ანა ივანოვიჩი ბალის ტურნირის მოგებით რეიტინგის ოცეულში დაბრუნდა
გასულ კვირას მამაკაცთა ტურში ორი ტურნირი გაიმართა - როჯერ ფედერერმა მშობლიური ბაზელის ფინალში კარიერაში მეთორმეტედ დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი, ვალენსიაში კი ასევე მასპინძელმა - დავიდ ფერერმა გაიმარჯვა და თითქმის გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში.

ვალენსიაც და ბაზელიც "500" კატეგორიის ტურნირებია, ორივე ერთნაირ საფარზე ტარდება და წესით ორგანიზატორებს თანაბარი შემადგენლობები უნდა გეეკრიბათ, მაგრამ შვეიცარიაში ჩოგბურთელთა უფრო ძლიერი ჯგუფი ჩაება ბრძოლაში, ფინალური მატჩების წყვილებში კი კიდევ უფრო დიდი სხვაობა იყო. ვალენსიაში ორმა ადგილობრივმა ჩოგბურთელმა - ფერერმა და მარსელ გრანოლერსმა გაითამაშეს ტიტული, ბაზელში - ფედერერმა და ჯოკოვიჩმა.

ეს იყო სერბისა და შვეიცარიელის რიგით მე-18 შეხვედრა. წინა 17 მატჩში ფედერერმა 11 გამარჯვებას მიაღწია, აქედან ცხრაჯერ - ჰარდზე. წელს მათი დაპირსპირება სამჯერ შედგა, რომელთაგანაც როჯერმა ორი მოიგო, მაგრამ დამარცხდა მთავარ მატჩში - აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში. სხვათა შორის, შარშანაც ბაზელის ფინალში ამ ჩოგბურთელებმა ითამაშეს და გამარჯვება ჯოკოვიჩს დარჩა.

აღნიშნული მატჩის სტარტზე სერბი უკეთ გამოიყურებოდა და პირველივე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ფედერერმა მალე გაასწორა მიზანი, საფრთხე მოიგერია და მომდევნო გეიმში თავად შეძლო ბრეიკის აღება. ამის შემდეგ ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, თუმცა სეტზე ჩაწოდებისას მასპინძელმა კინაღამ დათმო უპირატესობა - ჯოკოვიჩმა ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ვერც ამჯერად გამოიყენა შანსი, რის შემდეგაც როჯერმა სეტი აიღო - 6:4.

განსხვავებული სტარტი ჰქონდა მეორე პარტიას. ფედერერმა ზედიზედ სამი გეიმი წააგო, რითაც ნოვაკის თამაში უფრო დამაჯერებელი გახდა, სერბი იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებას და მხოლოდ სეტზე ჩაწოდებისას აანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი, თუმცა მაინც შეინარჩუნა თავისი მოწოდება - 6:3.

მაგრამ მესამე სეტში ჯოკოვიჩს საერთოდ არ გამოუვიდა თამაში. ფედერერმა საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს, თავს კარგად იცავდა, ხოლო საკუთარ მოწოდებაზე არ ცდებოდა. შედეგად, მთელი პარტიის განმავლობაში შვეიცარიელმა თავის გეიმებში ერთადერთი ქულა დათმო! პარტიის ანგარიშიც ლოგიკურია - 6:1 როჯერის სასარგებლოდ. ეს ტიტული წელს მეოთხე და კარიერაშია სამოცდამეხუთეა ფედერერისთვის, რითაც მან ლეგენდარული პიტ სამპრასი ჩამოიტოვა უკან.

დავიდ ფერერმა კი ვალენსიაში გამარჯვებით სეზონში მეორე ტიტული აიღო. ესპანელს ყველაზე სერიოზული მეტოქე ნახევარფინალში ჰყავდა შვედი რობინ სიოდერლინგის სახით, ფინალში კი მას თანამემამულე მარსელ გრანოლერსი დაუპირისპირდა, რომელმაც კვალიფიკაციაც კი ვერ გაიარა და ძირითად ბადეში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას ტრავმის გამო მოხვდა. თანაც მარსელს ფინალამდე არც ერთი განთესილი ჩოგბურთელი არ შეხვედრია. ყველაზე რთული მატჩი მას არგენტინელ ხუან მონაკოსთან ჰქონდა, რომელმაც მანამდე ბრიტანელი ენდი მიურეი გამოთიშა ბრძოლას.

ფინალის პირველი პარტია საათზე მეტხანს გაგრძელდა. თითქმის ყველა გეიმი დროში გაიწელა და ჩოგბურთელებს გაუთავებელი ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდათ. ბოლოს ფერერმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 5:3 დაწინაურება, თუმცა დავიდმა სეტზე ჩაწოდება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, 6:5-ზე კიდევ ერთხელ მოიგო გრანოლერსის გეიმი და სეტში გამარჯვება გაიფორმა. მეორე სეტი უფრო ხანმოკლე გამოდგა - ფერერმა სწრაფი ბრეიკი გააკეთა და მეტოქეს ჩამორჩენის გაბათილების საშუალება არ მისცა - 6:3.

დავიდმა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და თითქმის გაინაღდა კარიერაში მეორედ წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში. სხვათა შორის, პირველ შემთხვევაში (2007 წელი) ესპანელმა ფინალს მიაღწია და როჯერ ფედერერთან წააგო.

WTA-ის ტურში სეზონის ბოლო ოფიციალური ტურნირი ჩატარდა. რვა ჩოგბურთელს ინდონეზიის დედაქალაქი ბალი მასპინძლობდა. სერბმა ანა ივანოვიჩმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მოიგო და სეზონში მეორე ტიტული დაისაკუთრა.

ფინალამდე მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა გაანადგურა (მხოლოდ ერთი გეიმი დათმო), სამაგიეროდ სამი სეტის თამაში დასჭირდა ნახევარფინალში იაპონელ კიმიკო დატესთან. რაც შეეხება ფინალში ანას მეტოქეს, რუს ალისა კლეიბანოვას, გადამწყვეტ მატჩამდე მისი სვლა უფრო შთამბეჭდავი იყო - 6:1, 6:2 შარშანდელ ჩემპიონთან, ფრანგ არავან რეზაისთან და 6:3, 6:1 - სლოვაკ დანიელ ჰანტუხოვასთან.

წელს ივანოვიჩი და კლეიბანოვა ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - თავიდან ორი მატჩი რუსმა მოიგო, სეზონის ბოლოს კი სერბმა ორჯერ რევანში აიღო.

თამაშის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ორივეს ჰქონდა გარკვეული პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ბრეიკის გაკეთება ვერც ერთმა ვერ შეძლო. ყველაფერი მეექვსე გეიმში გადაწყდა, როცა კლეიბანოვამ რამდენიმე უხეში შეცდომის (მათ შორის იყო ორი ორმაგი) შემდეგ საკუთარი გეიმი დათმო. ივანოვიჩი წინ გაიჭრა და შემდეგი ორი გეიმი ნულზე მოიგო - 6:2.

მეორე სეტის სტარტზე რუსი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო - ივანოვიჩმა უკვე შემდეგ გეიმში დაიბრუნა დაკარგული. ანას ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია, რუსს კი ხუთი ასეთი შანსი მიეცა და ყველა გაანიავა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ყველაფერი ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა, რომელიც კლიბანოვამ საკუთარ მოწოდებაზე დათმო - ეს ორმაგი შეცდომის ბრალი იყო.

ამ ტრიუმფით სერბმა დაიბრუნა ადგილი მსოფლიოს რეიტინგის პირველ ოცეულში - სეზონი მან მე-17 ადგილზე დაასრულა.

ATP

Swiss Indoors

ბაზელი (შვეიცარია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 435 943 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 3:6, 6:1.

Valencia Open

ვალენსია (ესპანეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 883 518 დოლარი

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 7:5, 6:3.

WTA

Tournament of Champions

ბალი (ინდონეზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 600 000 დოლარი

1/4 ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:2, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო