”საფრანგეთში კონტრაქტი დამიმთავრდა და ესპანეთში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ სავიზო პრობლემებმა ხელი შემიშალა”
მიხეილ ბარაბაძე ცხინვალის `სპარტაკში" ჩაირიცხა და წინა ტურში, ბოლნისში ”სიონის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. როგორც გავარკვიეთ, 22 წლის თავდამსხმელი განაცხადში ვერ შეიყვანეს, მაგრამ პრობლემა მოგვარდა, საფრანგეთიდან გათავისუფლების ფურცელი ჩამოვიდა და 21 ნოემბრის ტურში ”ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ 18-კაციან განაცხადში მაინც მოხვდება.

საკადრო დეფიციტის პირობებში, ცხინვალელებს კვალიფიციური თავდამსხმელი სასწრაფოდ დასჭირდათ, ასეთად კი ბარაბაძე ჩათვალეს, რომელიც ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა.

”დიდი ხანია გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, კონტრაქტი კი მაისამდე გავაფორმე. აქეთ-იქით სიარულით ბევრი დავკარგე. ერთწლიანი კონტრაქტი ჩემთვის მისაღებია, რადგან სტაბილურ გარემოში ვარჯიშით და სათამაშო პრაქტიკით ფორმას აღვიდგენ. მერე უცხოეთში დაბრუნება უფრო გამიიოლდება", - ამბობს ბარაბაძე.

ქართველი ფორვარდი ორი წელი უცხოეთში თამაშობდა – ჯერ დანიის მეორე ლიგის `ჰიკში”, შემდეგ კი საფრანგეთის მესამელიგელ ”რუანში". ერთხელ ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ მერე ყველაფერი აერია. იგი ასახელებს იმ მიზეზებს, რომლის გამოც საფრანგეთიდან წამოსვლა მოუხდა.

”საფრანგეთში კონტრაქტი 1 ივლისს დამიმთავრდა და ესპანეთში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ აგვისტოში ეს ვერ მოხერხდა. სავიზო პრობლემებმაც ხელი შემიშალა, არაევროკავშირელებზე დაწესებული შეზღუდვები ყველას მოეხსენება. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში იძულებით დავბრუნდი. აქ თამაშს შარშანაც ვაპირეებდი, მაგრამ საბოლოოდ ისევ საფრანგეთში წავედი. ახლა ამის შანსი გამიჩნდა და მინდა ”სპარტაკის" ხელძღვანელებს იმედები გავუმართლო".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"