"ბაიერნმა" გიოტცე წარადგინა
რამდენადაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მარიო გიოტცეს "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" ტრანსფერს, იმდენად მშვიდად ჩაიარა 21 წლის ვარსკვლავის პრეზენტაციამ, რომელიც "ზებენერშტრასეზე" 2 ივლისს გაიმართა. სამაგიეროდ, ფეხბურთელს, რომლის სანაცვლოდაც რეკორდმაისტერმა 37 მილიონი ევრო გადაიხადა, მიუნხენურ გრანდში უდიდესი მიზნები აქვს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაღაც ახლის დაწყება. ეს ნაბიჯი იმისათვის გადავდგი, რომ როგორც ფეხბურთელი, კიდევ უფრო გავიზარდო და ფეხბურთი უფრო უკეთ ვითამაშო. "ბაიერნში" გადმოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია," - განაცხადა გიოტცემ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის ჟურნალისტებს "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა წარუდგინა.

"გადმოვიბირეთ ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავია. ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ მარიო გიოტცე "ბაიერნს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მარიოს ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორითაც დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი თუ დაიკვეხნის. მას შეუძლია "ბაიერნში" ისეთივე როლი ჰქონდეს, როგორიც ლეო მესის აქვს "ბარსელონაში", - აღნიშნა ზამერმა, რაზეც გიოტცემ დასძინა: "მესი ჩემთვის ნამდვილად მისაბაძი მაგალითია, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ მალე გამოვჯანმრთელდე".

შეგახსენებთ, რომ "გიოტცინიო" ჯერ კიდევ ტრავმირებულია და "ბაიერნთან" ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს. "ახლა მხოლოდ ამის გამო ვდარდობ. მართალია, კუნთი გაცილებით უკეთ მაქვს, მაგრამ სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას ალბათ სამ კვირაში შევძლებ," - აღნიშნა გიოტცემ.

დორტმუნდში მასზე ყველა ნაწყენია, მაგრამ მარიოს ეს უკვე ნაკლებად ადარდებს: "ისე მოვიქეცი, როგორც მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ "ბაიერნში" გადმოსვლა ჩემს კარიერაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია," - ცხადია, რომ დორტმუნდელებს ეს განცხადება არ მოეწონებათ.

გიოტცესთან ერთად, "ბაიერნმა" "მაინციდან" გადაბირებული მცველი იან კირხჰოფიც წარადგინა და ლოგიკურია, რომ ამ უკანასკნელის პრეზენტაცია "გიოტცინიოს" წარდგენამ დაჩრდილა.

მიუნხენში დავიდ ლუისი უარყვეს

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2 ივლისს "ბაიერნმა" ოფიციალურად უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს რეკორდმაისტერს ბრაზილიის ნაკრების დაცვის ბურჯ დავიდ ლუისის გადაბირება უნდა. ითქვა, რომ "ჩელსის" თავკაც ჟოზე მოურინიოს ეს უკანასკნელი არ სჭირდება და რომ ცენტრალური მცველით გვარდიოლა დაინტერესდა. სპეკულაციები "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გიოტცეს პრეზენტაციაზე უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/მიუნხენის "ბაიერნმა" მარიო გიოტცე წარადგინა

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
დავიდ ლუისი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
დავიდ ლუისი "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დავიდ ლუისმა სებალიოსს ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
დავიდ ლუისი ბალოტელისთან ერთად ითამაშებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
კევინ-პრინს ბოატენგი "ბაიერნის" კრიზისზე ოცნებობს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
დავიდ ლუისმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დავიდ ლუისი "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ