ქართველი მოხმალავეები 6-9 ივლისს ყაზანში, მსოფლიოს უნივერსიადაზე მოსინჯავენ ძალებს
ქართველმა მოხმალავეებმა ბოლო წლებში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ მარდალეიშვილი კადეტთა შორის 2010 წლის ბრინჯაოსპრიზიორია; შარშან მსგავს წარმატებას, ოღონდ 23-წლამდელთა ევროპაზე, ბექა ბაზაძემ მიაღწია; სანდრო ბაზაძემ კი წლეულს 20-წლიანებში სულაც კონტინენტის პირველობა მოიგო.

ჩვენი ახალგაზრდა მუშკეტერები ნელ-ნელა უფროსებშიც წინ მიიკვლევენ გზას. დასტურად წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც გამოდგება, რომელსაც ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა.

გუნდურში ქართველმა მოხმალავეებმა პირველივე შეხვედრა ბოლო სამი ოლიმპიადის მონაწილე ბელორუსებს მოუგეს 45:43 და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალისკენ ჩვენებურებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი რუმინეთის ნაკრები გადაეღობა - 45:27. მერე ქართველი სპორტსმენები რუსებთანაც დამარცხდნენ (29:45) და მერვე ადგილზე გავიდნენ.

პირადი პირველობა კარგად დაიწყო ჯგუფში სანდრო ბაზაძემ - სტარტზევე გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონ ბენიამინ ვაგნერს სძლია - 5:2, მერე წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მომავალი ბრინჯაოსპრიზიორი ენრიკო ბუნე (იტალია, 5:1) დაამარცხა, პოლონელ დამიან სკუბიშევსკისა (5:2) და ჩეხ იან ხოსენას (5:0) დააყრევინა ფარ-ხმალი.

თუმცა თავადაც წააგო უკრაინელ ოლეგ შტურბატინთან (1:5) და რუს კამილ იბრაგიმოვთან (4:5), ვისაც წლეულს ევროპის პირველობის ფინალში სძლია. სანდრომ მეთექვსმეტედფინალი ფრანგ ჟულიენ როუსეტთან დათმო - 11:15 და საბოლოოდ 23-ე ადგილს დასჯერდა.

ჯგუფში ასპარეზობა კარგად დაიწყო სანდროს უფროსმა ძმამ ბექამაც - სტარტზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ვინიამინ რეშეტნიკოვს (რუსეთი, 5:1) აჯობა, მერე ორი შეხვედრაც მოიგო, მაგრამ სამი პაექრობა ერთნაირი ანგარიშით - 4:5 დათმო.

პლეი ოფში გერმანელ რიჩარდ ჰიუბნერს 4:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხებულმა (13:15) დატოვა საფარიკაო ბილიკი და 35-ე ადგილი დაიკავა. 34-ე იყო მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ჯგუფში სამი პაექრობა მოიგო, მაგრამ პლეი ოფში ესპანელ პაბლო მორინოს ვერ გასცდა - 12:15.

სამივე მოხმალავე, როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ გვითხრა, 6-9 ივლისს ყაზანში, მსოფლიოს უნივერსიადაზე მოსინჯავს ძალებს, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება საბა სულამანიძესთან ერთად.

ამ შეჯიბრებას 5-12 აგვისტოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მანამდე კი პოლონეთის, უკრაინის, ამერიკისა და იაპონიის ნაკრებ გუნდებთან ერთად ათდღიან შეკრებას ვარშავაში გაივლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა