მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" განათხოვრებულმა ქართველმა ჰავბეკმა თავისი სამომავლო მიზნები გაამხილა
მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" განათხოვრებულმა ჯანო ანანიძემ ინტერვიუ რუსულ "სპორტ-ექსპრესს" მისცა.

მან თავისი სამომავლო მიზნები გაამხილა.

როგორც ირკვევა, მომავალში ჯანოს კვლავ "სპარტაკში" სურს თამაში.

- "როსტოვში" გადასვლა თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- არა. გასულ სეზონში დიდი დრო გამიცდა: იყო ტრავმებიც და ოჯახური ტრაგედიაც - მამა დავკარგე...

მინდა, ძველ დონეზე ავთამაშდე. ამისთვის კი ძალიან მჭირდება სათამაშო პრაქტიკა. რამდენიმე ვარიანტიდან "როსტოვი" ავირჩიე - იქ ნაცნობი ბიჭებიც არიან, ამასთან, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და გრანდების წინააღმდეგ დამაჯერებლად გამოიყურება, რაც ძალიან მომწონს.

ამბობენ, ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო, რომ მერე ორი წინ გადადგაო. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა.

- თქვით, რომ სხვა წინადადებებიც გქონდათ. კონკრეტულად?

- ახლა ამის გახმაურებისგან თავს შევიკავებ. დავძენ, რომ "როსტოვს" უპირატესობა არტიომ ძიუბას ფაქტორის გამოც მივანიჭე. "სპარტაკიდან" "როსტოვში" მასთან ერთად მივდივარ და იქ ორივე სპარტაკული ფეხბურთის დემონსტრირებას შევეცდებით.

- ვარაუდობდით, რომ "სპარტაკში" კვლავ გექნებოდათ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა?

- ვფიქრობ, ეს პრობლემა კვლავ შემექმნებოდა. კლუბმა ახალი ფეხბურთელები იყიდა, რომლებიც აშკარად არ დაიმატეს სათადარიგოთა სკამზე დასასმელად.

"სპარტაკში" ექვს თვეში, ან ერთ წელიწადში დავბრუნდები და ძირითადში მოხვედრის შანსი ხელახლა მომეცემა.

- ალბათ, ცოტა მოწყენილი ხართ...

- არც უამისობაა. ჩემი გული "სპარტაკს" ეკუთვნის, იქ ხომ 15 წლის ასაკიდან ვარ. იქ გავიზარდე, იქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "სპარტაკში" ჩემი ბოლო სიტყვა ჯერ არ მითქვამს.

მომავალში, უბრალოდ, ვალდებული ვარ, "სპარტაკის" ძირითადში დავმკვიდრდე.

- რა გითხრათ დამშვიდობებისას ვალერი კარპინმა?

- ბაზაზე ხუთშაბათს მივალ და მთავარ მწვრთნელსა და ბიჭებს მაშინ დაველაპარაკები. თუმცა ვალერი გეორგიევიჩმა უკვე მაგრძნობინა, რომ ჩემი იმედი კვლავ აქვს. მითხრა, ვარჯიში ჩვეულებრივად გააგრძელე და ყველაფერი რიგზე იქნებაო.

- ახალ კლუბს როდის შეუერთდებით?

- როსტოვში ძიუბასთან ერთად 5 ივლისს ჩავფრინდები, პირველ ვარჯიშს კი, ალბათ, მეორე დღეს ჩავატარებ.

- მართალია, რომ მომავალი სეზონიდან მაისურზე არა ჟანო, არამედ ჯანო გეწერებათ?

- მართალია. საქმე ის არის, რომ საქართველოში ჩემი სახელი სწორედ ასე წარმოითქმის. თავის დროზე გაუგებრობა მოხდა, ჟანო რომ მიწოდეს, ახლა კი, ჩემი თხოვნით, ყველაფერი გამოსწორდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძე "როსტოვში" გადავიდა

სერგეი შავლო: თუ ჯანო ანანიძე წავიდა, "სპარტაკი" ბევრს დაკარგავს

ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: ჯანო ანანიძე უნდა წავიდეს!

Vova
მიდი ჯანო!!!დახმავლობას ხოველტვის ახმავლობა მოყვება!იშრომე და შენ სიტყვას სპარტაკშიც იტყვი და საქართველოშიც!
ნუკრი
კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია .სიკეთეს და სპორტულ იღბალს ვუსურვებ.
gizog
ჯანო, შენ ისეთ ასაკში მიხვედი დიდ ფეხბურთში, რომ ასეთი ნაბიჯი დაგჭირდებოდა. ჯანო შენი ასაკის ფეხბურთელებს, ბევრს როსტოვის დონეზეც არ აქვთ ნათამაშები და მათაც აქვთ პერსპექტივა სწორი ვარჯიშის და ცხოვრების შემთხვევაში, მითუმეტეს შენ უკვე არსებულ დიდ გამოცდილებას იმედია სწორად გამოიყენებ. უფალმა დაგლოცოს ჯანო და დიდი წარმატებები მოგცეს პირად ცხოვრებაში და ფეხბურთში. დიდხანს გაგეხარებინოს ქართველი ქომაგი შენი დიდი წარმატებებით.
gogi
მინდა წარმატებები ვუსურვო მართLა შღOმისმოყვარე ახალგაძღDას, მჯერა რომ იტყვის თAვის სიტყვას და იმედებს გაამართLებს
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ
რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ
"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
საქართველო VS სლოვაკეთი - ჰაერივით საჭირო პოზიტივი