ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველ მწვრთნელებს მოლდოვაში მაინც აღიარებენ და ელოდებიან

ქართველ მწვრთნელებს მოლდოვაში მაინც აღიარებენ და ელოდებიან

მოლდოვა უცნობი ქართველი მწვრთნელის მოლოდინშია, კობა ჟორჟიკაშვილი ბელცის "ოლიმპიას" ინტერესს უარყოფს
ინტერნეტტელევიზიის, "მოლდოვა სპორტსის" ცნობით, მოლდოვის ჩემპიონატის "ა" დივიზიონის კლუბს, ბელცის "ოლიმპიას" ქართველი მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს.

"სეზონის დასრულების შემდეგ ბელცის "ოლიმპიადან" მოლდოველი ლეონიდ ტკაჩი გაუშვეს. მის ნაცვლად, ახალი სეზონიდან გუნდს ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის.

კლუბიდან გვაცნობეს, რომ ეს პიროვნება ბელციში უკვე ჩამოვიდა, "ოლიმპიას" ვარჯიშებსაც დაესწრო და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ქართველი სპეციალისტის ვინაობა არ სახელდება.

თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მას 16 და 18-წლამდელ მოზარდებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. ზოგიერთი ინფორმაციით, ქართველი სწორედ ახალგაზრდებთან სამუშაოდ ჩამოვიდა. ახალ მწვრთნელს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენენ", - წერს "მოლდოვა სპორტსის" ინტერნეტგვერდი.

ამ ინფორმაციას მოლდოვურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც სხვადასხვა წერილიდან ამოკრეფილი ეს ფრაზებიც მეტყველებს:

"რამდენადაც ცნობილია, ქართული საფეხბურთო სკოლა ძლიერია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სიახლე გუნდს ძალიან წაადგება".

"კარგია, რომ წინსვლისკენ მისწრაფება გამოჩნდა. კეთილი იყოს მოლდოვაში ახალი მწვრთნელის ჩამოსვლა. ეს ამბავი "ოლიმპიას" მხოლოდ და მხოლოდ დადებითად დაეტყობა. იმედია, უახლოეს პერიოდში, უცხოელი მწვრთნელისა და ლეგიონერების დახმარებით, ბელციში ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".

ამ ფრაზებიდან ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ, რომ ქართველ მწვრთნელებს მოლდოვაში მაინც აღიარებენ.

ახლა რაც შეეხება უცნობ ქართველ მწვრთნელს - ამტკიცებდნენ, რომ "ოლიმპიას" დამრიგებლად კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა.

თუმცა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელსაც "ლელო" კომენტარისთვის დაუკავშირდა, ეს ხმები უარყო:

"მოლდოვიდან შემოთავაზება არ მქონია და მეორეც, ახლა თბილისში ვიმყოფები. ასე რომ, სხვა მწვრთნელზეა ლაპარაკი, რომლის ვინაობაც ჩემთვის უცნობია".

აქვე ვიტყვით, რომ გუნდის მეპატრონეს, სერგეი კისელიოვს სურს, რომ "ოლიმპია" ქალაქს გადასცეს:

"გუნდში ფულის დაბანდება ბევრ ბიზნესმენს სურს, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ის სახალხო გუნდად ჩამოყალიბდეს და მისი აქციები გულშემატკივრებმა იყიდონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გუნდიდან წასვლას ვაპირებ. უბრალოდ, დროა, ახალ გზას დავადგეთ. "ა" დივიზიონში ბელცის საფეხბურთო სკოლის აღზრდილებით ვითამაშებთ".

მისტერ იქსის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. ფაქტია, რომ ინკოგნიტო ქართველ სპეციალისტს ძალიან მძიმე ამოცანა აქვს დასახული - ბავშვების გუნდი სამშვიდობოზე უნდა გაიყვანოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]

ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო

კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა