პირველი ნომერი ნათან მაკინონია
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიმართა ახალბედათა დრაფტის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც "ნიუ ჯერსი დევილზის" საშინაო არენა "პრუდენშლ ცენტრი" მასპინძლობდა.

პირველ ნომრად არჩევის უფლება "კოლორადო ეველანშს" ჰქონდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო საკიკმა თავდამსხმელ ნათან მაკინონის გვარი გამოაცხადა. ეს ცენტრფორვარდი შარშან "ჰალიფაქსში" თამაშობდა და 44 მატჩში 75 ქულა (32+43) დააგროვა.

მეორე ნომერი გახდა ფინელი ალექსანდრ ბარკოვი, რომელიც ყაზანის "აკ ბარსის" რუსი მწვრთნელის - უფროსი ალექსანდრ ბარკოვის ვაჟია და ფინეთის სახელით გამოდის. "ტაპარას" ცენტრფორვარდზე უფლებები "ფლორიდამ" მიიღო. ეს ამ დრაფტის ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა, რადგან მეორე ნომრად "ჰალიფაქსის" ფორვარდის ჯონათან დრუენის აყვანას ელოდნენ. საბოლოოდ, ეს უკანასკნელი მესამე ნომერი გახდა და შესაბამისად, "ტამპა ბეიში" წავიდა.

დრაფტისწინა ფავორიტი, "პორტლენდის" მცველი სეტ ჯონსი მხოლოდ მეოთხე ნომრად აირჩიეს და ის "ნეშვილის" ერგო. ამ კლუბის გენერალური მენეჯერი დევიდ პოილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა დრაფტის საუკეთესო მცველი აქამდე აურჩეველი დარჩა და არც უფიქრია, ისე აიყვანა ჯონსი.

დრაფტზე საუკეთესო შვედი გახდა ფორვარდი ელიას ლინდჰოლმი, რომელიც წელს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი იყო. თავდამსხმელი "კაროლინას" საკუთრება გახდა.

ასე რომ, პირველ ხუთეულში ვიხილეთ ორი კანადელი, ორი სკანდინავიელი და ერთი ამერიკელი.

რუს ახალბედებს შორის საუკეთესო კი მოსკოვის "დინამოს" ფორვარდი ვალერი ნიჩუშკინი იყო. მეათე ნომრად ის "დალასმა" აიყვანა. ექსპერტები ახალგაზრდა თავდამსხმელს "ახალ ოვეჩკინს" უწოდებენ.

დრაფტის TOP10

1. კოლორადო - ნათან მაკინონი (ფ, კანადა)

2. ფლორიდა - ალექსანდრ ბარკოვი (ფ, ფინეთი)

3. ტამპა ბეი - ჯონათან დრუენი (ფ, კანადა)

4. ნეშვილი - სეტ ჯონსი (მცვ, აშშ)

5. კაროლინა - ელიას ლინდჰოლმი (ფ, შვედეთი)

6. კალგარი - შონ მონაჰენი (ფ, კანადა)

7. ედმონტონი - დარნელ ნერსი (მცვ, კანადა)

8. ბაფალო - რასმუს რისტოლაინენი (მცვ, ფინ)

9. ვანკუვერი - ბო ჰორვატი (ფ, კანადა)

10. დალასი - ვალერი ნიჩუშკინი (ფ, რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

17 წამში მოგებული სტენლის თასი

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს