"ჟილინამ" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე "ტორპედოსთან" მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც გუნდის თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა
3 ივლისს, დილით, სლოვაკურმა საფეხბურთო კლუბმა "ჟილინამ" "ტორპედოსთან" მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ მის განკარგულებაში მყოფი 22 ფეხბურთელი (აქედან 2 მეკარე) დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავარჯიშა, შემდეგ კი პრესკონფერენციაც გამართა.

ადრიან გულა:

"ტორპედოს" ორი სპარინგი ვნახეთ ავსტრიაში. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სლოვაკური გუნდებისგან, რომლებსაც ქართულ ფეხბურთთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონიათ.

ქუთაისს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც ესპანელი მწვრთნელის თავკაცობით ცდილობს, კომბინაციური თამაში აჩვენოს, რასაც ჩვენ კონტრშეტევებს დავუპირისპირებთ.

ძალიან მომეწონა თქვენი სტადიონი და მოედანიც. ჩემი ფეხბურთელები 100 პროცენტით მზად არიან ხვალინდელი მატჩისთვის.

შანსებს რაც შეეხება, პროცენტულად გამიჭირდება შეფასება. იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი თამაში შედგება, რომლის ხილვით მაყურებელი სიამოვნებას მიიღებს.

"ჟილინას" მწვრთნელის რანგში ეს ჩემთვის პირველი მატჩი იქნება ევროთასზე და ამიტომ მოგებას ვაპირებთ".

"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ვარაუდით, ჟილინელთა დამრიგებელი გუნდს შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანს მოედანზე: დუბრავკა - მაბუკა, პიაჩეკი, ვავრო, ჩისეი - პეჩოვსკი - მიხალიკი, პაური, ბელლო, სკვარკა - პიხი.

რაც შეეხება "ტორპედოს", გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი შეგირდებს "ცენტრალურზე" 3 ივლისს, 19:00 საათიდან ავარჯიშებს, შემდეგ კი პრესკონფერენციასაც გამართავს.

მომზადებულია fctorpedo.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..

"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ჟილინა-ტორპედო 3:3 - მხიარული თამაში სლოვაკეთში
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ჟილინა VS ტორპედო - სლოვაკები შინაც სოლიდურ გამარჯვებას გეგმავენ
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!