24 ივნისს პოპულარულ რუსულ გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცში" კახა კალაძესთან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა
24 ივნისს პოპულარულ რუსულ გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცში" გამოქვეყნდა ინტერვიუ კახა კალაძესთან, რაც ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვისაც. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან.

- წარსულში ცნობილი აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა არ ჩამოვიდა თქვენს საბენეფისო მატჩზე თბილისში და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი. ხომ არ გაბრაზდით ძველ მეგობარზე?

- როცა ის დავპატიჟე, ძალიან გაუხარდა და ჩამოსვლაზე დამთანხმდა, მაგრამ ის ძლიერ პრესში მოაყოლეს, არწმუნებდნენ, საქართველო ამგვარად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარებასო.

მე და ცვეიბა ახლობლები ვართ და მისი მესმის, ოღონდაც ვერ ვხვდები, რა შუაშია ამ ყველაფერში პოლიტიკა.

- პოლიტიკა იმ შუაშია, რომ თქვენ ახლა მინისტრი ხართ. როგორ შეეგუეთ ახალ ამპლუას და უნიფორმას? კოსტიუმი და ჰალსტუხი ხომ არ გიჭერთ?

- უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან მართლაც ძნელი იყო ეს ყველაფერი. დილით ადრე მივდიოდი სამსახურში და შინ შუაღამისას ვბრუნდებოდი, სანამ კარგად არ გავერკვეოდი სიტუაციაში. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოსთვის. ეს ის სფეროა, სადაც მაქსიმალური ინვესტიციები მიდის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - კალაძე ყველას დაეწევა და გაუსწრებსო. რამდენად შორს მიდის თქვენი პოლიტიკური ამბიციები? იმაზეც ხომ იყო ლაპარაკი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილიყავით კანდიდატი...

- გუშინ ფეხბურთელი იყო და დღეს მინისტრი ასეთ საპასუხისმგებლო სფეროში? ზოგი ასე განიხილავდა ამას, ამიტომაც იყო ნათქვამი ეს სიტყვები. არ სჯეროდათ, ეგონათ, რომ ამ საქმეს ვერ გავართმევდი თავს.

- ფეხბურთს დავუბრუნდეთ. გვსურს გავიგოთ, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში. 200-300 მაყურებელი უმაღლესი ლიგის მატჩებზე...

- ვითარება მართლაც არ არის მარტივი, ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. სანამ ქვეყანა ეკონომიკურად არ დადგება ფეხზე, ფეხბურთი ვერ იქნება კარგ დღეში.

არ არის ინფრასტრუქტურა, არ არის ნორმალური პირობები ბავშვების სავარჯიშოდ. "დინამოს" და "ლოკომოტივის" გარდა, სხვა ნორმალური სააფეხბურთო არენაც არ არსებობს.

სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება სპორტს, თუმცა მე უპირატესობას სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურის პარტნიორობას ვანიჭებ.

- საქართველოს ნაკრებმა თქვენი, არველაძის, ქინქლაძის, კობიაშვილის, ქეცბაიას და ევროპაში სხვა ქართველების თამაშის დროს ვერაფერს მიაღწია. რა ელის საქართველოს ნაკრებს ახლა, როცა ამ თაობამ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა?

- ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. არის ნიჭიერი თაობა, თუმცა უკვე 14-15 წლის ასაკში რუსეთში, უკრაინაში ან ევროპაში წასვლა სურთ, იქ, სადაც კარგად იხდიან და საქართველოში დარჩენილი ოჯახის და ნათესავების შენახვის საშუალებაა.

ჩვენს კლუბებს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ კონკურენტუნარიანები გახდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთელები რამდენიმე წლით მაინც დარჩებიან აქ.

- თბილისის "დინამოს" რომან ფიფიას პატრონაჟით შეუძლია გახდეს პირველი მერცხალი?

- რა თქმა უნდა. იქ ძალიან ბევრი კეთდება ფეხბურთის განვითარებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებიც იხარჯება. "დინამო" - ეს არის სახელი და დიდი ტრადიციები. ვინ უნდა დაიწყოს ქართული ფეხბურთის აღორძინება, თუ არა "დინამომ"?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
ჯანდაბას -სპონსორობა არ უნდათ!დაიკირავონ დასავლეთში მენეჯერები და შეკმნან როგორც მომგებიანი საწარმო(თუმცა სპორტია..).აიღონ პორტოს,ცსკას მაგალითი და ამ იყიდე-გაყიდეს პრინციპით ამუშავონ კლუბები...მაგრამ არ რისკავენ,მიითვისეს კონება(მერე კიდევ ლანძღავდნენ მიშას,დაგვიჭირა ედიკას მერე და გვახდევინებდაო...)და არაფერს იკლებენ!!!სასახლეების ყიდულობენ კუნძულებზე.დასავლეთში სასახლეები ბიზნესმენებს იშვიათად გააჩნიათ,უფრო სტატუსით მეფეთა და საგვარეულო ხალხს აკვთ
akhali
დინამოს პრივატბანკიც გაკცევია!რა ხდება???ყველა გუნდს შარშანდელზე ნაკლები დაფინანსება აკვს???ხალხო შარშანდელზე უარესი ეკონომიკური სიტუაციაა საკართველოში(საკართველოს ბიუჯეტი წელს ყველაზე დიდია და ..)???ან ამ პატარკაციშვილის ოჯახმა ალფა-ბანკს რატომ მიყიდა ბორჯომი?აი ეს არის უბედურება,ჯერ ედიკამ მიყიდა პატარკაციშვილს ბორჯომი,ამათ კიდევ ებრაელ ავენ-ვიღაცას...აი ესაა ბიზნესმენი,თუმცა არც კართველი ბიზნესმენები გვივარგა,რამდენი კართველია ასეულ მილიონობით დოლარის კონებით?და ჩვენ მაგარი კველმოკმედები ვართ ვიკვეხნით.წუწურაკები!!!მიისაკუთრეს საბჭოთა კონება კაპიკებით და არაერთი მაკინაციებით და დღეს თავი ისე მოაკვთ,თითკოს მართლაც რამე შეუკმნიათ!თითკოს სულ ნანა ტეკნოლოგიური საწარმოები და ეკონომიკა ააშენეს!იყიდე-გაყიდე!!!ვაჭრები და ბარიგები!!!ესაა პოსტსაბჭოთა სინამდვილე-ყაჩაღობით მითვისებული კონება! დასავლეთში გადასახადებს 40-70%იხდიან და პლუს კველმოკმედებაში უამრავ თანხებს ხარჯავენ!და არამარტო საკუთარ კვეყანაში!აფრიკაში ეხმარებიან მშიერ ხალხს!ეს ჩვენები?დააჯდნენ მითვისებულს! ჩვენს სპორტში,ფეხბურთში ერთეულები ხარჯავენ!ფიფია,კოკაია...გამოაკვეყნეთ,გახსენით ყველას ანგარიშები,წილები საწარმოებში და კიდევ რამდენი მალავს ოფშორებში(უკვე დასავლეთის წამყვანი კვეყნები ბრძოლას უცხადებენ ოფშორებს და რამდენი კართველის დამალული ამოტივტივდება???)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა