”არ ვიცი, რამდენ ხანში ვიქნები საუკეთესო ფორმაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე”
ფერნანდო ტორესმა „ჩელსის“ კარში გატანილი ორი გოლით პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას სიმწვავე და ხიბლი შემატა. წინ კიდევ უფრო საინტერესო გელითო - აი, რას ნიშნავდა მთელი ინგლისისთვის „ლივერპულის“ მიერ ლიდერისა და ჩემპიონის დამარცხება.

მატჩის შემდეგ ფორვარდმა, რომელმაც კარგა ხნის დაკარგული მიზანი გაასწორა თქვა:

„ძალიან ძნელი პერიოდი მქონდა. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ყოველდღე უკეთ და უკეთ ვითამაშო. ნამდვილად არ ვიცი, რამდენ ხანში ვიქნები საუკეთესო ფორმაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე. განსაკუთრებით გასული სეზონის ბოლოს გამიჭირდა. მეტისმეტად რთული იყო მსოფლიოს ჩემპიონატზეც და ყველაფერი ტრავმათა მთელი რიგის ბრალი გახლდათ.

ძალიან ბევრი მაკრიტიკეს. ასეთია, ფეხბურთელის ცხოვრება. შენი ნაბიჯი ერთი წუთის შემდეგ მთელს მსოფლიოში განსჯის საგანია. დიახ, კარგად ვიცი, რასაც ელის ჩემგან ხალხი და ვცდილობ მათი იმედი არ გავაწბილო. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ძველებური ფერნანდო ტორესი გავხდე“.

ტორესმა „ჩელსის“ კარში პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი შესანიშნავად გაზარდა ანგარიში. შედეგთა წიგნში ახლა წერია, რომ ტორესს „ჩელსისთან“ ბრწყინვალე შედეგი აქვს – 8 შეხვედრაში 7 გოლი, ხოლო ცხრილში „ჩელსისა“ და მის მდევარს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ორი ქულაღაა. ლივერპულელთა გახარებულმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ესპანელის ათამაშება დროის ამბავი იყო და მეტი არაფერი. როგორც ჩანს მერსისაიდში კლუბის ახალი მეპატრონის ჯონ ჰენრის გამოჩენამაც ითამაშა დადებითი როლი – ტორესს გული სხვაგან აღარ მიუწევს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვლაპარაკობდით და ვიცი, რომ ფერნანდოს ძალიან უნდა „ლივერპული“ კარგად რომ ათამაშდეს. მას სურს დაინახოს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მერედა, ჩვენ ყველანი დაბნეულები ვიყავით, მეპატრონე იცვლებოდა და არავინ ვიცოდით რა მოჰყვებოდა ამას. საბედნიეროდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

ახლა, მომავლის აღარ მეშინია და აღარც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ცხრილის წვერზე დავბრუნდებით. ცხრილის ზედა მონაკვეთი „ლივერპულისთვის“ ბუნებრივი ადგილია.

დღეს ტორესმა ტაში დაიმსახურა. აშკარაა, რომ ის თანდათანობით საუკეთესო ფორმას იბრუნებს. „ჩელსისთან“ მან ერთხელაც დაგვანახა, რომ „ლივერპულისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნებისმიერი სხვა გუნდის მოთამაშე რომ ყოფილიყო ასევე იქნებოდა. ახლა, იმედი მაქვს, რომ მართალია ჩემპიონატი ბრწყინვალედ ვერ დავიწყეთ, მაგრამ გაზაფხულზე ყველა იტყვის, რომ „ლივერპულსა“ და ტორესს საუცხოო სეზონი ჰქონდათ“.

რასაკვირველია, ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრის გამოხმაურება სრულყოფილი არ იქნებოდა დამარცხებულთა მწვრთნელის კარლო ანჩელოტის კომენტარსაც რომ არ გავცნობოდით. შორიდან შთაბეჭდილება ასეთი დარჩა: შესაძლოა „ლურჯები“ პრემიერლიგის ცხრილს ჯერ კიდევ ლიდერობენ, მაგრამ „ლივერპულთან“ მათ მოწინააღმდეგეზე სუსტად ითამაშეს. ერთი სიტყვით, „ჩელსის“ აჯობეს. შესაძლოა ეს იმანაც გამოიწვია, რომ ანჩელოტის განკარგულებაში არ იყვნენ ფრენკ ლემპარდი და მიკაელ ესიენი, დიდიე დროგბა კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.

„მეტოქის გუნდში ყველა ფეხბურთელი მოწადინებული და კარგი იყო, ამიტომაც მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ცუდად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში სისწრაფე გვაკლდა. თავიდან ცუდად რომ დავიწყეთ და ჩამოვრჩით, მერე, კალაპოტში დაბრუნებას დრო დასჭირდა, მოწინააღმდეგემ კი თავის ნახევარზე სივრცეები მჭიდროდ გადაგვიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ შესვენების შემდეგ უკეთ ვთამაშობდით ვიდრე შესვენებამდე, მატჩის ბედის შემოტრიალება არ მოხერხდა. ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა“.

უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ „ჩელსის“ შთამბეჭდავი ლიდერობა ორქულიან უპირატსობამდე დავიდა, თუმცა დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი პანიკას არ მისცემია. ის ამბობს, რომ ჯერ ერთი ძალიან კარგად იცოდა „ლივერპულთან“ იოლად რომ ვერ გაისეირნებდა და მეორეც, ლიდერობა ყოველთვის ძნელი საქმეა. ქვემოდან ყველა გქაჩავს, რათა მწვერვალიდან ჩამოგაგდოს.

„ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ ლიდერობის კიდე და კიდევ განმტკიცება უძნელესი, თითქმის შეუძლებელი საქმეა. ჩვენ ნერვიულობის უფლება არ გვაქვს, აი, ყურადღება კი უნდა მოვიკრიბოთ. მართალია წავაგეთ, მაგრამ მდგომარეობა ცუდი ნამვილად არ არის. ახლა ოთხშაბათს „ფულჰემს“ ვმასპინძლობთ და ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. შეადარეთ ჩვენი მდგომარეობა სხვა გუნდებისას. რასაკვირველია, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში