უიმბლდონის ბადე ცნობილია
ლონდონში გაიმართა "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის წილისყრა. მამაკაცთა ბადეში მივიღეთ პოტენციური სუპერ-მეოთხედფინალი: რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

ის, რომ ნადალი განთესვის მეხუთე ნომერს მიიღებდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰალეს ტურნირიდან გამოიტანა განაცხადი. ესპანელს გერმანიაში ფინალამდე რომ მიეღწია, მაშინ დავიდ ფერერს გაუსწრებდა და მეოთხე ნომერი გახდებოდა. წილისყრის ორი მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - ბადის რომელ ნახევარში მოხვდებოდა როჯერ ფედერერი და რომელ მეოთხედში - ნადალი.

ბადის მიმოხილვა დავიწყოთ პირველი ნომრით, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩით. განთესილთა შორის "ნოლეს" პირველი მეტოქე უნდა იყოს ფრანგი ჟერემი შარდი, მაგრამ, მანამდე, მან უნდა დაამარცხოს ფლორიან მაიერი, შემდეგ - ბობი რეინოლდსი ან სტივ ჯონსონი. რთული ამოცანა არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, ფავორიტებს შორის, ჯოკოვიჩს ყველაზე იოლი ბადე აქვს. მეოთხედფინალში სერბმა შეიძლება ითამაშოს ტომაშ ბერდიხთან, რომელსაც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს პირველი ჩოგანი უიმბლდონის ბალახზე. მანამდე კი შესაძლებელია შეხვედრა ტომი ჰაასთან. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჯოკოვიჩის ნახევარში მოხვდა ფერერი და არა ფედერერი, ხოლო სერბის ოთხეულში არ აღმოჩნდა ნადალი. ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა.

ვერ დაიწუწუნებს ბადის გამო ენდი მარეი. მისი პირველი მეტოქე იქნება ბენჯამინ ბეკერი, ხოლო ბადის მის ნაწილში განთესილია ტომი რობრედო. მერვედფინალში მარეი შეიძლება შეხვდეს მიხაილ იუჟნის, მეოთხედფინალში - ჟო-ვილფრიდ ცონგას ან მარინ ჩილიჩს (რომელსაც უიმბლდონისთვის მოამზადებს ლეგენდარული გორან ივანიშევიჩი). თუ ბრიტანელი მოახერხებს ხუთი წრის გავლას, შემდეგ მას ელის სერიოზული გამოცდა - ფედერერი ან ნადალი.

ისევე, როგორც ინდიან უელსის მასტერსზე, როჯერი და რაფა ერთ მეოთხედში მოხვდნენ. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ წილისყრა ერთად მოახვედრებდა ნადალსა და ფერერს და ასეთ შემთხვევაში, მათ ურთიერთშეხვედრაში გაირკვეოდა - ვინ არის მეოთხე და ვინ მეხუთე ნომერი. თან, ასეთი წილისყრის შემთხვევაში, უფრო თანაბარ მეოთხედებს მივიღებდით. ფერერისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის უიმბლდონზე ფავორიტად არ მიიჩნევა.

ასე რომ, ბადის ერთ ნახევარში არის მხოლოდ ჯოკოვიჩი, მეორეში - მარეი, ფედერერი და ნადალი.

ვინ შეიძლება შეუშალოს ხელი მეოთხედფინალში ესპანელისა და შვეიცარიელის შეხვედრას? როგორც წინა უიმბლდონმა გვიჩვენა, თეორიულად ამის გაკეთება შეუძლია მეასე ნომერს ლუკაშ როსოლს (შარშან რაფაელ ნადალის მძლეველს). ნადალსაც და ფედერერსაც საწყისი მეტოქეები იოლი შეხვდათ: სტივ დარცისი რაფას და ვიქტორ ჰანესკუ - როჯერს. 1/16 ფინალში ნადალს ბენუა პერთან შეხვედრა ელოდება, შემდეგ კი - ჯონ ისნერი ან სტანისლას ვავრინკა (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პირველ წრეში ლეიტონ ჰიუიტს ხვდება და ეს არის საწყისი რაუნდის ცენტრალური შეხვედრა). როჯერს უფრო იოლი გზ აქვს - ფაბიო ფონინი 1/16 ფინალში და ნიკოლას ალმაგრო ან ერჟი იანოვიჩი - მერვედფინალში. მოკლედ, მორიგი "კლასიკოს" ხილვის შანსი საკმაოდ მაღალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
რაფაელ ნადალი: ჯოკოვიჩი ამას არ იმსახურებს
"როლან გაროსის" ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი სტანისლას ვავრინკას შეხვდება
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]
დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა
ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს
ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ᓛᓝᓜᓐᕙᓝᕡ ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘ: ᕡᓢᓐᓜᓘᓡᓚᓐᓡ ᓕᓐᓕ
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
ᓡᕢᕐᓜᓘᕡᕚᓐᓡ ᓕᓐᓕᕠᓘᓜᕙᓐᕛ ᓡᓐᓮᕔᕚᓘ ᓨᕔᓘᓪᓕᕐᓚᓐ
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე
ᓠᓔᓞᓔᓢᕘᕪᓘᓐ ᕛᓐᓓᓠᓘᕓᓘᓡ ᓬᓘᓜ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა