საუბრები იმაზე, რომ კრასიჩის გარეშე "ბიანკონერის" ძალიან გაუჭირდებოდა, არ გამართლდა
გახსოვთ ალბათ "ბოლონია"-"იუვენტუსის" პაექრობა და მილოშ კრასიჩის სიმულაცია, რისთვისაც "ვეკია სენიორას" ნახევარმცველმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მაშინვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ სერბის გარეშე "ბიანკონერის" ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან გუნდის წამყვანი ძალა სწორედ მილოში გახლავთ.

სკეპტიკურად განწყობილ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ლუიჯი დელ ნერიმ უპასუხა და განაცხადა, რომ "იუვე" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არ არის და კრასიჩის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა. ასე აგიხდეთ ყველაფერი - სერბის გარეშე ტურინულმა გრანდმა ჯერ "მილანი" დაამარცხა მისსავე მოედანზე, შემდეგ კი "ჩეზენა" მიიღო და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მატჩის შემდეგ, "იუვენტუსის" თავკაცი კმაყოფილებას ვერ მალავდა:

"როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, "იუვე" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა. ბოლო ხანს ტრავმებმა შემოგვიტიეს, რასაც კრასიჩის დისკვალიფიკაციაც დაემატა, თუმცა ამ ყველაფერმა არ შეგვაშინა და როგორც ხედავთ, სერია A-ში ზედიზედ ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. უნდა მივეჩვიოთ, რომ რაც არ უნდა სერიოზული საკადრო პრობლემები შეგვექმნა, მოედანზე მხოლოდ სამი ქულის ასაღებად უნდა გავიდეთ. "ჩეზენასთან" მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, ფეხბურთელები ოპტიმალურ კონდიციაში შედიან, რაც ოპტიმიზმს კიდევ უფრო მიღრმავებს".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა