ამ უქმეებზე დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა
ამ უქმეებზე დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო.

შეჯიბრებაში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მონაწილეობდა, ევროპის წლევანდელ მედალოსანთა ჩათვლით.

გამონაკლისი მხოლოდ საზარდულნატკენი ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84) და დავით ხუციშვილი (74) იყვნენ, რომელმაც გერმანიაში მხარზე ოპერაცია გაიკეთა.

ახალი წესების დამსახურებით, შეჯიბრება სანახაობრივი და ლამაზი გამოდგა. უკვე აღიარებულმა ლიდერებმა სადაც იასპარეზეს, ყველგან გაიმარჯვეს - გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), გენო პეტრიაშვილი (120), რაც მათ სტაბილურობაზე მიუთითებს, თუმცა ახალი სახეებიც ბლომად გამოჩნდნენ.

მართალია, იმათგან პირველობას მხოლოდ ერთი შეწვდა - ხაშურელი ლევან ქელეხსაშვილი (66), რითაც პირად მწვრთნელ გია კვინიკაძეს ამაგი დაუფასა, მაგრამ ოქროს გარეშე დარჩენილებმა - კონსტანტინე ხუციშვილმა (55), გიორგი სანოძემ, რევაზ ივანიშვილმა (ორივე - 74), გიორგი თხელიძემ (84), ომარ გუსოშვილმა და ბექა ჭელიძემაც (ორივე - 96) კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ამათგან უმეტესობას ახალგაზრდული შეჯიბრებებიდან მეტ-ნაკლებად მაინც ვიცნობდით, ივანიშვილი და განსაკუთრებით კი თხელიძე, სიურპრიზებად მოგვევლინნენ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, დავით ხუციშვილი მსოფლიოს პირველობას, ალბათ, გამოტოვებს და ამ წონაში სარეზერვოების იმედად უნდა ვიყოთ.

რაც ამ დღეებში დიღომში ვნახეთ, ივანიშვილმა და სანოძემ ჩემპიონ იაკობ მაქარაშვილს კარგი კონკურენცია უნდა გაუწიონ.

ივანიშვილი მაქარაშვილს ნახევარფინალში 4:0-ს უგებდა და გამოუცდელობა რომ არა, ამ უპირატესობას შეინარჩუნებდა კიდეც.

სანოძემ, სხვებთან ერთად, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გოგა ხუჭუა, გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ლომთათიძე დაამარცხა, რაც უბრალო საქმე არაა.

ფინალში ისიც დაწინაურდა მაქარაშვილთან, როცა მსწრაფლ შეეკრა და გადააგდო, მერე კი წარმატებით დაატრიალა - 4:0.

იხილეთ ფოტოგალერეა

ალბათ, მასაც გამოცდილება არ ეყო ანგარიშის შესანარჩუნებლად და ვფიქრობ, დაიღალა კიდეც - თავიდან ჩოქბჯენში თუ კარგად ატრიალებდა, ბოლოს 2-ჯერ ვერ ისარგებლა ანალოგიურ სიტუაციაში.

არადა, ერთი ამგვარი შანსის გამოყენებაც კი შველოდა, რადგან ფინალი 13:12 დათმო.

ნახევარფინალში ირაკლი გოგობერიშვილთანაც ასეთივე თრილერი მოიგო - 10:10-ზე შეძლო და ზედიზედ 7 ქულის მოპოვებით შეხვედრა ვადამდე დაასრულა.

სანოძემ ყველაზე თვალსასეიროდ ლომთათიძეს მოუგო - ჰაერში ასწია და ბეჭებზე დააგდო. თავისას ნურც მაქარაშვილს დავუკარგავთ, რომელმაც ტექნიკასთან ერთად, გამოცდილებითაც აჯობა ახალგაზრდა კონკურენტებს, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, გამოუცდელი კონკურენტებიც დამაიმედებელ კლასს ავლენენ.

ჯოკერი, სახელად პეტრიაშვილი

ახალ სახეებზე საუბარი სიტყვამ მოიტანა, თორემ უპრიანი იქნებოდა, წერილი მძიმე წონაზე და, უპირველესად, პეტრიაშვილზე საუბრით დაგვეწყო - გორელმა ტალანტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უახლოესი წლების პერსპექტივაში ჯოკერი გვიჭირავს.

მას ახალგაზრდებში ხომ ტოლ-სწორი არ ჰყავს, ჩანს, უფროსებშიც ნელ-ნელა ეცლებიან კონკურენტები. საქართველოში ეს უკვე აშკარაა და ვიმედოვნებთ, 1-2 წელიწადში მსოფლიოშიც ვერავინ დაუდგება.

მისი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ დარბაზში ყური მოვკარი ჭარმაგი ვეტერანების საუბარს, პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის სადარ ჭიდაობას აჩვენებსო.

გენოს ძლიერ მხარეებზე ადრეც ბევრჯერ დაგვიწერია და აღარ განვმეორდებით, მხოლოდ სტატისტიკას შემოგთავაზებთ.

გორელმა ფალავანმა ყველა შეხვედრაში ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა - გიორგი ცირამუას და გიორგი კობიაშვილს ერთნაირი ანგარიშით, 8:0 მოუგო; საკანდელიძე მხოლოდ პირველ პერიოდში გაუძალიანდა, როცა ორი ქულა დაუთმო, სამაგიეროდ, მეორეში 8 დაკარგა;

ფინალში თორნიკე ხიდეშელმაც იომა, 3 ქულის მოპოვებაც შეძლო, მაგრამ ეს იყო და ეს - პეტრიაშვილმა კოლოსალური უპირატესობა 7-ქულიან ფორაში გადაზარდა, 10:3 მოიგო და ოქროც დაისაკუთრა.

განუთესავი წილისყრა და წაუქცეველი ლიდერები

ტურნირის ნაკლად განუთესავი წილისყრა უნდა მივიჩნიოთ, რამაც თავისი დაღი დაასვა მძიმე წონას, სადაც სამივე ლიდერი - პეტრიაშვილი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, ოღონდ ეს ორი პირველივე წრეში შეხვდა ერთმანეთს.

დაძაბული პაექრობა საკანდელიძემ 3:1 მოიგო, თუმცა პეტრიაშვილთან ვერაფერს გახდა. იმავეს ვიტყვით 96 კილოგრამზეც, სადაც მთავარი ფავორიტები - დავით ქერაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, ბექა ჭელიძე და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანი ერთად მოხვდნენ.

ამ მხარეს ყველაზე ჩაუქი ქერაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ოდიკაძეს 7:2 მოუგო, მერე კი ჭელიძეს და ფინალში გუსოშვილსაც სძლია.

ედიშერაშვილმა და ხინჩეგაშვილმა ლიდერთა შესაფერისად იასპარეზეს და არც ერთ შეხვედრაში საეჭვო არ გაუხდიათ მოგება.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში მურთაზ კვესაძესთან პირველ ნახევარში ქულა კი დაკარგა - ბოლო ნახევარ წუთში სავალდებულო გდება ვერ შეასრულა და დაისაჯა, მაგრამ მეორეში 8 ქულა აართვა; ფინალში მალხაზ ზარქუას კონტრილეთით გაუკეთა 2-ქულიანი გდება, რასაც წელში შესვლით კვლავ ორქულიანი გდება მიაყოლა. ზარქუამ კი ბოლოსღა შეძლო ერთი ილეთი დიდი ჯაფის შემდეგ - 4:2 გორელის სასარგებლოდ.

ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა 66-ის ფინალი გორელ დავით ბერძნიშვილსა და ხაშურელ ლევან ქელეხსაშვილს შორის.

წინასწარი შეხვედრებიდან გამომდინარე, თითქოს ფავორიტად გორელი მიიჩნეოდა, მაგრამ ქელეხსაშვილმა ვადამდე იმარჯვა - 7:0. ამ წონაში ძალზე დაძაბული გამოდგა ორი აქამდელი ლიდერის - კონსტანტინე ხაბალაშვილის და ზურაბ იაკობაშვილის შეხვედრა, რომელიც ემოციურადაც დაძაბული გამოდგა და წაკინკლავებითაც დასრულდა.

პაექრობა ხაბალაშვილმა მოიგო, საერთო ანგარიშით 7:5, თუმცა მერე ბერძნიშვილთან 2:7 დამარცხდა.

84 კილოგრამში მარსაგიშვილის არყოფნით კარგად ისარგებლა სანდრო ამინაშვილმა და ოქროს მედალი არავის დაანება.

ტურნირის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს გავესაუბრეთ. მან გვითხრა:

"ტურნირმა ძალიან კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, ტრავმის გარეშე დასრულდა, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. ძირითადად, ასეთ შედეგებს ველოდი, დიდი სიურპრიზები არ ყოფილა, თუმცა 66 კილოგრამში ქელეხსაშვილის გამარჯვებას არ ველოდი.

სასიამოვნოა მისი გამოსვლა, კარგად იბრძოლა, ბოლომდე, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა. ძალიან კარგი ფინალები გაიმართა 60-სა და 74-ში.

მსოფლიოზეც, ძირითადად, ესენი იჭიდავებენ, თუმცა 84-ში მარსაგიშვილზე დავუშვებთ გამონაკლისს. სამწუხაროდ, დავით ხუციშვილი მსოფლიოზე გამოსვლას ვერ შეძლებს, რადგან ოპერაცია გაიკეთა".

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა); 2. კონსტანტინე ხუციშვილი (გორი); 3. გიორგი ლეჟავა (სამტრედია), გივი დავიდოვი (საჩხერე).

60 კგ. 1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი); 2. მალხაზ ზარქუა (აჭარა); 3. მურთაზ კვესაძე (ქუთაისი), ამირან ყაზარაშვილი (გორი).

66 კგ. 1. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური); 2. დავით ბერძნიშვილი; 3. კონსტანტინე ხაბალაშვილი, თენგიზ ჩოჩიშვილი (სამივე - გორი).

74 კგ. 1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი); 2. გიორგი სანოძე (ქუთაისი); 3. გიორგი მარსაგიშვილი (ყაზბეგი), რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი).

84 კგ. 1. სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი); 2. გიორგი თხელიძე; 3. ნოდარ ეგაძე (ორივე - გორი), ოთარ უროტაძე (ქუთაისი).

96 კგ. 1. დავით ქერაშვილი (თბილისი); 2. ომარ გუსოშვილი (გორი); 3. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი), მამუკა კორძაია (აჭარა).

120 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. თორნიკე ხიდეშელი (გარდაბანი); 3. გიორგი საკანდელიძე, გიორგი ქართველიშვილი (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დავით მარსაგიშვილი საქართველოს თასს ტრავმამ ჩამოაცილა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი