"სამეფო კლუბმა" "ოქროს ბიჭუნა" წარადგინა
მაშ ასე, ეს უკვე ოფიციალური ამბავია - 21 წლის კოსტადელსოლელი ბიჭი, ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი მადრიდის "რეალის" წევრია! თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, საუბარია "მალაგას" ყოფილ ვარსკვლავზე, რომელსაც ყველა ისკოს ეძახის.

2012 წლის "გოლდენ ბოის" პრიზის მფლობელი (ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნამდვილი რეალელია. 3 ივლისი დატვირთული აღმოჩნდა ისკოსთვის. ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფიდან ბევრი დრო არ გასულა, რომ ისკო მადრიდში ჩავიდა, გაიარა სამედიცინო შემოწმება ("რეალის" ექიმი აღფრთოვანებული დარჩა, ბიჭი სუპერჯანმრთელიაო) და ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ პრეზენტაციაზე "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ისკოს მრავალი წინადადება ჰქონდა (ჩვენ კარგად ვიცით "მანჩესტერ სიტის" მიწვევის შესახებ), მაგრამ თავად ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანის ხათრით, "რეალი" არჩია. პერესის თქმით, რომ არა ეს სურვილი, "სამეფო კლუბი" ისკოს აყვანას ვერ შეძლებდა (სავარაუდოდ, ინგლისელები მეტს იხდიდნენ). ოფიციალურად სატრანსფერო თანხა არ სახელდება, თუმცა ესპანეთში ყველამ იცის, რომ ისკოს სანაცვლად ანდალუსიელებმა 24 მილიონი ევრო მიიღეს (არადა, 2 წლის წინ "ვალენსიადან" 6 მილიონად იყიდეს).

ისკოს კომენტარი კი ასეთი იყო: "ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მადრიდის "რეალში" თამაში კარიერის პიკია და მე ბედნიერი ვარ". სხვათა შორის, ადრე ისკო ამტკიცებდა, რომ "ბარსელონაზე" უკეთესი კლუბი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღე "რეალ ტვ"-ისთვის ინტერვიუს მიცემით დაასრულა:

- ყოველდღე არ ხდება კონტრაქტის გაფორმება მსოფლიოში საუკეთესო კლუბთან. დღევანდელი დღე ჩემს კარიერაში საუკეთესოა. "რეალის" მაისურის ჩაცმა ბევრისთვის ისეთი რამაა, რომ ოცნებაც კი ძნელია. "ბერნაბეუზე" რომ გავედი, სიამაყით აღვივსე, ამდენი ხალხი რომ მელოდა. პრეზიდენტი ძალიან მენდობა. მე მას მადლობას მოედანზე კარგი თამაშით გადავუხდი.

- თქვენი ოჯახიც აქაა, როგორი იყო მათი რეაქცია თქვენს ტრანსფერზე?

- ყველა ბედნიერია, რომ მე ამას მივაღწიე. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა, ჭირშიც და ლხინშიც.

- "მალაგაში" თქვენი სიტყვა თქვით. რა შთაბეჭდილებებით წამოხვედით იქიდან?

- ეს იყო ჩემი კარიერის ორი ბრწყინვალე წელი. მე გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიე, რაც ამ გუნდისთვის მანამდე საოცნებო იყო.

- თქვენ სამ სეზონში საოცარ პროგრესს მიაღწიეთ...

- მართლაც, სამი წლის წინ მე ვთამაშობდი მესამე დივიზიონში, ახლა კი აქ ვარ, მადრიდის "რეალში".

- ვინ შეასრულა მთავარი როლი თქვენს ფეხბურთელობაში?

- ჩემმა ძმამ ხელი შემიწყო. სულ პატარა ვიყავი, როცა თავის მეგობრებთან დავყავდი ფეხბურთის სათამაშოდ, რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ.

- ბავშვობაში "რეალის" რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ?

- ზიდანის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო. ეს იყო დიდი საფეხბურთო კლასის ფეხბურთელი და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ტრანსფერში სწორედ მას მიუძღვის წვლილი.

- დღევანდელ მოთამაშეებზე რას იტყვით?

- კრიშტიანო მხეცია, ჩაბი ალონსო, იოზილი, სერხიო რამოსი, ყველანი ძალიან მაგრები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისკო რეალელია: 5-წლიანი კონტრაქტი და 24 მილიონი ევრო

Georgi
ჩვენი ცოლის დაქალებში რომ არის - "ცოლი" (სახელი არ ვიცი), ერთნაირი ტანი არ აქვთ მას და ისკოს? :D :D
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ