ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ფინალი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დასრულდა 2013-14 წლების სეზონი. ბოლო ოთხ წელიწადში მეორედ, სტენლის თასის მფლობელი გახდა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი". ხუთი მატჩის შემდეგ ჩიკაგოელები იგებდნენ ფინალურ სერიას - 3:2 და მეექვსე შეხვედრაში სტუმრად ჩავიდნენ ბოსტონში სათამაშოდ.

შეხვედრის წინ ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აწუხებდა, კერძოდ, გასარკვევი იყო ტრავმირებული თავდამსხმელების - ჯონათან ტეივზისა და პატრის ბერჟერონის მდგომარეობა. ტეივზის თამაშის შანსი უფრო მაღალი იყო და მატჩის დღეს, დილით "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯოელ კენევილმა დაადასტურა, რომ კაპიტანი მოედანზე იქნებოდა.

რაც შეეხება "ბოსტონის" უნივერსალ ბერჟერონს, ის დილის მოთელვაზე არ გამოჩენილა, მაგრამ მატჩის დაწყებისთვის მწყობრში ჩადგა. ბერჟერონის არყოფნა, შესაძლოა, გადამწყვეტი ყოფილიყო შაიბის ჩაგდების დროს, რაც გამოჩნდა კიდეც მეხუთე მატჩში, როცა "ბრუინზის" ცენტრფორვარდმა თითქმის ორი პერიოდი გამოტოვა და შედეგად, "ბოსტონმა" ამ სერიაში პირველად წააგო აღნიშნულ სათამაშო კომპონენტში.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში "ბოსტონის" შეტევებით დაიწყო - კლოდ ჟულიენის შეგირდებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და "დათვებმა" საკმაოდ სწრაფად გახსნეს ანგარიში. სეგუინი და კელი ერთი მცველის წინააღმდეგ გავიდნენ და ძალიან კარგად გაითამაშეს ეს უპირატესობა. გატანილი გოლის შემდეგაც მასპინძლები დიდი ხანი ინარჩუნებდნენ ინიციატივას.

პირველი პერიოდის ბოლოს ვალდებული იყო, 2:0 გაეხადა ანგარიში პლეი ოფის საუკეთესო ბომბარდირს დავიდ კრეიჩის (9 გოლი+17 პასი), რომელსაც ბრწყინვალე დიაგონალური პასი მისცა მარჩანდმა, მაგრამ ჩეხმა ფორვარდმა სასწაულებრივ ვერ მოახვედრა შაიბა ცარიელ კარში.

მეორე ოცწუთეულში ტეივზმა ლამაზი დარტყმით ფეხებშუა გაუტარა შაიბა "ბოსტონის" მეკარე ტუუკა რასკს და გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი გუნდები "ეკონომიურ რეჟიმზე" გადავიდნენ. სიმშვიდე დაარღვია მილან ლუჩიჩმა, რომელმაც მესამე პერიოდის მე-12 წუთზე იმავე კრეიჩის პასი გამოიყენა და მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. დარჩენილი რვა წუთი "ბოსტონის" დაცვას უნდა ეყოჩაღა და მეშვიდე მატჩი გარანტირებული იქნებოდა.

ყველაფერი ბოლო წუთნახევარში გადაწყდა. სირენამდე 105 წამით ადრე "ჩიკაგოს" გოლკიპერმა კორი კროუფორდმა კარი მიატოვა და მოედანზე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშე შევიდა, რასაც მაშინვე ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ბოსტონელმა მცველებმა დაკარგეს კართან დადარაჯებული ბრაიან ბიკელი, რომელმაც ყველგან მყოფი ტეივზის პასი გამოიყენა - 2:2.

16 წამის შემდეგ, როცა ყველა გონებით ამ სერიისთვის ჩვეულებად ქცეული ოვერტაიმისთვის ემზადებოდა, "ბოსტონმა" დაცვაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მცველ ჯონ ოდუიას შორეული დარტყმის შემდეგ შაიბა მიხალ ფროლიკის ყვანჯს მოხვდა და სტუმრების კართან ახლოს მიცურდა, სადაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩემპიონობის მომტანი გოლი შეაგდო დეივ ბოლანდმა.

"დათვებს" გადარჩენისთვის 59 წამი რჩებოდათ, რომელიც ჩიკაგოელებს, ალბათ, ცხოვრებაში დროის ყველაზე გრძელ მონაკვეთად მოეჩვენათ, მაგრამ მასპინძლებმა სასწაული ვერ მოახდინეს და "ჩიკაგო" თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა სტენლის თასის მფლობელი.

მატჩის შემდეგ პლეი ოფის MVP-ისთვის განკუთვნილი პრიზი "ჩიკაგოს" ამერიკელ ფორვარდს პატრიკ კეინს გადაეცა, რომლის დუბლმა მოაგებინა "ბლეკჰოქსს" სერიის მეხუთე მატჩში. კეინი მეოთხე ამერიკელია ისტორიაში, ვინც პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბოლოს კი NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა სტენლის თასი გადასცა "ჩიკაგოს" კაპიტან ჯონათან ტეივზს.

"ბლეკჰოქსის" ტრიუმფი სავსებით კანონზომიერია. გაგახსენებთ, რომ ეს გუნდი რეგულარულ ჩემპიონატშიც საუკეთესო იყო.

ბოსტონი-ჩიკაგო 2:3

1:0, 0:1, 1:2

გოლები: 1:0 კ. კელი-2 (სეგუინი-7, პეი-5), 1:1 ტეივზი-3, 2:1 ლუჩიჩი-7 (კრეიჩი-17), 2:2 ბიკელი-9 (ტეივზი-11, კიტი-11), 2:3 ბოლანდი-3 (ფროლიკი-7, ოდუია-5).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი. ფინალი: "ჩიკაგოს" ერთი ნაბიჯი დარჩა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
სოჭი 2014: კანადურ-ამერიკული კონტურები
NHL. ᕞ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა
ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓛᓐᓦᓐᓚᓐᓜᓐᓖᓦᓐᓣᓠᓔᓑᓐᓓᓘ ᓩᓘᓙᓐᓒᓝᓔᓚᓔᓑᓘ
ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓗᓐᓡᓘ 2016 ᓬᓔᓚᓡ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" კაპიტნები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტანი კროსბი
NHL. ᓞᓚᕔᕘ ᓝᓤᕘ: ᓠᓔᕕᕐᓜᓨᓘ ᓛᕘᓜᓔᕡᓝᓢᓐᓨᓘ
NHL. პლეი ოფი. ფინალი: "ჩიკაგოს" ერთი ნაბიჯი დარჩა
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤ
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᕤᓘ: "ᓕᕐᓨ
NHL-ის სეზონის წინ: საუკეთესოები
NHL. ᓠ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი