როგორ გადაურჩნენ ქართველი ალპინისტები ნანგა პარბატის ბანაკზე ტერორისტულ თავდასხმას
ივნისის დასაწყისში ქართველი ალპინისტები: ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი მორიგი მწვერვალის დასალაშქრად პაკისტანში გაემგზავრნენ.

პირველი შეტყობინება ოჯახმა გუჯაბიძისგან 9 ივნისს მიიღო:

"ისლამაბადიდან ჩილასკენ მივემართებით. 15 საათის გზაა ავტობუსით. გმირულად ვუმკლავდებით ძილ-ბურანს, სიცხეს, კონდიციონერს...

გუნდში 6 უკრაინელი და 2 სლოვაკია, ორიც - ჩვენ. სიდედრის გამოტანებული არყის ერთი მესამედი უკვე შევსვით", - წერდა ალპინისტი ოჯახს.

წვიმის, ზვავებისა და სხვა სირთულეების მიუხედავად, ალპინისტები ყოველდღიურად მიიწევდნენ მწვერვალისკენ, მაგრამ შაბათს, 22 ივნისს, შუაღამისას, ნანგა პარბატის ალპინისტურ ბანაკზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც 10 მთამსვლელი შეეწირა.

დაღუპულთა შორის არიან ჩინელი, უკრაინელი, რუსი ალპინისტები, ასევე, პაკისტანელი გიდი. მესაზღვრეების ფორმაში გადაცმულმა 15-მა ტერორისტმა თავდაპირველად მძევლად აიყვანა ორი გიდი. სწორედ მათი დახმარებით მოხვდნენ ისინი ალპინისტთა ბანაკში. ერთ-ერთი გიდი მოკლეს, მეორემ კი სროლის დროს გაქცევა მოასწრო.

ტერორისტებმა ჯერ პაკისტანის მოქალაქეებს წაართვეს ფული და დოკუმენტები. ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ის შიიტი იყო.

ამის შემდეგ მათ ალპინისტებს ყველაფერი ჩამოართვეს და ცეცხლი გაუხსნეს.

საბედნიეროდ, თავდასხმისას ქართველი ალპინისტები ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი სხვა ბანაკში იმყოფებოდნენ.

"ყველა სიახლე" ქართველ ალპინისტ ბიძინა გუჯაბიძეს პაკისტანში დაუკავშირდა.

- ბატონო ბიძინა, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მოხდა ბანაკში ტერორისტების თავდასხმის დროს?

- ჩვენ მეორე ბანაკში ვიყავით, ასი მეტრის დაშორებით. თავდასხმა ღამით მოხდა. მომხდარის შესახებ დილით გავიგეთ, გვითხრეს, რომ მოხდა თავდასხმა და დაიღუპნენ ჩემი მეგობრები, რომ ტერორისტებმა უცხოელი ალპინისტები დახოცეს.

სხვა არაფერი გაგვიგია. ამ ტერაქტს ჩემი 10-კაციანი გუნდის 5 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩემი ჯგუფიდან 3 უკრაინელი და 2 სლოვაკი ალპინისტი დახვრიტეს, სულ კი 11 ადამიანი.

მე და აფი გიგანი შემთხვევითობის წყალობით არ ვიყავით იმ ავადსახსენებელ ბანაკში.

- ამჟამად სად იმყოფებით?

- ახლა უსაფრთხოდ ვართ, ჩვენი ბარგი "დაპატიმრებულია". როცა დავიბრუნებთ, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში. ეს სხვადასხვა პროცედურას მოიცავს და ზუსტად როდის მოხდება, არ ვიცი.

დაგვიკავშირდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და დახმარებას დაგვპირდა. მთავარია, ბარგი დავიბრუნოთ და ჩვენი ძალებით შევძლებთ სამშობლოში დაბრუნებას.

- როდის გაემგზავრეთ პაკისტანში მორიგი მწვერვალის დასალაშქრად?

- საქართველოდან მე და აფი გიგანი 8 ივნისს გავემგზავრეთ. ეს ურთულესი მწვერვალია. ყველაფერი კარგად მიდიოდა, წინ მივიწევდით, საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში ვაპირებდით დაბრუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უბედურება მოხდა, ყველა ექსპედიცია შეწყდა, მთელი დღე დაფრინავდნენ ვერტმფრენები და უკან დავბრუნდით.

ჯერ გილგითის სამხედრო ბაზაზე გადაგვიყვანეს, იქიდან ისლამაბადში - გვამების ამოსაცნობად, სადაც ანტიტერორისტული რაზმი გვიცავდა.

ფოტოსურათი აღებულია ბიძინა გუჯაბიძის ფეისბუქის გვერდიდან

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ქართველი მთამსვლელები საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით დაბრუნდებიან

ქართველი ალპინისტები შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩნენ

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?