ნორვეგიელმა ვუნდეკინდმა მაგნუს კარლსენმა ოფიციალური წერილი მიწერა FIDE-ის პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს, რომელშიც იტყობინება, რომ არ აპირებს მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ახალგაზრდა დიდოსტატმა უარი თქვა გაზაფხულზე დანიშნულ პრეტენდენტთა მატჩებში მონაწილეობაზე.

ნორვეგიელმა ვუნდეკინდმა მაგნუს კარლსენმა ოფიციალური წერილი მიწერა FIDE-ის პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს, რომელშიც იტყობინება, რომ არ აპირებს მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ახალგაზრდა დიდოსტატმა უარი თქვა გაზაფხულზე დანიშნულ პრეტენდენტთა მატჩებში მონაწილეობაზე.

"ხანგრძლივი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ 2008-12 წლების ციკლი არათანამედროვე და არასამართლიანი სისტემაა... საჩემპიონო პრივილეგიები, ციკლის ხანგრძლივობა (5 წელი), ახალი ფორმატი - კასპაროვის შემდეგ ასეთი გზა არც ერთ ჩემპიონს არ გაუვლია. გარდა ამისა, არ მომწონს დიდოსტატთა დაყოფის კრიტერიუმები და ზოგიერთი მატჩის კონცეფცია: ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არადამაკმაყოფილებელია", - წერს კარლსენი.

თავის მიმართვაში ნორვეგიელი რამდენიმე იდეას სთავაზობს ფედერაციას, რომელიც მისი აზრით უფრო სამართლიანს გახდის გათამაშებას. მაგალითად, სკანდინავიელს სურს გაუქმდეს მოქმედი ჩემპიონის პრივილეგიები და მან სხვა პრეტენდენტებთან ერთად გაიაროს შესარჩევი ეტაპები.

მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი სისტემა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ სხვები დუმილს ამჯობინებენ. კარლსენს კი აქვს უკმაყოფილების გამოთქმის უფლება - ის სუპერვარსკვლავია, უამრავი სპონსორი ჰყავს, ყველგან და ყველანი ელიან... ბობი ფიშერისა და გარი კასპაროვის შემდეგ ჭადრაკს ასეთი მასშტაბური ფიგურა არ ჰყოლია. მაგრამ ფიშერი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და შემდეგ დაიწყო თავისი პირობების კარნახი, მანგუსმა კი სხვა გზა აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

niamora
უფრო გაბერილი რეკლამა გამოდგა ეს თქვენი მაგნუსა
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა