ლეგენდარული კალათბურთელი პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა
სერიოზულ სკანდალში გაეხვა "ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარული კალათბურთელი სკოტი პიპენი. მან ღამით მალიბუში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა.

ჩხუბის ინიციატორი უცნობია, მაგრამ ის მამაკაცი, რომელთანაც პიპენი კონფლიქტში შევიდა, საბოლოოდ, საავადმყოფოში მოხვდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, კალათბურთელი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.

მოგვიანებით, სკოტი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და სამართალდამცავებს ჩაბარდა. მალე საქმის დეტალების შესახებ გახდა ცნობილი: რესტორან Nobu-ში პიპენი თავის ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ამ დროს უცნობი მამაკაცი ფოტოებს უღებდა ყოფილ კალათბურთელს. როცა პიპენი და მისი ოჯახის წევრები რესტორნიდან გავიდნენ, მამაკაცი მათ უკან გაჰყვა და ფოტოების გადაღებას აგრძელებდა, ბოლოს კი დაჟინებით სთხოვდა ავტოგრაფს.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პიპენმა ჯერ მუშტი უთავაზა სახეში მომაბეზრებელ "ქომაგს", შემდეგ კი ფეხებიც ჩართო საქმეში. დაზარალებული მრავალრიცხოვანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კერძოდ, მამაკაცს კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, ტუჩი გასიებული და თავის არეში რამდენიმე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.

დაკავებული პიპენი პოლიციამ დაკითხა და შემდეგ გაანთავისუფლა გამოძიების მომავალი შედეგის მოლოდინში.

"ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გავერკვეთ საქმის ვითარებაში", - განაცხადა შერიფმა სტივ უიტმორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჯორდანის ექსთანაგუნდელი პიპენი: ჯანდაბა! კობი მაიკლზე უკეთესია!
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
კარლ მელოუნმა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მაიკლ ჯორდანი არ შეიყვანა!
სკოტი პიპენს 4 მილიონს სთხოვენ
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
სკოტი პიპენი: "ჩიკაგო"-"უორიორზი" 4:0 იქნებოდა!