"აკადემიამ", რომელიც ნახევარფინალურ სერიას 1:0-ს უგებდა "დინამოს", მეორე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა
13-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. "აკადემიამ", რომელიც ნახევარფინალურ სერიას 1:0-ს უგებდა "დინამოს", მეორე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა.

აკადემიელებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ფინალური სერიის საგზური. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე "აკადემია" 3 ქულით აგებდა. სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ აკადემიელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს - მატჩის ბომბარდირმა გიორგი კვაჭანტირაძემ მორიგი გარღვევა დააგვირგვინა და თავისი გუნდი "დინამოს" 74:75-ს მიაახლოვა.

აკადემიელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და დინამოელთა ბომბარდირმა ილია ისრაელიანმა ორივე საჯარიმო ააცილა. "აკადემიას" შეტევისთვის 15 წამი დარჩა, თუმცა კვაჭანტირაძე არ დაელოდა დროის გასვლას და სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეიჭრა. მასზე დაჯარიმდნენ და აკადემიელთა 32-ე ნომერმა პირველი სროლა ჩააგდო, მეორე - ააცილა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ 10 წამში "დინამოს" შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ გადამწყვეტი სროლა ვერ ჩააგდეს და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა.

ოვერტაიმი აკადემიელთა სწრაფი ორქულიანით გაიხსნა, რასაც მალევე მოჰყვა დინამოელთა ლიდერის - ისრაელიანის მოედნიდან გავარდნა, რომელმაც მე-5 პერსონალური მიიღო. აკადემიელთათვის ეს დიდი უპირატესობა იყო, თუმცა მოედანი ანალოგიური მიზეზის გამო მალე მათმა გამთამაშებელმა ოთარ პერტაიამაც დატოვა. თანაბარ ბრძოლაში მაინც "აკადემიამ" იმარჯვა, რაც ძირითადად კვაჭანტირაძის, კახა ჟღენტის და ლუკა მაზიაშვილის დამსახურება იყო.

"აკადემია" ფინალში "ჰიუნდაის" შეხვდება, რომელმაც 1-ელ ივლისს "გორი" ანგარიშით 71:54 დაამარცხა, ნახევარფინალურ სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა.

ფინალური სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, 2 ივლისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი "გორსა" და "დინამოს" შორის 2 ივლისს გორში, 13:00 საათზე შედგება.

30 ივნისი, საკალათბურთო აკადემია. ნახევარფინალი

დინამო-აკადემია 90:92

(30:20, 12:16, 12:19, 21:20, 15:17)

დინამო: ი. ისრაელიანი (30), ც. ცარციძე (21), ბ. ცარციძე (14)

აკადემია: გ. კვაჭანტირაძე (37), კ. ჟღენტი (17), ო. პერტაია (16)

30 ივნისი. გორი

გორი - ჰიუნდაი 54:71

superleague.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აკადემიამ" მეოთხედფინალში თსსუ დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია