51), ოკალაჰანი, მ. ოდრისკოლი (რაიანი 54), ფერისი, ვოლესი, ჰისლიპი.

2ლ: ბოუი, კირნი. 3ს: სექსტონი. გ: ოგარა

სამხრეთ აფრიკა (15-9) ეპლონი, ბესონი, კირხნერი, დე ფილიერსი (იაკობსი 67), ჰაბანა, სტეინი (ლამბიე 60), პინარი. (1-8) მთავარირა, ბ. დუ პლესი, ი. დუ პლესი (ფან დერ ლინდე 70), ბოთა (ფან დერ მერვე 70), მეტფილდი, სტიგმანი (დენიელსი 65), სმითი, სპისი

2ლ: სმითი, ეპლონი. 3ს,გ: მ.სტეინი. გ: ლამბიე.

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

უელსი-ავსტრალია 16:25

უელსი (15-9) ჰუკი, ჰარისი, შანკლინი, ბიშოპი, შ. ვილიამსი, ს. ჯოუნზი (ბიგარი 65), ფილიპსი (რ.რისი 65). (1-8) ჯენკინზი (პ.ჯოუნზი 74), მ.რისი (ბენეტი 75), ა. ჯოუნზი, დევისი, 5. ა. ჯოუნზი (დ.ჯოუნზი 75), ლიდიატი, ვერბართონი (მ.ვილიამსი 65), თომასი.

ლ: რისი. 3ს: ს.ჯოუნზი. გ. ბიგარი.

ავსტრალია (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი, გიტო (ბარნსი 67), მიტჩელი, კუპერი, გენია (ბარჯესი 74). (1-8) რობინსონი, მური (ედმონდსი 54), ალექსანდერი (სლიპერი 67), ჩისჰოლმი (მამი 75), შარპი, ელსომი, პოკოქი, მაკკალმენი

3ლ: პოკოქი, ბეილი, ალექსანდერი. 2გ,2ს: ოკონორი.

მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)

13 ნოემბერი

იტალია-არგენტინა, უელსი-სამხრეთ აფრიკა, ირლანდია-სამოა, ინგლისი-ავსტრალია, საფრანგეთი-ფიჯი, შოტლანდია-ახალი ზელანდია.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა