ვაჯამებთ კონფედერაციათა თასს და 20-წლამდელთა მუნდიალს
შერცხვენილი ინგლისი, ბრაზილიის მიერ დამარცხებული ესპანეთი, მორიგი საოცარი კალიფორნიული დერბი და ნეიმარ-ინიესტას უცნაური რეკორდი - ყველაფერი ეს ჩვენს დღევანდელ სტატისტიკურ მიმოხილვაში.

30 - საჯარიმო დარტყმა მოუპოვა უკვე დასრულებულ კონფედერაციათა თასზე ბრაზილიის ნაკრებს ნეიმარმა, რამაც ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს დადებითი სამსახური გაუწია. იტალიასთან გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთ ასეთ საჯარიმოს 21 წლის ფორვარდის ჩაწოდება და დანტეს გოლი მოჰყვა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბურთი თავად ნეიმარმა გაიტანა, როდესაც სტანდარტულიდან ბუფონს შანსი არ დაუტოვა.

ფინალში ნეიმარმა ჟერარდ პიკე მოატყუა, რომელმაც თავისი მომავალი თანაგუნდელი მოცელა და წითელი ბარათი მიიღო. პიკეს ამ გაძევების შემდეგ საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ ესპანეთი სამბურთიანი ჩამორჩენის აღმომფხვრელი არ იყო.

იტალიელი მარიო ბალოტელი ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა - მის წინააღმდეგ წესები 17-ჯერ დაარღვიეს. ფინალში ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ 8-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ვისენტე დელ ბოსკეს ეპოქაში ესპანეთის ნაკრების რეკორდია.

საინტერესოა, რომ ტურნირის ყველაზე უხეში ფეხბურთელის "ტიტულიც" ნეიმარმა მოიპოვა, რომელმაც თამაშის წესები 17-ჯერ დაარღვია.

29 - ოფიციალური მატჩი წაგების გარეშე - ეს არის რეკორდი, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა დაამყარა. სერია კვირას, კონფედერაციათა თასის ფინალურ შეხვედრაში შეწყდა. წინა რეკორდის მფლობელი საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელმაც 1994-99 წლებში 27 წაუგებელი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ბრაზილიასთან დაპირისპირებამდე, ოფიციალურ შეხვედრაში, უკანასკნელი მარცხი ესპანეთის ნაკრებმა 2010 წლის მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შვეიცარიის ნაკრებთან (0:1) განიცადა და იქიდან მოყოლებული, "ფურია როხამ" 24 მატჩი მოიგო, 5 კი ფრედ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ბრაზილიასთან 0:3 წააგო და ამით კიდევ ერთი ხანგრძლივი სერია დაასრულა - ოფიციალურ შეხვედრაში, ორზე მეტბურთიანი სხვაობით პირინეელებს ბოლოს 1985 წელს, უელსთან ჰქონდათ წაგებული. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იმ შეხვედრაში, იან რაშის დუბლის და მარკ ჰიუზის ერთი გოლის წყალობით, ბრიტანელებმა იბერიელებს 3:0 მოუგეს.

17 - მატჩიანი მოუგებელი სერია მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე - ასეთი საზარელი შედეგი არა რომელიმე აუტსაიდერს, არამედ ინგლისის ნაკრებს აქვს. ახალგაზრდულ მუნდიალზე უკანასკნელი გამარჯვება ბრიტანელებმა 1997 წელს, ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, მაიკლ ოუენის ერთადერთი გოლის წყალობით მექსიკასთან მოიპოვეს. ამ მოგებით ინგლისი ჯგუფიდან მაქსიმალური შედეგით 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან 1:2 წააგო.

სამხრეთამერიკელთა მხრიდან გოლები ხუან რომან რიკელმემ და პაბლო აიმარმა გაიტანეს.

1999 წელს გუნდმა, რომელშიც ეშლი კოული და პიტერ კრაუჩი თამაშობდნენ, ჯგუფში სამივე მატჩი წააგო, ხოლო 2003 და 2009 წლებში ინგლისმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. ორი წლის წინ, კოლუმბიაში გამართულ მუნდიალზე ბრიტანელებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ფრედ, თანაც სამივე 0:0 დაასრულეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც შეძლეს, სადაც უკვე ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებთან დამარცხდნენ (0:1).

წლევანდელი ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ინგლისი, მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, ერაყს 2:0-ს უგებდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდა. ამის შემდეგ პიტერ ტეილორის გუნდმა ჩილესთან ქულა აიღო, ეგვიპტესთან კი 0:2 წააგო. 17 მოუგებელი მატჩიდან ინგლისმა 10 წააგო და რაც კიდევ უფრო საოცარია, ამ პერიოდში მხოლოდ 5 (!) გოლი გაიტანა.

2 - გოლი გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ დროში "სან ხოსე ერთქვეიქსმა" და მიუხედავად იმისა, რომ "ლოს ანჯელეს გელექსისთან" შეხვედრაში მინდორზე კაცნაკლული იყო, კიდევ ერთი საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზა.

წინა სეზონში, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, "სან ხოსე" ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 3:2 მოიგო. გამარჯვების მომტანი ბურთი კი ალან გორდონმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა. ერთი თვის შემდეგ "სან ხოსე" კვლავ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ "კალიფორნიული კლასიკო" 4:3 მოიგო.

წელს, მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, "გელექსი" ისევ ორბურთიანი სხვაობით იგებდა და მართალია, მეტოქემ, კერძოდ, გორდონმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, მაგრამ მორიგი სასწაული წარმოუდგენელი იყო, რადგან ვიქტორ ბერნარდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "სან ხოსე" 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, 92-ე წუთზე ში სალინასმა წონასწორობა აღადგინა, 83 წამის შემდეგ კი გორდონის კიდევ ერთმა თავურმა დარტყმამ "სან ხოსეს" მორიგი საოცარი გამარჯვება მოუტანა და "სტენფორდზე" შეკრებილი 50 000 მაყურებელი ჭკუიდან გადაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: სანაკრებო რეკორდები და პასების ოსტატები

საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ყველაზე საოცარი აცილება მსოფლიოში [VIDEO]
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ჯგუფური ეტაპი დასრულდა: ერაყის სიურპრიზი, ინგლისელთა ფიასკო
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს