ლევან ფხაკაძე: "გეგუჩაძესთან თანამშრომლობა გვსურდა, მაგრამ "ლოკომოტივიდან" გადმოსული მოთამაშეები და სარაგოსა ერთიანი ორგანიზმი იყო და მისი დაშლა არ გამოდიოდა"
დასამალი არავისთვის არის - გულშემატკივრისთვის გაუგებარია, რატომ გაუშვეს ქუთაისის "ტორპედოდან" ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.

ის "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტიმ შეცვალა, რომლის კვალიფიკაცია რეალურად უცნობია.

მაგრამ ამაზე არანაკლებ აქტუალური გახდა ორი ტრავმირებული ფეხბურთელის გაშვება: გიორგი ონიანმა "ტორპედოს" წარმატებისთვის მოედანზე დადო თავი და დღემდე მკურნალობს.

იხილეთ ვიდეო

გულშემატკივრისთვის მისი ამბავი ცნობილია, ვალერი ბოლქვაძის ტრავმა კი ბევრისთვის უცნობი დარჩა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველს ქუთაისურ კლუბში თამაშის დროს ჯვარედინი იოგები გაუწყდა და არანაკლებ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

"გეგუჩაძესთან თანამშრომლობა გვსურდა, მაგრამ "ლოკომოტივიდან" გადმოსული მოთამაშეები და სარაგოსა ერთიანი ორგანიზმი იყო და მისი დაშლა არ გამოდიოდა.

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს: ჩვენ არ გავურბივართ მორალურ პასუხისმგებლობას და კარგად გვესმის, რომ დასაფასებელია თითოეული ტორპედოელი, ვისაც კლუბის წარმატებაში წვლილი შეუტანია.

გიორგი ონიანი კი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე იყო. საბედნიეროდ, ის დროულად გამოჯანმრთელდა და რეაბილიტაცია ესაჭიროება.

სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც ველაპარაკე და გიორგის ისინიც ყველანაირად დაეხმარებიან.

ამას გარდა, ჩვენ ონიანს ხელფასს მანამდე შევუნარჩუნებთ, სანამ მოედანს დაუბრუნდება.

ვალერი ბოლქვაძე პერსპექტიული ფეხბურთელია, მშვენიერ ფორმაში იყო და სამწუხაროა, ტრავმამ რომ შეაჩერა მისი პროგრესი. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება.

კლუბმა ევროპაში მისი მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა და ოპერაციის გასაკეთებლად მალე გერმანიაში გაემგზავრება. ამავე დროს, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი მასაც შევუნარჩუნეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ კლუბისთვის ბევრი გააკეთა", - გვითხრა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.

ეს ამბავი ვალერი ბოლქვაძემ დაადასტურა:

"დიახ, "ტორპედოდან" წამოსვლის მიუხედავად, გუნდი ფინანსურად დამეხმარა. ჯვარედინი იოგები დამიზიანდა და მკურნალობასა და რეაბილიტაციას 6 თვე მაინც უნდა.

ახლა ვარკვევ, ოპერაციას სად გავიკეთებ და რეაბილიტაციას როდის დავიწყებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტრავმა რომ მივიღე, "ტორპედოს" საქმეს ვაკეთებდი - ვინ დაეხმარება გიორგი ონიანს?

გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ

გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი

soko
"ის "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტიმ შეცვალა რომლის კვალიფიკაცია რეალურად უცნობია". ხომ აზრობთ რა მაგრად "აზროვნებს" ამ სტრიქონების ავტორი. "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლის მავარი მწრვთნელად ნამუშევარიაო, მაგრამ კვალიფიკაცია როგორი აქვს უცნობიაო. მართლაც რომ ძალზე დ.......ლი ჟურნალისტები გვყავს საქართვრლოში, ყველა მიმართულებით. ხომ შეიძლება ამ ხალხს ჩაუტაროს ვინმემ ტრეინინგი ან გაყარონ და სხვები მიიღონ. რაც მოადგებათ ენაზე იმას წერენ.
დუდუ
ონიანს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მალე. ეხლა იმაზე მინდა გითხრათ, ჟერარ სარაგოსას რო კბენთ წამდაუწუმ ლელოს სხვადასხვა ავტორები. კვალიფიკაცია როგორაა უცნობი, თუ ლოკომოტივში მოსვლის მერე 12 თამაში მოიგო 15-დან და არცერთი არ წაუგია? ან, ესპანეთში თუ ლიცენზია აიღო და მუშაობდა, მეტი რა კვალიფიკაცია მოგინდათ იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ძაღლი და მამაძაღლი ფეხბურთშია დასაქმებული, კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს და ფეხბიურთელები არ იზრდებიან წლების განმავლობაში? ყასიდად წერა მაგრა იცით, აუ, რამხელა პრობლემებიაო და ვინც ამ პრობლემებს ქმნის, თქვენ რო გკითხოთ, ყველა კაი კაცია. ქართველი მწვრთნელების უმეტესობა გასაყრელია ფეხბურთიდან და სარაგოსას მსგავსი ხალხი თუ ჩამოვა და იმუშავებს, უნდა გიხაროდეთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
არგენტინაში ფეხბურთელი მოედნის ბარიერთან შეჯახებისგან დაიღუპა [+18 VIDEO]
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
მათე ვაწაძე: შეთამაშება გვაკლია, თორემ პოტენციალი არის...
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 4:1 - შთამბეჭდავი გამარჯვება [VIDEO]
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი ონიანი საოპერაციოდ გერმანიაში მიდის
მამუკა კვარაცხელია: ყრილობას ეს წინადადებები მოეწონა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
პერსპექტიული მეკარე ლიგა-3-ის აუტსაიდერებში და ონიანების მომავალი დაპირისპირება
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ᜐ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლევან ფხაკაძე: გულშემატკივრების გულისწყრომას გაგებით ვხვდებით
ლოკომოტივი-საბურთალო 3:2 - თბილისური დერბი უხვი გოლით [VIDEO]