<p>შიდა ქართლის პირველობა ძიუდოში ხაშურის, ქარელის, კასპის და გორის გუნდების მონაწილეობით გაიმართა <br> შიდა ქართლის პირველობა ძიუდოში, რომელსაც გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა, ხაშურის, ქარელის, კასპის და გორის გუნდების მონაწილეობით გაიმართა.</p><p>გორს ცენტრალური სასპორტო და ჭიდაობის კომპლექსური სკოლები წარმოადგენდნენ. ასპარეზობის მიზანი იყო მოახლოებული საქართველოს ჩემპიონატისთვის (18-19 ნოემბერი) რეგიონის გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტება. ქართლელებს უფლება აქვთ, ჩემპიონატზე თითოეულ წონაში ოთხი სპორტსმენი აჭიდაონ. რადგან მთავარი მიზანი საუკეთესო ოთხეულების გამორჩევა იყო, ფინალური შეხვედრები არ ჩატარებულა.</p><p>როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობამ გორელთა უპირატესობით ჩაიარა. 28 საუკეთესოში მხოლოდ ერთი არაგორელი, ქარელელი კახაბერ გაზაშვილი (90 კგ) მოხვდა. კასპის და ხაშურის ძიუდოისტებმა ეს ვერ შეძლეს. ისიც აღსანიშნავია, რომ დანარჩენ, 27-დან 20 ჭიდაობის კომპლექსური სკოლის (მთ. მწვრთნელი ანზორ თენაძე) აღზრდილები არიან. შიდაქართლელი ძიუდოისტები ბოლო ორი წელიწადია, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ყველას ჯობნიან. რასაკვირველია, ისინი ახლა უფროსი ასაკის ფალავანთა შორისაც შეეცდებიან გამარჯვებას.</p>
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა