მანუჩარმა ”კანტუს” წარმატებაში ლომის წილი რომ დაიდო, ამას იტალელი ჟურნალისტებიც აღიარებენ
გუშინ გამცნეთ, რომ ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ იტალიაში მოასპარეზეთა გუნდებმა გაიმარჯვეს. "კანტუმ" შინ "ტერამო" 80:72 დაამარცხა, ხოლო "ვირტუსმა" "პესაროს" სტუმრად 70:66 სძლია.

მანუჩარ მარკოიშვილმა ”კანტუს” წარმატებაში ლომის წილი რომ დაიდო, ამას იტალელი ჟურნალისტებიც აღიარებენ. აი, რა წერია გაზეთ "ოლრაუნდში": "ტერამოელებს რამდენიმეჯერ გაუჩნდათ მატჩის გადარჩენის იმედი, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მათ ერთი კალათბურთელი აჩერებდა - სუპერ-მარკოიშვილი. იგი ხან ერთი კუთხიდან აგდებდა "მკვლელ" სამქულიანებს, ხან - მეორიდან."

ახლა უფრო კონკრეტულად. მანუმ მეორე ორქულიანით პირველი პერიოდის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 21:17. დიდი შესვენების წინ "კანტუ" 19 ქულით დაწინაურდა (47:28), თუმცა მოედანზე დაბრუნებისთანავე ტერამოელებმა თამაში ოდნავ გამოასწორეს და სხვაობა 14 ქულამდე შეამცირეს. სწორედ ამ დროს მარკოიშვილმა "ბომბა" (ასე უწოდებენ იტალიელები სამქულიანს) ისროლა და 53:36. "ტერამო" "კანტუს" 14 ქულით მეორედაც მიუახლოვდა და ამჯერადაც მანუსგან სამქულიანი მიიღო (58:41). ქართველმა უკანახაზელმა მანამდე არ მოისვენა, სანამ ვიდრე სხვაობა კვლავ 19 ქულამდე არ გაზარდა - 78:59. ეს უკვე გამარჯვების მომასწავებელი იყო, რადგან სირენამდე წუთნახევარი რჩებოდა.

მანუჩარის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 28 წუთი, 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მან 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ნამატჩევს "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ შეგირდებს კომპლიმენტები არ დაამადლა:

- ძალიან დაგვეხმარა მარაცინო, იგი დაცვაშიც შეუდარებელი იყო და შეტევაშიც, ისევე, როგორც ლეუნენი. მარკოიშვილის თითოეული ტყორცნა კი ხელოვნების ნიმუშია.

ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოიგო. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა - ვირტუსელებმა, კოპონენმა, კემპმა და პოეტამ საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს - 70:66.

სანიკიძემ 20 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

"კანტუ" და "ვირტუსი" იმ ხუთ გუნდს შორის არიან, რომლებსაც 3 მოგების წილ 1 წაგება აქვთ და მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.

ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" იტალიის მეორე ლიგაში სტუმრად "ვერონა" დაამარცხა (88:81). ქართველმა ფორვარდმა 2 წუთი ითამაშა. რიმინელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან, 6-დან 5 მატჩი აქვთ მოგებული.

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა