”ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ თავი შეირცხვინა
რომაული დერბი იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ კიდევ აქტიურად განიხილება. სამწუხაროდ, წინა პლანზე სამსაჯო თემატიკაა წამოწეული, თუმცა რას ვიზამთ - ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. როგორც მოსალოდნელი იყო, "რომას" წარმომადგენლები კიმაყოფილები არიან მსაჯობით, "ლაციოს" ბანაკიდან კი სრულიად საპირისპირო შინაარსის კომენტარები ვრცელდება. მაგალითად, "ბიანკოჩელესტეს" მთავარი მწვრთნელი, ედუარდო რეია მიიჩნევს, რომ შეხვედრის რეზულტატი სწორედ არბიტრის შეცდომებმა განაპირობნა:

"სათადარიგოთა სკამიდანაც კი ძალიან კარგად ჩანდა, რომ სტეფანო მაუროზე მცველებმა თამაშის წესები დარღვიეს. აშკარად ჩამოქაჩეს საჯარიმო მოედანში და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. თუმცა, ასე არ მოხდა და ვაღიარებ, რომ ამან წყობილებიდან გამომიყვანა. ამასთან, ჩვენს კარში დანიშნული მეორე პენალტი სრულიად აბსურდული იყო - ჟულიო ბაპტიშტამ თერთმეტმეტრიანზე ითამაშა და თავისი ინიციატივით წამოედო ფეხზე მცველს. თანაც, იქამდეც დაარღვია თამაშის წესები, როდესაც ბურთი მოიპოვა და ჩვენი საჯარიმოსკენ დაიძრა. მსაჯები წვრილ შეცდომებს ხშირად უშვებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეხვედრის შედეგი სწორედ ამ მცდარმა გადაწყვეტიოლ;ებებმა განაპირობა".

რეიას ჟურნალისტებმა ასეთი კითხვა დაუსვეს: "იქნებ გუნდის ცუდ თამაშშიც ეძებოთ მარცხის მიზეზები... თუ მხოლოდ მსაჯია დამნაშავე?" - აქვე პასუხი: "პირველ ტაიმში სპორტული აგრესია გვაკლდა, ამას ვაღიარებ, მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა საგრძნობლად გამოვასწორეთ და მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. მთლიანობაში, გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით. გასახდელში ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ დაიღალნენ უთანასწორო ბრძოლით - როდესაც თერთმეტს თორმეტი კაცის წინააღმდეგობის დაძლევა უწევს, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია მუდმივად გამაერჯვებული იყო".

რეიას ამ განცხადებებს იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესად, აკრიტიკებენ "ლაციოს" თავკაცს, დაახლოებით ისე, როგორც მაგალითად 'რომას" სპორტული დირექტორი ბრუნო კონტი: "ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრჯერ შევაქე "ლაციო" და მისი მთავარი მწვღთნელი ედუარდო რეია. მართალია, ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ როდესაც მეტოქე გუნდი კარგად თამაშობს, ამის არდანახვა ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, ის, რაც დერბის შემდეგ მესმის - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. გამარჯვებები ძალიან კარგია, მაგრამ მარცხიც უნდა შეგეძლოს და მინდა ეს ედი რეიას შევახსენო. მისი კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ მარცხის ღირსეულად მიღება უჭირს, რაც პროფესიონალს ნამდვილად არ შვენის. "რომამ" აშკარად უკეთ ითამაშა და სრულიად დამსახურებულად ჩაიწერა სამი ქულა აქტივში, "ლაციო" კი კვლავაც ლიდერია და ამდენ ლაპარაკს, უმჯობესია მომდევნო პაექრობაზე გადაიტანონ ყურადღება".

რეიამ მართლაც შეილახა იმიჯი ასეთი განცხადებებით - უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ აშკარად არაადეკვატური კომენტარები გააკეთა. "რომამ" უკეთესი შთაბეჭდილება დატოვება და თუ ვინმე იმსახურებდა სამ ქულას, ეს სწორედ კლაუდიო რანიერის სამწყსო იყო. შესაბამისად, როდესაც რეია მისი გუნდის მიერ მინიმუმ ქულის დამსახურებაზე საუბრობს, აშკარად სუბიექტურია. გაზვიადებულია საუბრები იმაზეც, რომ "ლაციოს" მუდმივად თორმეტ კაცთან უწევს დაპირისპირება - ყოველ შემთხვევაში, "ბიანკოჩელესტეს" აშკარა ჩაგვრის მაგალითები იტალიელმა ჟურნალისტებმა ვერაფრით გაიხსენეს. შედარებით მოზომილი კომენტარი გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ:

"მსაჯმა მართლაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი დროის ფუჭად კარგვად მიმაჩნია. სატურნიორო ცხრილში კვლავაც პირველი ადგილი გვიკავია და უმჯობესია, მომდევნო პაექრობაზე გადავიტანოთ ყურადღება. დერბიში მარცხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამდენი ლაპარაკით ამ ტკივილს კიდევ უფრო ვამძაფრებთ. ჯობია, დავივიწყოთ ის, რაც მოხდა და შემდეგ პაექრობაში სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ. მთლიანობაში, "ლაციომ" საკმაოდ კარგად ითამაშა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შემთხვევით არ ვართ პირველ პოზიციაზე. მთავარია, რომ დერბიში მარცხმა არ დაგვასვას დაღი და რეგრესის გზას არ დავადგეთ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მოიქცევა ედუარდო რეია, მან ხელში უნდა აიყვანოს საკუთარი თავიც და მთლიანად გუნდიც. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ მალე დავივიწყოთ მომხდარი და წარმატებით გავაგრძელოთ ასპარეზობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს