ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლექსო კვახაძე: ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

ლექსო კვახაძე: ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

”ოლიმპის” მცველმა საჯარიმოდან გოლი ზედიზედ მეორედ შეაგდო
გასულ ტურში რუსთავის "ოლიმპმა" შინ "ზესტაფონთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მოქმედი ჩემპიონი ამ მოგებით ცხრილის სათავეში მოექცა და "შემოდგომის ჩემპიონობისკენ" დიდი ნაბიჯი გადადგა. ზესტაფონელთა კარში ეს ერთადერთი გოლი რუსთაველთა მცველმა ლექსო კვახაძემ მე-3 წუთზე გაიტანა. სხვათა შორის, მან წინა ტურშიც საჯარიმო დარტყმით გაუტანა ცხინვალის "სპარტაკს".

იმერლებთან მატჩის შემდეგ "ოლიმპის" ერთ-ერთ ლიდერს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "ზესტაფონს" გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს, ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია და დაძაბული თამაში გამოვიდა. მასპინძლები ვიყავით, "საკუთარი კედლების" ფაქტორი უნდა გამოგვეყენებინა და მოგებას ვგეგმავდით. 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ და ჩანაფიქრიც განვახორციელეთ. კლუბსა და ყველა გულშემაკივარს ვულოცავ _ გვითხრა ინტერვიუს დასაწყისში რესპონდენტმა.

- "სწრაფი გოლი" მწვრთნელის დავალება იყო თუ...

- "სწრაფი გოლი" ყოველთვის დიდი ფორაა. მატჩის დასაწყისშივე დაწინაურება მწვრთნლის დავალებაც იყო და ჩვენი სურვილიც. კარგია, რომ ეს შევძელით. ამჯერად მე გამიმართლა.

- ზედიზედ მეორე ტურია საჯარიმო დარტყმით გაგაქვთ გოლი. სტანდარტულებში სპეციალურად ვარჯიშობთ?

- ვვარჯიშობ და მიხარია, რომ შრომას ნაყოფიც მოაქვს.

- მცველი ხართ, მაგრამ არაერთი გადამწყვეტი გოლი გაქვთ გატანილი...

- მოედანზე ყველა გუნდის წარმატებისთვის ვიბრძვით. მართალია, მცველს გოლის გატანა არ ევალება, მაგრამ როცა შანსი აქვს, რასაკვირველია, უნდა გამოიყენოს. საჯარიმო დრტყმების გარდა, კუთხურების დროსაც ჩავდივარ მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელთა დასახმარებლად და ასეთ ვითარებაშიც არაერთი გუნდის კარი დამილაშქრავს.

- "ოლიმპში" კარგი ფეხბურთელები ხართ შეკრებილი და აშკარად ჩანს, რომ გუნდი მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

- მართალია, შემადგენლობა მართლაც კარგი გვყავს, მაგრამ სეზონი მძიმედ დავიწყეთ. შეთამაშება გვჭირდებოდა, რისთვისაც დრო იყო საჭირო. ჩვენს გუნდს უფრო უკეთაც შეუძლია თამაში და იმედი მაქვს, ეს მომდევნო მატჩებში გამოჩნდება.

- "ოლიმპის" უკეთ ათამაშებას ბევრი ახალი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძის დამსახურებად მიიჩნევს. ზოგი ამას დროს მიაწერს. თქვენ რას იტყოდით?

- ვფიქრობ, ჩვენი გუნდის კარგად ათამაშება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. თემურ მახარაძე კარგი მწვრთნელია და სწორედ მან შეკრიბა ეს გუნდი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეთამაშებისთვის დრო გვჭირდებოდა და განვლილი პერიოდი ამ მხრივ მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ერთი ხანობა არ გვიმართლებდა და შედეგი არ იყო, რის გამოც მახარაძე წავიდა, თორემ მასაც ექნებოდა შედეგი... რა თქმა უნდა, "ოლიმპის" შედეგიანობაში ახალი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძეს თავისი წვლილი მიუძღვის.

- ამ მოგებით ცხრილში ლიდერობა განიმტკიცეთ...

- დიახ, პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს. ბევრი უნდა ვიშრომოთ, რადგან პირველობის შენარჩუნება იოლი ნამდვილად არ არის. ჩვენ ამ სეზონშიც ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- "ზესტაფონს" და "დინამოს". თუმცა, სხვა კონკურენტებიც გვყავს. სტუმრად ყველა გუნდთან რთულია თამაში. მაგალითად, გორში "სპარტაკთან" გაგვიჭირდა თამაში, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ახლა "ბაიას" ვეთამაშებით სტუმრად. ზუგდიდელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ - თბილისში "დინამომ" ვერ მოუგო. ასე რომ ყველა მატჩი რთულია და ყველა გუნდი ჩვენი კონკურენტია.

- კარგა ხანია ეროვნულ პირველობაზე გამოდიხართ. როგორ ფიქრობთ, ამაღლდა ჩვენი ჩემპიონატის დონე?

- დიახ, დონე ახლა უკეთესია. თუნდაც ჩემი თანაგუნდელის აზრს გეტყვით, ირაკლი მოდებაძეს 7 წელი არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში. ახლა ჩამოვიდა და ხშირად ამბობს, რომ ძნელია ეროვნულ პირველობაზე თამაში. დამიჯერეთ, ჩვენს ჩემპიონატში თამაში იოლი ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, შესაძლოა, აქ თამაში უფრო ძნელი იყოს, ვიდრე ევროპის ზოგი ქვეყნის პირველობაზე.

- რა აკლია დღეს "ოლიმპს"?

- დრო გვჭირდება უფრო უკეთ რომ შევთამაშდეთ. ჯერ ხომ მხოლოდ ოთხი თვის გუნდი ვართ. მერე მთავარია ზამთარში ეს შემადგენლობა შევინარჩუნოთ და ჩემპიონობისთვის რეალურად ვიბრძოლებთ.

- ოთხი ტური და ზამთრის პაუზაა. გახდებით "შემოდგომის ჩემპიონები"?

- რთული მატჩები გვაქვს, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. "შემოდგომის ჩემპიონიბისთვის" ბოლომდე ვიბრძლებთ. ეს აშკარად ფორა იქნება ოქროს მედლების მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა

ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...

"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად