ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "ჟილინას" დაუპირისპირდება
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "ჟილინას" დაუპირისპირდება, რომელიც ორი წლის წინათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გამოდიოდა, წლეულს კი ევროტურნირის საგზური ქვეყნის თასის გათამაშების ფინალში გასვლით მოიპოვა (ბრატისლავას "სლოვანთან" 0:2 დამარცხდა).

პირველი მატჩი 4 ივლისს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი 11 ივლისს ჟილინაში გაიმართება.

სლოვაკების 35-კაციანი დელეგაცია ქუთაისში 2 ივლისს, ექვს საათზე ჩამოფრინდა და ბინა წყალტუბოში მდებარე სასტუმროში დაიდო.

სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ, რომელიც "ჟილინაში" ერთი თვის წინათ სლოვაკური "ტრენჩერიდან" გადავიდა, ქუთაისში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: მარტინ დუბრავკა, ემილ ლეგიანკი;

მცველები: სერგე აკაკპო (ტოგო), ვლადიმირ ლეიტნერი, იოზეფ პიაჩეკი (კაპიტანი), ალი სისაი (გამბია), დენის ვავრო, ადრიან კადლეცი, ერნესტ მაბუკა (კამერუნი);

ნახევარმცველები: მიროსლავ კაჩერი, ადამ ჟილაკი, ვიქტორ პეჩოვსკი (სლოვაკეთის ნაკრები), მიხაილ შკვარკა, იაკუბ პაური, ისიაკა ბელო (ბენინი), რობერტ პიჩი;

თავდამსხმელები: ტომაშ მაიტანი, დავიდ გუბა, რენე დედიჩი, იაროსლავ მიჰალიკი.

სტუმრებმა პირველი ვარჯიში ჩამოსვლის დღესვე გამართეს. 3 ივლისს, დილის 11 საათზე კი სლოვაკები ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მივიდნენ და მატჩისწინა წვრთნა ჩაატარეს.

მოთელვის შემდეგ "ჟილინას" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი 6-6-კაციან ჯგუფებად დაყო. ფეხბურთელები ჯერ ბურთის ორი შეხებით გადაცემაში, შემდეგ კი ერთი შეხებით თამაშში ავარჯიშა. ამან დაახლოებით 20 წუთი გასტანა.

ამის შემდეგ მწვრთნელმა გუნდი ორად გაყო და მოედნის ნახევარზე ორკარა ათამაშა.

"ჟილინამ" ძალისმიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. სლოვაკები ბურთს საკმაოდ კარგად აგორებდნენ და კარშიც შესაშური სიზუსტით ურტყამდნენ. განსაკუთრებით, ტომაშ მაიტანი და რობერტ პიჩი გამოირჩეოდნენ. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში 16 გოლით "ჟილინას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ათლეტური აღნაგობის სლოვაკები თავითაც კარგად თამაშობდნენ და სტანდარტულ მდგომარეობებსაც მარჯვედ ასრულებდნენ.

ორკარას დასრულების შემდეგ სტუმრებმა სწორედ ფლანგურ ჩაწოდებებსა და თავურ დარტყმებში ივარჯიშეს; ასევე, საჯარიმოს მისადგომებიდან კარში დარტყმებსაც ხვეწდნენ.

ერთი შეხედვით, სტუმრები სისწრაფეში მოიკოჭლებენ, რაც "ტორპედოს" შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს.

"ჟილინას" ქუთაისში ორი ჟურნალისტი ჩამოჰყვა. ერთ-ერთი მათგანის - მირო ანტოლის თქმით, "ტორპედოს" მსგავსად, სლოვაკურ გუნდშიც გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. "ჟილინაში" გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით, სლოვაკეთის ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეებიც არიან და გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია.

გასულ წელს ჩემპიონატში წარუმატებელი ასპარეზობის გამო (მე-7 ადგილი) გუნდს ერთგული ფანები შემოსწყრნენ და ამის გამო "ჟილინა" ქუთაისში გულშემატკივრების გარეშე ჩამოვიდა. მირო ანტოლმა გუნდის სავარაუდო შემადგენლობაც დაგვისახელა. მისი ვარაუდით, "ჟილინა" ქუთაისურ მატჩში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: დუბრავკა, მაბუკა, პიშჩეკი, ვავრო, სისაი, პეჩოვსკი, მიჰალიკი, პაური, ბელლო, შკვარკა, პიჩი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ანდრიან გულა ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. "ჟილინას" დამრიგებელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ქუთაისში მოსაგებად ჩამოვიდა.

- მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ მატჩს. "ტორპედო" საკმაოდ კარგად შევისწავლეთ. ავსტრიაში ქუთაისური გუნდის ორი თამაში ვნახეთ და იმ სლოვაკური გუნდებისგანაც გვაქვს ინფორმაცია, რომლებსაც ქართულ გუნდებთან ჰქონდათ შეხება.

ქუთაისში მოსაგებად ჩამოვედით და ვეცდებით, რომ ამოცანა შევასრულოთ.

- როგორ ფეხბურთს ელოდებით მეტოქისგან და რას დაუპირისპირებთ მას?

- ვიცით, რომ "ტორპედოს" ესპანელი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ცდილობს, გუნდს კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. ამის წინააღმდეგ კი არსებობს იარაღი - ეს არის კონტრშეტევა.

- რა მდგომარეობაში ხვდება თქვენი გუნდი ხვალინდელ მატჩს?

- რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. ტრავმების გამო ქუთაისში ვერ ჩამოვიყვანეთ ჩმელიკი, ნრავეცი, რიკარდო ნუნიეში, პეტერ ლუპჩი და რომან გერგელი. აქ მყოფთაგან კი ხვალინდელი მატჩისთვის ყველა მზად არის.

ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, "ჟილინას" მთავარ მწვრთნელად ახლახან დავინიშნე და "ტორპედოსთან" ჩემი ოფიციალური დებიუტი შედგება. ამიტომ ეს მატჩი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

- ტორპედოს არენაზე რას იტყვით?

-კმაყოფილი ვარ, ხარისხიანი მინდორია, ყველა წინაპირობაა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. იმედია, ხვალ ტრიბუნებიც სავსე იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..

"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა
"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა