ზე რაგბის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება
ზე რაგბის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ გასამართი ჯერ კიდევ ორი ტური დარჩა, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის კონფერენციებში გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის კონფერენციაში პირველობას ვერავინ შეეცილება ზე რაგბის შარშანდელ გამარჯვებულ ჰემილთონის "ჩიფსს", რომელმაც მე-18 ტურში ველინგტონის "ჰარიკენზსს" უმასპინძლა და 34:22 მოუგო.

სტუმრებმა "ჩიფსს" წინააღმდეგობა პირველი ტაიმის დასკვნით ათ წუთში გაუწიეს, როცა წინ გაჭრილ მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს - 15:17.

შესვენების შემდეგ ჰემილთონელებმა მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყარეს. "ჩიფსს" ახლა 61 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

ლიდერს ათი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი", რომელმაც სტუმრად იოლად მოუგო კონფერენციის აუტსაიდერ დანიდინის "ჰაილენდერზს" - 40:12.

"ჯვაროსნებში" ისევ ბრწყინვალედ ითამაშა მგეზავმა დენ კარტერმა, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (25 ქულა). ქრაისთჩერჩელები პლეი ოფში გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებენ. მომდევნო ტურში ისინი ლიდერ "ჩიფსს" უმასპინძლებენ, რომლისთვისაც ამ მატჩის შედეგს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს.

XVIII ტური

ჩიფსი-ჰარიკენზი 34:22, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი 12:40

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 61 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 51, 3. ბლუზი - 44, 4. ჰარიკენზი - 39, 5. ჰაილენდერზი - 22.

XIX ტური

კრუსეიდერზი-ჩიფსი, ჰარიკენზი, ჰაილენდერზი

სამხრეთი აფრიკა

სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" იპირველა. "ლურჯმა ხარებმა" მე-18 ტურში შინ დაამარცხეს აუტსაიდერი "საუთერნ კინგზი" - 48:18, შედეგად 59 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" 13 ქულით უსწრებენ.

მასპინძლებმა "საუთერნ კინგზთან" შეხვედრაში ექვსი ლელო გაიტანეს, აქედან ორი შერკინების კვაჭის, ჩილიბოი რელეპელეს ანგარიშზეა.

შეცვლაზე შესულმა მგეზავმა მორნი სტეინმა კი ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო მიითვალა (16 ქულა). თავის მხრივ, ორჯერ შეაღწია მეტოქის ჩათვლის მოედანში სტუმართა გუნდის მესამეხაზელმა პეტრუს ვილემ ფან დერ ვაითმა.

მეორეადგილოსანმა "ჩიტაზმა" სტუმრად წააგო კეიპთაუნის "სტორმერზთან" 3:28 და, გამორიცხული არ არის, დარჩენილ ტურებში პლეი ოფში გამსვლელი პოზიცია დათმოს. კეიპთაუნელები, ისევე, როგორც დურბანის "ნატალ შარქსი", ბლუმფონტეინელებს ახლა ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

დურბანელებმა, თავის მხრივ, დაძაბულ ბრძოლაში შინ დაამარცხეს ოქლენდის "ბლუზი" - 22:20.

სტუმრები მატჩის ბოლო წუთებამდე იგებდნენ - 20:17, მაგრამ "ზვიგენების" ფულბეკმა რაიან ვილჯოენმა გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა შეძლო.

XVIII ტური

ნატალ შარქსი-ბლუზი 22:20, ბლუ ბულზი-საუთერნ კინგზი 48:18, სტორმერზი-ჩიტაზი 28:3.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 59 ქულა, 2. ჩიტაზი - 46, 3. ნატალ შარქსი - 42, 4. სტორმერზი - 42, 5. საუთერნ კინგზი - 24.

XIX ტური

ჩიტაზი-ბლუზი, საუთერნ კინგზი-სტორმერზი, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი.

ავსტრალია

ავსტრალიის კონფერენციაში ივნისის ტესტების გამო შესვენება კიდევ ორ კვირას გასტანს. გათამაშება "ბრიტანელი ლომების" ტურნეს დასრულების შემდეგ განახლდება. აქ პირველობისთვის ორი გუნდი, კანბერას "ბრამბიზი" და ბრისბენის "რედსი" იბრძვის. კანბერელები 59 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეტოქეს ხუთი ქულით უსწრებენ.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 59 ქულა, 2. რედსი - 54, 3. ვორათაზი - 44, 4. მელბურნ რებლზი - 32, 5. ფორსი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა