ოღონდ მხოლოდ ტურისტად

ბოლო დღეებში მსოფლიო პრესაში სისტემატურად იწერებოდა დიეგო მარადონას ირანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვის თაობაზე, რაც როგორც ჩანს, სიმართლესთან ახლოს არ ყოფილა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალი ქაფაშიანი აცხადებს, რომ მარადონა უახლოეს პერიოდში მის ქვეყანაში ჩავა, ოღონდ არა საფეხბურთო საკითხებზე სალაპარაკოდ, არამედ უბრალოდ, ტურისტად. თუმცა, დიეგო არც პოლიტიკისთვის აპირებს გვერდის ავლას და ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადთან შეხვედრას გეგმავს.

“დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მარადონა ირანს სამუშაო მიზნით არ ეწვევა. მას ძალიან უნდა ჩვენი ქვეყნის დათვალიერება, რაშიც სიამოვნებით დავეხმარებით. ირანში სტუმრობის სურვილი დიეგოს ჯერ კიდევ ორი წლის წინ სურდა, მაგრამ მალევე დაინიშნა არგენტინის ნაკრების მწვრთნელად და სურვილს ახლაღა ისრულებს. საჭირო დოკუმენტების მომზადება უკვე დაწყებულია და მისი ვიზიტი სულ მალე შედგება. გარდა მარადონას ტურისტული მიზნებისა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მისი და ბატონი აჰმადინეჯადის შეხვედრა”, - ამბობს ქაფაშიანი.

შეგახსენებთ, 50 წლის მარადონა სამხრეთაფრიკული მუნდიალის შემდეგ უმუშევარია. მან ინგლისურ პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი ღიად დააფიქსირა, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, თუ იქიდან მის სურვილს არავინ გამოხმაურებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"