საბა კვირკველიამ და ნიკა კაჭარავამ ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი გუნდის ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშეს
რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის "რუბინი" სეზონისთვის ავსტრიაში ემზადება. გუნდმა ბოლო დღეებში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ვესტენდორფში ყაზანელებმა ჯერ სლოვაკური მიავას "სპარტაკი" დაამარცხეს (3:1), შემდეგ კი ბუქარესტის "სტიაუას" დაუზავდნენ - 0:0.

გუნდში არიან და ორივე შეხვედრა ჩაატარეს ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ და თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ. სლოვაკებთან კვირკველიამ ძირითადში დაიწყო და 30-ე წუთზე შეცვლილი მოედანს მე-60 წუთზე ისევ დაუბრუნდა. კაჭარავა კი მე-60 წუთზე შევიდა.

ანგარიში მე-7 წუთზე კვირკველიას აქტიურობის შედეგად გაიხსნა: მან მეკარესთან პირისპირ ალან კასაევი გაიყვანა. სხვათა შორის, ეს ნახევარმცველი საქართველოშია გაზრდილი.

მესამე გოლი "სპარტაკთან" ნიკა კაჭარავამ გამოიმუშავა. ის 81-ე წუთზე სლოვაკების მცველმა საჯარიმოში მოცელა და ყაზანელებმა პენალტი გოლად აქციეს - 3:1.

"სტიაუასთან" კვირკველია მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, კაჭარავა კი - 75-ე წუთზე.

დიდი ხანია, რაც კვირკველია "რუბინში" ხვდება, კაჭარავა კი გუნდში წლეულს, იანვარში ჩაირიცხა და ძირითად შემადგენლობაში ავარჯიშებდნენ, მაგრამ თამაშის საშუალება ახლა მიეცა.

ნიკას ამბავი განსაკუთრებით იმიტომ გვახარებს, რომ ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ევროპის ჩემპიონატის მოახლოებამდე რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მისი დაწინაურება დამაიმედებელი ამბავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა